განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100118002503470
№1/231-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13.07.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - მიხეილ ბერიაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - ი-–-- თ-----
ბრალდებული - მევლუდი ნ-----–----ის ძე ე-–------ი, დაბადებული 1--- წლის 4-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–-------–-----------
კვალიფიკაცია
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ მუმლაანთკარში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ---–----ი ე-–------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა ძმის - გ------- ე-–------ის მიმართ, კერძოდ, მ---–----ი ე-–------მა გ------- ე-–------ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ასევე რამდენჯერმე ძლიერად მოქაჩა მხარზე, რის შედეგადაც გ------- ე-–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზემოაღნიშნული ქმედებით მ---–----ი ე-–------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ---–----ი ე-–------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დადასტურებულია მ---–----ი ე-–------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---–----ი ე-–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, გ------- ე-–------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, მოწმეების - გ------- ე-–------ის, მაია ე-–------ის, ნ-----–---- ე-–------ის, ალეკო ე-–------ის, გ------- დოთიაშვილის და მიხეილ აბალაკის გამოკითხვის ოქმები, მ---–----ი ე-–------ის დაკავების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გ------- ე-–------ის მიმართ, გ------- ე-–------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, გ------- ე-–------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, გ------- ე-–------ის მიმართ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთმტკიცებები.
სამართლებრივი შეფასება:
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ---–----ი ელაურმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ---–----ი ე-–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება.
რაც შეეხება მ---–----ი ე-–------ის პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
მ---–----ი ე-–------ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება განეკუთვნება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის, განზრახ დანაშაულთა რიგს, რასაც შედეგად მოჰყვა დაზარალებულის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ---–----ი ე-–------მა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, საქმეზე დროული და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულებას. ბრალდებული სისტემატურად ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში, მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. მ---–----ი ე-–------მა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის. გასათვალისწინებელია ასევე ბრალდებულის ქცევა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდეგ, მ---–----ი ე-–------მა, დანაშაულის ჩადენისთანავე, მიიღო შესაბამისი ზომები დაზარალებულთან შერიგების მიზნით. დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დასტურდება, რომ მას მ---–----ი ე-–------თან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენებას.
სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: მ---–----ი ე-–------ი 31 წლისაა, არის ნასამართლობის არმქონე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არის თვითდასაქმებული, ეწევა სოფლის მეურნეობას.
სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად მ---–----ი ე-–------ის საზოგადოებისაგან იზოლირება არ იქნება სამართლიანი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი დამოკიდებულების, მისი სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, მ---–----ი ე-–------ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სასამართლოს აზრით, რომ მ---–----ი ე-–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე, 50-ე,, 62-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ---–----ი ე-–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მ---–----ი ე-–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 14 მაისიდან 2018 წლის 17 მაისის ჩათვლით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულის მიერ მის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.
3. მსჯავრდებულ მ---–----ი ე-–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს. გირაოს შემტანს - ნიკა ე-–------ს (პ/ნ 59001085219) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· გ------- ე-–------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - გ------- ე-–------ს;
· სისხლის ნიმუში განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე