განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-456-18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ა---–---------, დაბადებული 01.12.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ჯანდარა.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ადვოკატი - ნაირი ტორაძე
თარჯიმანი - ორხან რამაზანოვი
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
- 2018 წლის 30 მაისს, შუადღის საათებში, გ----------------------------–-----------ში, ა---–---------მა მის მეუღლეს - თ----–-–----------ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენის მიზნით, იმის გამო, რომ თ----–-–---------- არ დაბრუნდა ა---–---------ისთვის სასურველ დროს სახლში, ასევე ეკამათა ა---–---------ის დედას - კ---–------------ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა: ერთი ხელი მოსჭიდა თმაში და მოქაჩა, ხოლო მეორე ხელი დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ძალადობის შედეგად, თ----–-–----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ა---–---------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - დ-------------–---–-----–-–------–--–-–---–------–----------------- და თ----–-–----------ს გამოკითხვის ოქმები და მათგან მიღებული ინფორმაცია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულის დაკავების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა თ---–-–----------მ განაცხადა, რომ მეშვიდე წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა---–---------თან. 2018 წლის 30 მაისამდე ერთი დღით ადრე უნდა მისულიყო ექიმთან, მაგრამ მისი მეუღლე ა---–---------ი არ უშვებდა. მეორე დღეს დაახლოებით 05:00 საათზე იგი მივიდა სახლში და მათ შორის მოხდა კამათი. ა---–---------ი იყო ნასვამ მდგომარეობაში. ა---–---------ს ძალიან ძლიერად არ დაურტყამს მისთვის, უბრალოდ ხელით შეეხო იმის გამო, რომ მის დაუკითხავად წავიდა სახლიდან. მოცემულ შემთხვევამდე 15 დღით ადრე გარკვეული სახის ჩხუბი იყო მათ შორის და მან დაზიანებები მიიღო ხელზე და წელზე, დედამისთან იყო წასული, შემდეგ ისევ წამოიყვანეს. ამ შემთხვევის შემდეგ 30 მაისს, მათ შორის უბრალო კამათი მოხდა და თმების მოქაჩვისა და ხელის დარტყმის ფაქტსააც ჰქონდა ადგილი. შემდეგ პოლიციის განყოფილებიდან ექსპერტიზის დაწესებულებაში წაიყვანეს იმის გამო, რომ მას ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა და ექსპერტებმა ისინი მოინიშნეს. ოჯახში წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა ა---–---------ის მიერ ხდებოდა და თუ მას მშობლებთან წასვლა სურდა ნებართვა მეუღლისგან უნდა აეღო. ა---–---------ი კარგი მეუღლე იყო. ამ ორი შემთხვევის გარდა სხვა კონფლიქტი მათ შორის არ ყოფილა. მას სურს ა---–---------ითან შერიგება და რომ მათ შორის უთანხმოება აღარ მოხდებოდა. დღეის მდგომარეობით ცხოვრობს მამასთან, რადგან ამ შემთხვევამდე ცალკე ცხოვრობდნენ და არ სურს მარტო ცხოვრება.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე ელდანიზ გაჯიევის გამოძიების დროს ჩატარებული გამოკითხვის ოქმით (ს.ფ 4-6) დადგენილია, რომ ცხოვრობს სოფელ ფ-------–-–ი მეუღლე მ----–-------------თან ერთად. მისი შვილი თ----–-–---------- გათხოვილია გ----------------------------–-----------ში მცხოვრებ ა---–---------ზე უკვე 6 წელია. მათ შვილი არ ჰყავთ, ამის გამო მისი მეუღლე ა---–---------ი ხშირად ეჩხუბება თ----–-–----------ს. 1 თვის წინ 26 აპრილს მან მეუღლე მაგრად სცემა, დალურჯებები ჰქონდა ზურგსა და ხელებზე, რაც აპატიეს, რადგან რადგან ოჯახი არ დანგრეოდა თამელლას. 10 დღე იმყოფებოდა მშობლებთან, შემდგომ ჩავიდა სიძე ა---–---------ი, რომელიც შეეხვეწა რომ თ----–- ისევ მასთან დაბრუნებულიყო. მეორე დღეს თ----–- ფონიჭალიდან ჯანდარაში წავიდა. დაახლოებით 1 თვე არაფერი დაუშავებია მათი შვილისთვის. 2018 წლის 30 მაისს თ----–----------მ დარეკა მასთან ნომერზე 5-------- დაახლოებით 17:30 საათზე, რა დროსაც უთხრა, რომ მეუღლემ აგინა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შეანჯღრია, გაარტყა სილა სახეში, თმებით ათრია, აღარ შეეძლო და უნდა ჩასულიყო სახლში - ფ-------–-–ი. მან თავის შვილს უთხრა, რომ თუ კიდევ აიღო ხელი მისმა მეუღლემ მასზე აუცილებლად ჩასულიყო ფ-------–-–ი. თ----–---------- ჩავიდა ფ-------–-–ი და მოყვა თუ როგორ სცემა ქმარმა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. განაცხადა რომ ჯერ დედამთილმა ა---–---------ის დედასთან მოუხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც სხვაგან ცხოვრობს, მასთან მივიდა და უმიზეზოდ ეჩხუბა, მოგვიანებით ა---–---------ს მიუტანა ამბავი, რომელმაც საცხოვრებელ სახლშივე სცემა მეუღლე, გაარტყა სახეში, თმებით ათრია, ანჯღევდა და თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. როდესაც მან გაიგო მომხდარის შესახებ მაშინვე წავიდა პოლიციაში, რათა განეცხადებინა მომხდარის შესახებ. მისი შვილი ძალიან მომთმენია, როდესაც ქმარი უმოწყალოდ სცემდა მხოლოდ მაშინ რეკავდა სახლში, რათა წაეყვანათ, განერიდებინათ მეუღლისაგან. აქამდე პოლიციაში არ განუცხადებიათ ვინაიდან არ უნდოდათ თ----–-ს ოჯახის დანგრევა.
დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე დ--------------–---–ის გამოძიების დროს ჩატარებული გამოკითხვის ოქმით (ს.ფ 15-16) დადგენილია, რომ მუშაობს შსს გ---------------------–--------------–-----–--–--------ს განყოფილების უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე. მის სამოქმედო ტერიტორიას მოიცავს ლ--–--------ს განყოფილება და მისი სამოქმედო ზონა. ამა წლის 31 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, მორიგე ოპერატიულ ჯგუფში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა რომ გ----------------------------–-----------ში მცხოვრები, სისხლის სამართლის საქმეზე მხილებული ა---–---------ი, დაბადებული 01.12.1--- წელს პ.ნ.1---------- აპირებს მიმალვას თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც უნდა ყოფილიყო სოფელ ჯანდარის ერთ-ერთ ქუჩაზე, სოფლის განაპირად და ელოდებოდა დაღამებას რათა თურქეთში გამგზავრებულიყო. აღნიშნულის პატაკით მოახსენა მის ხელმძღვანელობას.
დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე ლ-–------–--–-–---–ის გამოძიების დროს ჩატარებული გამოკითხვის ოქმით (ს.ფ 31-32) დადგენილია, რომ მუშაობს შსს გ---------------------–--------------–-----–--–--------ს განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობს 2016 წლიდან. 2018 წლის 30 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ძალადობაში მხილებული ა---–---------ი, დაბადებული 01.12.1--- წ. აპირებდა მიმალვას თურქეთის რესპუბლიკაში. ინფორმაციის მიხედვით იმყოფებოდა სოფელ ჯანდარაში არხისპირა ქუჩაზე. მოწმე და მისი თანამშრომელი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ს------------–--ნი, ასევე თარჯიმანი რ----–---------ი, დაახლოებით 17:05 საათზე განყოფილებიდან გავიდნენ პოლიციის პიკაპით სოფელ ჯანდარაში არხისპირა ქუჩის მიმართულებით, როდესაც შევიდნენ არხისპირა ქუჩაზე შენიშნეს, რომ ა---–---------ი მიდიოდა მათ მხარეს, პოლიციის პიკაპის დანახვისთანავე შეტრიალდა და გაიქცა ქუჩის ბოლოსკენ, მოსახვევისკენ. ამის გამო გამოეკიდა ფეხით და დაახლოებით 150 მეტრში მოახდინა მისი დაკავება. ადგილზევე განემარტა ბრალდებულის უფლებები, რომელიც ეთარგმნა თარჯიმნის მიერ, შედგენილ იქნა ოქმი, რომლის დასრულებისთანავე გადაეცა შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული ოქმის ასლი. იმ მომენტისათვის ა---–---------ი იმყოფებოდა მარტო.
დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე ა--–-------------ს გამოძიების დროს ჩატარებული გამოკითხვის ოქმით (ს.ფ 63-65) დადგენილია, რომ ცხოვრობს მეუღლესთან ელფატ ასადოვთან ერთად. მისი შვილი ა---–---------ი მეუღლე თ----–-–----------სთან ერთად ცხოვრობენ მათგან მოშორებით, სოფელ ჯანდარის შესასვლელთან, არხის პირას. დაახლოებით 2018 წლის აპრილის ბოლოს მის ვაჟსა და რძალს მოუხდათ კონფლიქტი, რის შემდეგაც მისი რძალი წავიდა სახლიდან. ამის შესახებ მან შეიტყო მეორე დღეს. დაახლოებით ათი დღის შემდეგ მისი შვილი ა---–---------ი წავიდა თავის მეუღლესთან თ----–-–----------სთან და სთხოვა უკან დაბრუნებულიყო. თამელლა დაბრუნდა და დაიწყეს ერთად ნორმალური ცხოვრება. 2018 წლის 30 მაისს ის მივიდა შვილის ა---–---------ას საცხოვრებელ სახლში, საიდანაც უნდა წამოეღო თავისი ტუფლები, რომლითაც წინა დღეებში ამილი წავიდა სახლში. სახლში მისთვლისას დახვდა რძალი თ----–-–----------, დაახლოებით იქნებოდა 15:00 საათი. მან თამელლას უთხრა, რომ ოჯახის ქალმა უნდა მოუაროს ქმარს და სუფთა ტანსაცმელი ჩააცვას. თამელლას ეწყინა მისი საყვედური და ამის გამო ის წავიდა სახლში. მას თამელლასთვის არანაირი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც უკამათია, უბრალოდ მისცა შენიშვნა. მასსა და რძალს შორის არასდროს ყოფილა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.რაც შეეხება სესხს მას ამასთან დაკავშირებით არაფერი აქვს სათქმელი, მათი ნებაა ფულს როგორ დახარჯავენ. უბრალოდ ფული უნდა მოხმარდეს ოჯახს. არც რძალს უთქვამს მისთვის რაიმე და მათ შორის არანაირ კამათს ადგილი არ ჰქონია. როდესაც მასთან მივიდა ა---–---------ი დედამ უთხრა რომ მის მეუღლეს მისცა მითითება, იმასთან დაკავშირებით რომ ქმრისთვის მიეხედა. როდესაც მისი შვილი ა---–---------ი პოლიციამ დააკავა, სწორედ მაშინ შეიტყო რძლის სახლიდან წასვლის ამბავი და ის რომ მის შვილს უჩივლა. რა მოხდა მათ შორის ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N0-------- (ს.ფ 27-29) დგინდება რომ გარეგანი დათვალიერებით თ----–-–----------ს 31.05.18 წ აღენიშნება სისხლნაჟღენთები კისრის და ორივე მხარის მიდამოებში, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საქმის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ,ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 30 მაისს, შუადღის საათებში, გ----------------------------–-----------ში, ა---–---------მა მის მეუღლეს - თ----–-–----------ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენის მიზნით, იმის გამო, რომ თ----–-–---------- არ დაბრუნდა ა---–---------ისთვის სასურველ დროს სახლში, ასევე ეკამათა ა---–---------ის დედას - კ---–------------ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა: ერთი ხელი მოსჭიდა თმაში და მოქაჩა, ხოლო მეორე ხელი დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ძალადობის შედეგად, თ----–-–----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ა---–---------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა---–---------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის ა---–---------ი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მოქმედი რედაქცია) - სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის
ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---–---------მა გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები, მან გააკეთა ყველაფერი დაზარალებულთან შესარიგებლად და სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, მაგრამ უნდა მოხდეს მისი პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დაწესება, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში იგი გარკვეულ კონტროლს იქნება დაქვემდებარებული პრობაციის ორგანოების მიერ, ხოლო თუ მისი მხრიდან კვლავ ექნება ადგილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდება და სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უკვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აღსრულდება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის გამოსაცდელი ვადის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ა---–---------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126.1 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ა---–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
2. ა---–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და და ა---–---------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ა---–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
4. მსჯავრდებულ ემილ ასადოვს დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.
6. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი