გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.07.2018
საქმის ნომერი
160310918002533162
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310918002533162

№3/88-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე

24 ივლისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

სავარაუდი მსხვერპლი - ვა------------------ი;

წარმომადგენელი ჯე---------------ი;

სავარაუდო მოძალადე - არ----------------ი, ნა---------------------ა;

თარჯიმანი - სუ-------------–---–ი, ნა--–-------------ა;

მოთხოვნა - დამცავი ორდერის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

2018 წლის 09 ივლისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით მომართა ვა------------------მა.

განმცხადებელმა განმარტა, რომ მისი მეუღლე ნა--------------------ი და შვილი არ----------------ი ერთად ცხოვრობენ მის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე, მარნეულის რაიონის სოფელი კასუმლო. რამდენიმე წელია მისი შვილი, არ----------------ი, სისტემატიურად და ყოველდღიურად მის მიმართ ახორციელებს ძალადობას, იქცევა აგრესიულად, აგრესიის დროს საცხოვრებელ სახლში ამტვრევს ყველა მოძრავ და უძრავ ქონებას, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულის გამო მან არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგოდ. პირიქით, მოძალადე უფრო აგრესიული ხდებოდა და გაახშირა ძლადობა მის მიმართ. შესაბამისი ზომების დროულად მიუღებლობის შემთხვევაში, დადგება უფრო გამოუსწორებელი და მძიმე შედეგი.

განმცხადებელმა მოითხოვა მოძალადეების არ----------------ისა და ნა--------------------ას უკანონო ქმედებების დროული აღიკვეთა მის მიმართ, კერძოდ, მათი გარიდება მისი საცხოვრებელი სახლიდან, გარკვეული დროით.

2018 წლის 24 ივლისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ვა------------------ი და მისი წარმომადგენელი.

სავარაუდო მოძალადემ - არ----------------მა უარყო მისი მხრიდან რაიმე სახით ძალადობის გამოვლენა ვა------------------ზე და განმარტა, რომ ვა------------------ი მათ მიმართ იქცევა უპატივცემულოდ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მაშინ, როდესაც ისინი სადილობენ ვა------------------ს ღამის ქოთნით გამოაქვს შარდი და ასხამს იმ ადგილას, სადაც ისინი იმყოფებიან და აყენებს მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ვა------------------ი თავად ძალადობს ნა--------------------აზე, ხოლო არ----------------ი ცდილობს დედის დაცვას, აღნიშნულის გამო კი ვა------------------ი მასაც აყენებს მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას უკვე წლების მანძილზე.

სავარაუდო მოძალადემ - ნასხანუმ ბახტიარმოვამ, განმარტა, რომ მისი მეუღლე ვა------------------ი ხშირად აყენებს მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. სახლიდან აგდებს და ეუბნება, რომ დაბრუნდეს მშობლების სახლში. ნასხანუმ ბახტიარმოვამ განმარტა, რომ იგი არის ავადმყოფი, გაკეთებული აქვს გულის ოპერაცია, ხოლო მისი მეუღლე ვა------------------ი აიძულებს მას მოემსახუროს. ვინაიდან იგი ვაზირის მითითებებს ვერ ასრულებს, შედეგად სცემს. კონფლიქტის დროს მისი შვილი არ----------------ი ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა დროსაც ვა------------------ი უფრო ხდება აგრესიული და ასევე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს შვილს არ----------------ს ასევე მასაც აგდებს სახლიდან.

სამოტივაციო ნაწილი :

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების სამართალწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლები, გაანალიზა განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საშუალებები, გამოიკვლია სათანადო მტკიცებულებები, იმსჯელა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანშეწონილობის მოტივებზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვა--------------------ს მოთხოვნა არ----------------ის და ნა--------------------ას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს“.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ძალაში შედის გამოცემისთანავე.

დასახელებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ ფაქტების დადასტურებისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის შემთხვევაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

წარმოდგენილი მასალების ანალიზით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ის პოტენციური საფრთხე, რომლის თავიდან აცილების მიზნით უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არიფ და ნა--------------------ების ქმედებაში გამოკვეთილი არ არის კანონდარღვევის ისეთი სახე, რომელიც შეიძლება აყენებდეს დამცავი ორდერის გამოცემის აუცილებლობის საკითხს.

სასამართლო მიუთითებს, რომ დამცავი ორდერის მოთხოვნათა ფარგლებს თავად განმცხადებელი განსაზღვრავს.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვანი და უტყუარი სახის მტკიცებულება არიფ და ნა--------------------ების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, არ არსებობს ძალადობის გამორიცხვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახის გამოყენების სამართლებრივი აუცილებლობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2113-ე, 2115-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12 მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვა------------------ის განცხადება არ----------------ისა და ნა--------------------ას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ.ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №113) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე