გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/77-18
160210018002274065
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - ვა-–-----------ი
წარმომადგენელი - ელ---------------–---–ი, ავთ------–----------ე
მოპასუხეები - ხა----–---------ი, ზო-----------ვა, ჯა------------ი, გი---–--------–-ევა-მუ----ა (არ გამოცხადდნენ)
წარმომადგენელი - ნაი----------ე
თარჯიმანი - ნა--–------------ვა
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, უძრავი ქონებისმესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დადებულად იქნეს ცნობილი 2010-2011 წლებში, ხა----–---------სა და ვა-–-----------ს შორის ზეპირი ფორმით მომხდარი გარიგება, ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ბოლნისის რაიონის სოფელი ც---------, 810 კვ.მ, ს/კ 80.0--04.0-- და ვა-–-----------ი ცნობილ იქნეს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელის განმარტებით, 2010-1011 წლებში ხა----–---------ისგან იყიდა ბოლნისის რაიონის სოფელი ც--------–ი, მდებარე მიწის ნაკვეთი, რაშიც გადაუხადა 4200 ლარი. შეთანხმებიდან დღემდე ნაყიდ მიწის ნაკვეთს მოსარჩელე ამუშავებს, მოპასუხემ კი უარი განუცხადა გაყიდული მიწის ნაკვეთის მყიდველისთვის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაზე. მოსარჩელისთვის უცნობი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ასევე იყო ხა----–---------ის ოჯახის წევრთა საკუთრებაში, თუმცა შემდეგ როდესაც ხა----–---------ის ოჯახის წევრებმა შეიტყვეს აღნიშნული, მათ ხა----–---------ისთვის პრეტენზია არ განუცხადებიათ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
მოპასუხე უარს ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, არ წარმოადგენდა მხოლოდ ხა----–---------ის საკუთრებას, იგი ასევე ირიცხებოდა ზო-----------ვას, ჯა------------ის და გი---–----- მუ----ას საკუთრებაში, მათ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე კი თანხმობა არ განუცხადებიათ. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული წერილობით ფორმით და არ მომხდარა შემდეგ საჯარო რეესტრში ნასყიდობის რეგისტრაცია. მოპასუხეთა წარმომადგენლის მტკიცებით, განსახილველი სარჩელია ხანდაზმულია, რადგან იგი დადებულია დაახლოებით 2010 წელს, ხოლო სასამართლოს მოსარჩელემ სარჩელით მომართა მხოლოდ 2018 წელს, შესაბამისად გასულია, უძრავ ნივთებთან დადებული სახელშეკრულებო მოთხოვნის 6 წლიანი ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2002 წლის 3 ოქტომბრიდან ბოლნისის რაიონის სოფელ ც--------–ი, ს/კ 80.0--04.0--. მქონე მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ხა----–---------სა და მისი ოჯახის წევრებზე. ხა----–---------ის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ ზო-----------ვა, ჯავათ მუ----ი და გი---–----- მუ----ა. სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით არის 5000 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობა
- ექსპერტიზის დასკვნა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2010-2011 წლებში, მოსარჩელე ვა-–-----------სა და ხა----–---------ს შორის შედგა მოლაპარაკება ხა----–---------ის და მისი ოჯახის წევრთა საკუთრებაში, ბოლნისის რაიონის სოფელ ც--------–ი მდებარე მიწის ნაკვეთის ნასყიდობასთან დაკავშირებით. ხა----–---------მა, მისი მეუღლის თანდასწრებით ვა-–-----------ს მიყიდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი და აღნიშნულის დასტურად გადასცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, საჯარო რეესტრში ქონება მოგვიანებით უნდა დარეგისტრირებულიყო შემძენის საკუთრებად. ნასყიდობის საფასური შეადგენდა 4500 ლარს. თანხის ნაწილი ვა-–-----------ის მიერ გადახდილ იქნა ა----- მუ----ისთვის, რომელიც იყო ხა----–---------ის ძმა, ხოლო მან თავის მხრივ აღნიშნული თანხა გადასცა ვა-–-----------ს. საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის ვა-–-----------ის სახელზე რეგისტრაცია არ მომხდარა რადგან, მალევე ხანაბალა მუ----მა უარი განაცხადა მიწის გაყიდვაზე და ვა-–-----------ს თანხის უკან დაბრუნება შეთავაზა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა იფ----------------ა დაადასტურა, რომ 2010-2011 წლებში მისმა მამამ - ვა-–-----------მა ხა----–---------ისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც ვა-–-----------მა ხა----–---------ის ძმას, ა----- მუ----ს გადასცა თანხა 4200 ლარის ოდენობით, ხოლო ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ მიწის სარეგისტრაციო მოწმობა გადასცა ვა-–-----------ს. თანხის გადაცემის შემდეგ მან სცადა ხა----–---------ის საჯარო რეესტრში წაყვანა, რათა მიწის ნაკვეთი ვა-–-----------ის სახელზე გაფორმებულიყო, თუმცა ხა----–---------მა უარი განაცხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (2018 წლის 4 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2.3. მოწმე ს----ჩ მუ----მა განაცხადა, რომ დაახლოებით 10-12 წლით წინ, ხა----–---------სა და ვა-–-----------ს შორის ნამდვილად შედგა მოლაპარაკება ბოლნისის რაიონის სოფელ ც--------–ი მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა ხა----–---------ის მეუღლე ზო-----------ვა, რომელსაც პრეტენზია არ განუცხადებია აღნიშნულთან დაკავშირებით. მოწმის თანდასწრებით ვა-–-----------მა თანხა 4000 ლარის ოდენობით გადასცა ა----- მუ----ს, ხოლო ა-----მა კი მის ძმას ხა----–---------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (2018 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2.4. ხა----–---------სა და ვა-–-----------ს შორის სოფელ ც--------–ი მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ზეპირი ფორმით მოლაპარაკების ფაქტი დასტურდება ბოლნისის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი მასალებით, კერძოდ, ხა----–---------ის, ა----- მუ----ის, ზო-----------ვას და ვა-–-----------ის ზეპირი გამოკითხვის ოქმებით. პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოკითხული პირები ხა----–---------ი, ა----- მუ----ი და ზო-----------ვა მიუთითებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზედაც განსახილველ სამოქალაქო საქმეზე შესაგებელში უთითებს მხარე, კერძოდ, ამ პირებმა განაცხადეს, რომ მათი გამოკითხვის მომენტიდან (2016 წელი) 10 წლით ადრე, ვა-–-----------სა და ხა----–---------ს შორის შედგა შეთანხმება, რომ 4500 ლარის სანაცვლოდ ხა----–---------ი გადასცემდა ბოლნისის რაიონის სოფელ ც--------–ი მდებარე მიწის ნაკვეთს, სადაც იგი 10 წლის შემდეგ შეძლებდა სახლის აშენებას. თუმცა, ვა-–-----------ს მისთვის თანხა სრულად არ გადაუცია, ამასთან პირობა ასევე შეეხებოდა მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის 10 წლის ვადით დამუშავებას, რის შემდეგაც ვა-–-----------ს მიეცემოდა ამ ნაკვეთზე სახლის აშენების უფლება, თუმცა ვა-–-----------მა თანხის ნაწილის 4000 ლარის გადაცემის შემდეგ, უარი განაცხადა 500 ლარის გადახდაზე, ხოლო ხა----–---------მა დაკარგა აღნიშნული მიწის გასხვისების სურვილი. გამოკითხვის ოქმში ასევე ასახულია, რომ ხა----–---------ი თანახმა იყო ვა-–-----------ისთვის უკან დაებრუნებინა 4000 ლარი. რაც შეეხება ვა-–-----------ის გამოკითხვის ოქმს, მან განმარტა, რომ მისი გამოკითხვის მომენტიდან (2016 წელი) 5 წლით ადრე, ხა----–---------ის ძმას ა----- მუ----ს გადასცა თანხა 4200 ლარის ოდენობით, რომელმაც იქვე ეს თანხა მისცა ხა----–---------ს, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეძენისათვის. ვა-–-----------ის განმარტებით მას მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია უნდა განეხორციელებინა თანხის გადაცემიდან 1 თვის შემდეგ, თუმცა ხა----–---------მა აღნიშნულზე უარი განაცხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა გამოკითხვის ოქმები
3.2.5. სადავო მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ, რაიმე წერილობითი დოკუმენტი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვა-–-----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, 130-ე მუხლი, 183-ე მუხლი, 323-ე მუხლ, 477-ე მუხლი, 3111-ე მუხლი, 69-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ დავაზე დადგენილია სავარაუდო დრო, როდესაც ვა-–-----------მა შეიტყო სადავო ფაქტის მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე გამყიდველის მხრიდან უარის შესახებ და ეს დრო შეეხებოდა 2010-2011 წლებს (მხარეებმა ვერ შეძლეს სასამართლოს წინაშე კონკრეტული თარიღის დასახელება), ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 25 იანვარს, შესაბამისად ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც გულისხმობს, იმას რომ სარჩელი ხანდაზმულია.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
იმია მიუხედავად, რომ სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, სურს ასევე ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასამართლოში არ წარმოუდგენია წერილობითი შეთანხმება, რომლითაც დადასტურდებოდა, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის არსებობის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოლაპარაკება რომელიც მოსარჩელესა და მოპასუხე ხა----–---------ს შორის გაიმართა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის ნასყიდობაზე შეთანხმებაა - სანივთო გარიგებაა, რომლის ნამდვილობისთვის კანონმა იმპერატიულად დაადგინა კონკრეტული ფორმა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 323-ე მუხლი. როგორც ყველა გარიგებისთვის უძრავი ნივთის ნასყიდობისთვისაც გადამწყვეტია ნების გამოვლენის სამართლებრივი ვარგისიანობა. კანონით დადგენილი წესის თანახმად, თუ ნება გამოვლენილია სამართლებრივი ფორმის დაუცველად სამართლებრივი შედეგი არ მიიღწევა.
სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ნორმებით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ვალდებულებითი ურთიერთობა უდევს საფუძვლად საკუთრების უფლების გადაცემას, აუცილებელია, მისი წერილობით შედგენა.
მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის ნასყიდობის წერილობითი ხელშეკრულება შედგენილი არ არის.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი იღებს ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს ნივთზე საკუთრების უფლება, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. აღნიშნული ნორმის ანალიზით ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის. ამასთან, ხელშეკრულების მიზანი და ინტერესი, საკუთრების უფლების გადაცემაშია და იგი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ უფლების გადაცემას ემსახურება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს როგორც ვალდებულებით (მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე), ისე სანივთო (გარიგებით საკუთრების უფლების განკარგვა და გადაცემა ხდება) გარიგების ელემენტებს და იგი, როგორც ერთიანი ხელშეკრულება, ერთობლივად უნდა იქნეს განხილული.
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს ვალდებულებითი გარიგების საფუძველზე შემძენისათვის გადასაცემი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ხოლო რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით, ხოლო ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება, ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთის მხრივ ვა-–-----------ს და მეორეს მხრივ სადავო უძრავი ნივთის ერთ-ერთ მესაკუთრეს ხა----–---------ს შორის შედგა შეთანხმება უძრავ ნივთზე მიწის ნაკვეთზე, საამისოდ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ფორმის დაუცველად, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ვა-–-----------ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვა-–-----------ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 175 ლარი, საიდანაც წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით 150 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 25 ლარი, მას უკან უნდა დაუბრუნდეს როგორც ზედმეტად გადახდილი.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ზემოაღნიშნულ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვა-–-----------ის სარჩელი ხა----–---------ის, ზო-----------ვას, ჯავათ მუ----ის და გი---–----- მუ----ას მიმართ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ვა-–-----------ს დაუბრუნდეს მიერ მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი 25 ლარის ოდენობით, ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300093150) 2018 წლის 14 ნოემბრის N0 საგადახდო დავალება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი