განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2018
საქმის ნომერი
340100118002514889
დავის ტიპი
126 2 ბ , 126 2 ა
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002514889

N1/138-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

24 ივლისი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - გვანცა სოლორაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ვა--- მი-----–--ლის

ადვოკატ-გი- ფა------–--ლის

თარჯიმან- რა----- მე-----–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №029180518001

ბრალდებული: ვა--- მი-----–--ლი;

მამის სახელი: ლე--;

დაბადებული: 05.09.1----–--–--

პირადი ნომერი:4-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება:არასრული- საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ა---–-------–-;

ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი ა---–-------–-.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ა’’ ქვეპუნქტებით.

კვალიფიკაცია: ვა--- მი-----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ვა--- მი-----–--ლმა ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის ან-------- წი----ძის თანდასწრებით სცემა ორსულ მეუღლეს ცი--- წი----ძეს, რა დროსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ვა--- მი-----–--ლი 2018 წლის 18 მაისს 19:03 საათზე დააკავეს, ხოლო 2018 წლის 19 მაისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ა’’ ქვეპუნქტებით. 2018 წლის 3 ივლისს, ვა--- მი-----–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ვა--- მი-----–--ლმა ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის ან-------- წი----ძის თანდასწრებით სცემა ორსულ მეუღლეს ცი--- წი----ძეს, რა დროსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების - ოთ--- მი-----–--ლის, ზოი- აბ-------ძის, დაზარალებულ ცი--- წი----ძის, ბრალდებულ ვა--- მი-----–--ლის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ვა--- მი-----–--ლმა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის ან-------- წი----ძის თანდასწრებით სცემა ორსულ მეუღლეს ცი--- წი----ძეს, რა დროსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

დაზარალებულმა ცი--- წი----ძემ ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობას შეესწრო არასრულწლოვანი ოჯახის წევრი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემთხვევას ესწრებოდა 08.08.2016 წელს დაბადებული ან-------- წი----ძე (პ/ნ 45950001542) რომელიც არის ბრალდებულის გერი და არის არასრულწლოვანი.

ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების - ოთ--- მი-----–--ლის, ზოი- აბ-------ძის, დაზარალებულ ცი--- წი----ძის, ბრალდებულ ვა--- მი-----–--ლის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ვა--- მი-----–--ლმა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის ან-------- წი----ძის თანდასწრებით სცემა ორსულ მეუღლეს ცი--- წი----ძეს, რა დროსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

დაზარალებულმა ცი--- წი----ძემ ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მხარეებს სასამართლო სხდომაზე სადაოდ არ გაუხდიათ როგორც ცი--- წი----ძის ორსულობის ფაქტი, ასევე ჩადენილი ქმედება.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა--- მი-----–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ვა--- მი-----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

ვა--- მი-----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლი-ნობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა--- მი-----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

ვა--- მი-----–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათსი) ლარის ოდენობით, რომელიც არ არის გადახდილი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვა--- მი-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დადუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

2. ვა--- მი-----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება-გირაო გაუქმდეს .

 

3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

4. ვა--- მი-----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო-2018 წლის 18 მაისის 19:03 საათიდან 2018 წლის 3 ივლისის ჩათვლით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე