გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.07.2018
საქმის ნომერი
820310018002553073
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002553073

(№3-78/2018)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ივლისი 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაინული სასამართლო

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი: რუსუდან სანიკიძე

 

მოსარჩელე: კ-------–--- (პ/ნ 3----------);

წარმომადგენელი: ზ-----------------

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილება;

წარმომადგენელი: რ-----------------;

 

დაინტერესებული პირი: (მსხვერპლი): ი----------–---–- (პ/ნ 6----------);

 

დავის საგანი: №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების მიერ 2018 წლის 06 ივლისს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----;

 

2. მხარეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია;

 

სხდომაზე გამოცხადებული დაინტერესებული პირი ი----------–---–- არ დაეთანხმა მოსარჩელე კ-------–--ის სასარჩელო მოთხოვნას. განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა რ-----------------მ ი----------–---–-ს განცხადების საფუძველზე 2018 წლის 06 ივლისს შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი და გამოსცა შემაკავებელი ორდერი N0-----, კ-------–--ის მიმართ.

 

შემაკავებელ ორდერში მიეთითა: მსხვერპლი: ი----------–---–-; მოძალადე: კ-------–---; ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური და ფიზიკური. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები: 1. მოძალადისათვის მსხვერპლტან, მის სამსახურთან და იმ ადგილებტან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. 2. მოძალადისათვის იარაღით, (მათ შორის საშტატო სამსახურებრივი იარაღით) სარგებლობის უფლების აკრძალვა. 3. მოძალადისათვის იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების აკრძალვა. 4. მოძალადისათვის მსხვერპლთან მობილური ტელეფონით და სხვა სოციალური ქსელებით კომუნიკაციის აკრძალვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.07.2018 წლის შემაკავებელი ორდერი N0-----.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ-------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია".

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია" (საქართველოსთვის ძალაშია 2017 წლის 1 სექტემბრიდან) ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.

 

მითითებული კონვენციის 53.1. მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი შემაკავებელი ან დამცავი ორდერები გაიცემოდეს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთა მიმართებით.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.

 

ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე ნორმის 38 ნაწილის მიხედვით, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

ამ კანონის 12.4 მუხლის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამ კანონის მე-4 მუხლით განიმარტა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინების მნიშვნელობა, სახელდობრ: ფსიქოლოგიური ძალადობა -არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას(,,ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ოჯახის წევრს ამ კანონის მიზნებისთვის წარმოადგენს - დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (,,ზ“ ქვეპუნქტი.)

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.1. მუხლის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამ ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე ნორმის მე-8 ნაწილით, მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო მე-13 ნაწილის შესაბამისად, შემაკავებლი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის წარდგენა და ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული შემაკავებლი ოდერის მოქმედებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან, დაინტერესებული პირის (მსხვერპლის) მიმართ ადგილი არ ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს. მოსარცელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების, მოწმის სახით დაკითხული ბ----------–--ის ჩვენებიტაც დგინდება, რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტური სიტუაცია, იყო შემთხვევა, როცა კონფლიქტის გამო ი----------–---–- ვერ დარჩა ღამის სათევად მეუღლესთან ერთად და მასთან გადავიდა სახლში.

 

დაინტერესბული მხარის ი----------–---–-ს მტკიცებით კ-------–--ის მხრიდან სისტემატიურად ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას, უკმაყოფილების მიზეზი იყო ის გარემოება, რომ იყო ფეხმძიმედ, რისი წინააღმდეგი იყო კ-------–---.

 

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე კ-------–--ის სარჩელი და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების რ----------------ის მიერ 2018 წლის 06 ივლისს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.11. მუხლით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე (ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით).

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლით, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე კ-------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების 2018 წლის 06 ივლისის შემაკავებელი ორდერი №0-----;

 

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

4. .გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე