განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2018
საქმის ნომერი
200100118002524638
დავის ტიპი
210 1
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002524638

N1/179-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

24 ივლისი 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - თ---------ე

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ი--------------–---–ი

ბრალდებული: ლ---- ჩ-----–---–ი

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი გ---------ი

მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი გ---------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2013 წლის 12 სექტემბერს, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა „ლ----ი ჩ-----–---–ი“ (ს/ნ 1----------), რომელიც მის სარგებლობაში არსებული „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერი „J--------“, ახორციელებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. სამეწარმეო საქმიანობის პროცესში ლ----ი ჩ-----–---–მა სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით, გადაწყვიტა დაემზადებინა და გამოეყენებინა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები. ლ----ი ჩ-----–---–ი წერდა ყალბ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს, რომელსაც შემდგომ იყენებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებისას. კერძოდ, 2018 წლის 13 იანვარს, ლ----ი ჩ-----–---–მა ი/მ „რ--------- ხ--–-–---–ისგან “ (ს/ნ 0----------) შეიძინა 2 მ3 დაპობილ- დაჩეხილი სათბობი შეშა, რაზეც გაიწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------. სათბობი შეშა ლ----ი ჩ-----–---–ს, ტრანსპორტირებით, ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი - „J--------“ უნდა გადაეტანა ქალაქი თბილისიდან- საგარეჯოს რაიონში.

2. 2018 წლის 15 თებერვალს, ლ----ი ჩ-----–---–მა საგარეჯოს რაიონის სოფელი ჩაილურიდან განახორციელა 2მ3 დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ქალაქ მარნეულში. შეშის ტრანსპორტირების მიზნით, ლ----ი ჩ-----–---–მა, 2018 წლის 14 თებერვალს, გაწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის N ელ-0--------- ყალბი ელექტრონული სასაქონლo ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, რომელიც დაასრულა 2018 წლის 16 თებერვალს, იმის ნიშნად რომ მან სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ოპერაციის შინაარსში მითითებული მოქმედება - შიდა გადაზიდვა განახორციელა. რეალურად, ლ----ი ჩ-----–---–მა განახორციელა არა შიდა გადაზიდვა, არამედ მან მის სარგებლობაში არსებული „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის, სახელმწიფო ნომერი „J--------“, სატვირთო ავტომანქანით განახორციელა ხე-ტყის ტრანსპორტირება მარნეულის დასახლებაში - ჯანდარაში, სადაც მოახდინა ხე-ტყის რეალიზაცია, საქმეში ოპერატიულად ჩართულ, დ----- მ-------–---–იზე.

3. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 16 თებერვალს, 18 თებერვალს, 20 თებერვალს, 22 თებერვალს, ლ----ი ჩ-----–---–მა გაწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები - N ელ-0---------, N ელ-0---------, N ელ-0---------, N ელ-0---------, N ელ-0---------, N ელ-0---------, N ელ-0---------, N ელ- 0---------, N ელ-0---------, N ელ-0---------, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მიუთითა მის მიერ უკვე დამზადებულ და გამოყენებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, რომლითაც უკვე განხორციელენული ჰქონდა შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია.

4. ასევე, 2018 წლის 23 თებერვალს, ლ----ი ჩ-----–---–მა, კონკრეტულ ფიზიკურ პირზე შეშის მიყიდვის მიზნით, გაწერა ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში კვლავ მიუთითა მის მიერ უკვე დამზადებულ და გამოყენებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------.

5. შესაბამისად, ნათელია, რომ ლ----ი ჩ-----–---–მა არასწორი ინფორმაციის ასახვით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები_ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, რაც გამოიყენა შეშის ტრანპორტირების და რეალიზაციის დროს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

6. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ი-–---------------–---–ის, დ----- მ-------–---–ის და ა---------–-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დოკუმენტების დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, დათვალიერების ოქმენებით, ფარუ;ლი საგამოძიებო მოქმედების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

7. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ჩ-----–---–მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

8. სასამართლოს ბრალდებულ ლ---- ჩ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

9. ლ---- ჩ-----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

11. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ლ---- ჩ-----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

12. ლ---- ჩ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.

13. ლ---- ჩ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ლ---- ჩ-----–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ ლ---- ჩ-----–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

14. ნივთიერი მტკიცებულება - ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები ჩაწერილი ორ ცალ DVD დისკი, რაც გადმოგზავნილია ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან და თან ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სამის შენახვის ვადით.

15. საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შესყიდული დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ინახება ქ.თელავში, გ----------–ის ქუჩა N21-ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

16. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური