გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210017002213493 (2/2237-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.07.2018 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნ--ო დიხამინჯია
მოსარჩელე შპს ,,ფ---–-----------სი"’’
წარმომადგენელი ფ-------------ა
მოპასუხე ნ-----------ა
წარმომადგენელი იზ--–---ვა
დავის საგანი: სესხის დაფარვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ნ-----------ასთვის სესხის ძირის და სარგებლის 399 ლარის, მიუღებელი შემოსავლის 623 ლარის და პირგასამტეხლოს 978 ლარის დაკისრება.
მოსარჩელე ითხოვს ასევე საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტას.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობით შესაგებელში მოპასუხე ნაწილობრივ (ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში) ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.მოპასუხეზე ელექტრონულად დააფიქსირებული თანხმობის საფ--ძველზე დადებული სესხის ხელშეკრულებით გაიცა სესხი 350 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით.
სესხი სარგებლიანია. სარგებელი შეადგენდა 49 ლარს.
სესხის თანხა მიიღო მოპასუხემ.
სესხის თანხა სარგებელთან ერთად მოსარჩელისთვის უნდა დაებრუნებინათ 11.01.2016წ.
3.2. მოპასუხის დავალიანება სესხზე შეადგენს ძირითადი თანხა 350 ლარი, საკომისიო 49 ლარი, პირგასამტეხლო 2800 ლარი, მიუღებელი შემოსავალი 1120,8 ლარი.
3.3. მოპასუხე ინფორმირებული დავალიანების შესახებ.
3.4. მსესხებელი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- სესხის ხელშეკრულება
-ტრანზაქციის ისტორია
- ცნობა დავალიანების შესახებ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფ--ძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, ხოლო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 420-ე, 623-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულებები (საბანკო კრედიტის და თავდებობის) მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფ--ძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფ--ძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფ--ლს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად აღიარა ბანკის დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მას არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პრეტენზია სესხის ძირისა და სარგებლის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ან რაიმე მტკიცებულება სარჩელის ამ ნაწილის საფ--ძვლიანობის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხის მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი და პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფ--ნქციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი 978 ლარიდან 280 ლარამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოცემულ საქმეზე ამგვარი ზიანის არსებობა მოსარცელემ ვერ დაამტკიცა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს დავის განხილვისთვის სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი აქვს სახ. ბაჟი 50 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესების გათვალისწინებით დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების ნაწილში გადახდება მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ და დარჩება სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2 ნ-----------ას შპს ,,ფ---–-----------სის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი 350 ლარი, სარგებელი 49 ლარი, პირგასამტეხლო 280 ლარი, საფოსტო მომსახურების ხარჯი 12,60 ლარი.
3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი დარჩება სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა