განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2018
საქმის ნომერი
820100118002343593
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100118002343593

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/73-2018

 

24 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა,ადვოკატი - ტ-----------------ე,ბრალდებული - ნ--------------–ი (დაბადებული: 2--------8 წელს, პ/ნ 1----------, თურქეთის მოქალაქე, ს-–----–ო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თურქეთის რესპუბლიკა, ქ----–----------–-------------).

 

თარჯიმანი - ქეთევან ცომაია-უჩუნჯუ

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შენახვა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ნ--------------–იმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკულ საშუალება ,,მდმა’-ს, (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით -6,61973 გრამი, რაც 2018 წლის 11 თებერვალს, ქ. ბათუმში, ა---–------–----------–---–ი, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შენახვა.

 

ბრალდებულმა ნ--------------–იმ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, პატაკი, მოწმეების ზ----------------ის, ტ------–---–-----ის, მ------------–--ის, ნ--------------–ის გამოკითხვის ოქმები, პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, დაკავების ოქმი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონით - ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ მე-3 მუხლის ,,ა“ ნაწილით ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ზ“ ნაწილით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებაა – ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ყველა ნივთიერება, ფარმაცევტული პროდუქტი, მცენარეული მასალა და ნარევი, რომლებიც შეტანილია I, II, III და IV სიაში; ხოლო ,,ტ“ ქვეპუნქტით - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვაა – ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარეების, სოკოების და სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;

 

დასახელებული კანონის პირველ სიაში ,,მდმა’’ მითითებულია 96-ე პუნქტად, როგორც ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ11” ნაწილით ნარკოტიკული საშუალების შენახვაა – ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო ,,ჰ13” ნაწილით შეძენაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

ხსენებული კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, რომელშიც ,,მდმა“ მითითებულია 93-ე პუნქტად - 1 გრამის ოდენობა წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ--------------–იმ, უკანონოდ, ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა და ასევე ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ--------------–იმ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ--------------–ის დაუდგინდა სხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, სასამართლო მხედველობაში იღებს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას და სახეობას, კერძოდ სახეზეა ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება. ნ--------------–ი არაა ნასამართლევი, არ გაუწევია რაიმე წინააღმდეგობა. სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ამავე დროს ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახედ ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები, კერძოდ ნ--------------–ის წაასწრეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისას, ამავე დროს იგი აღიარებს ჩადენილს, რის გამოც მის მიმართ სასჯელის სახედ უნდა დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში მინიმუმი ზომით.

 

ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ დანაშაულის პრევენციის, მისი რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი იზოლაცია და სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

ნივთმტკიცების და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცების სახით არსებული ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ნ--------------–ის, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს უნდა ჩამოერთვას ამავე კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ--------------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

გაუქმდეს ნ--------------–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 თებერვლიდან.

 

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნ--------------–ის, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 05 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნ--------------–ის მიმართ აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელისაგან განთავისუფლებისთანავე.

 

ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი