განაჩენი

სისხლის სამართლის 28.07.2018
საქმის ნომერი
120100118002336204
დავის ტიპი
137 1
თარიღი
28.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/080-18წ 24 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

სხდომის სახე - დახურული

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–ი;

დაცვის მხარე: ბრალდებული - ი-----–- ა--------ი, დაბ. 2-.01.1--- წელს ახალციხე პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, მცხ. ქ.ვ--–- ს----–--ის ქ,N15;

ადვოკატი - ი--------------–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 19 დეკემბერს ქ.ვ--–-ში რ---------–ის ქუჩა N17-ში ი-----–- ა--------მა ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა მ-----–- ზ-----ესთან, რომელიც აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც ი-----–- ა--------ი არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რა დროსაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ი-----–- ა--------მა ჩაიდინა - გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, −

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს მოწმე მ------- ა--------მა განმარტა, რომ 2017 წლის 19 დეკემბრის ღამის დაახლოებით 4-5 საათზე, მისი მეუღლე ი-----–- ა--------ი ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში. მოწმეს ეძინა სხვა ოთახში და იმ ღამეს მეუღლე არ უნახავს. მეორე დღეს გაიგო, რომ მის მეუღლეს მ-----–- ზ-----ე გაუპატიურების გამო უჩიოდა. მოწმე განმარტავს, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში გაიგო, რომ მისი მეუღლე ი-----–- ა--------ი და მ-----–- ზ-----ე იყვნენ საყვარლები, რაც ი-----–- ა--------ს არ უარყვია. აღნიშნულის გამო იკამათა მეუღლესთან და რამდენიმე თვით მშობლებთან ცხოვრობდა. შემთხვევის ღამესაც ვინაიდან გვიან დაბრუნდა სახლში ი-----–- ა--------ი, მოწმეს ეჭვი ჰქონდა, რომ ისევ მ-----–- ზ-----ესთან ჰქონდა ურთიერთობა. ი-----–- ა--------ის დაპატიმრების შემდგომ მ-----–- ზ-----ე მას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ი-----–-ს აპატიებდა ყველაფერს ვინაიდან ბავშვები ეცოდებოდა და აღნიშნული ნოტარიულადაც დაამოწმეს.

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------–-–----ემ განმარტა, რომ მ-----–- ზ-----ის სახლიდან საკმაოდ ახლოს ცხოვრობს, მაგრამ მომხდარი ფაქტის ღამეს რაიმე ხმაური არ გაუგია არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს. გაუპატიურების ფაქტის შესახებ თავად მ-----–- ზ-----ისგან გაიგო. ი-----–- ა--------ი მ-----–- ზ-----ესთან მისული არასოდეს უნახავს.

მოწმე კ-----------------ი განმარტავს, რომ ის და მ-----–- ერთ კორპუსში ცხოვრობენ თუმცა სხვა და სხვა მხარეს. შემთხვევის ღამეს რაიმე საეჭვო ხმაური არ გაუგია, 2 დღის შემდეგ გაიგო ხალხისგან, ი-----–- ა--------ის მიერ მ-----–- ზ-----ის გაუპატიურების შესახებ. ი-----–- ა--------ი მ-----–- ზ-----ესთან მისული არასოდეს უნახავს. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს გ--------------–---–მაც.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ-----–- ზ-----ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქალაქ ვ--–-ში რ---------–ის ქუჩაზე მდებარე რამოდენიმე ბინიან საცხოვრებელ კორპუსში. დაკავებული აქვს ერთი ოთახი მეორე სართულზე. მის ოთახსა და გარეთ შესასვლელ კარს შორის არის დერეფანი. შემოსასვლელი კარი არ იკეტება და ღამე მას ხის მორებით აკავებს. თავისი საძინებლის კარს აქვს საკეტი შიგნიდან. 2017 წლის ოქტომბრის თვეში ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დაახლოებით პირველ საათზე, შუაღამისას, მასთან მისული იყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი-----–- ა--------ი, რომელმაც უთხრა, რომ მასთან უნდოდა სქესობრივი კავშირის დამყარება, რაზეც მოწმემ უარი განუცხადა, სახლიდან გაიქცა და ი-----–- ა--------ს უთხრა მასთან აღარასდროს დაბრუნებულიყო. რამდენიმე თვე აღარ გამოჩენილა. 2017 წლის 19 დეკემბრის დაახლოებით ღამის 3 საათი იქნებოდა ეძინა. როდესაც გარეთა შემოსასვლელ კარზე ბრახუნის ხმამ გააღვიძა. მოწმე განმარტავს, რომ შეეშინდა და დარეკვას აპირებდა, მაგრამ შიშისგან და მღელვარებისგან ვერ შესძლო. საძინებელი ოთახის კარს უკან დაიმალა. ოთახში მას არ გააჩნია ელექტრო ენერგია, ამიტომ სანთელი (კელაპტარი) ენთო. ვიღაც კარს აწვებოდა. შეამტვრია საკეტი და შევიდა ოთახში. სახეზე იცნო, რომ იყო ვ--–-ში მცხოვრები ი-----–- ა--------ი, რომელსაც ახლოს არ იცნობდა. ი-----–- ა--------ი იყო ნასვამ მდგომარეობაში. მოსთხოვა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, მაგრამ მოწმე კატეგორიულ უარზე იყო, ა--------მა ძალით დააგდო საწოლზე და დაუწყო ტანსაცმლის გახდა, მოწმე უწევდა წინააღმდეგობას, რის გამოც ა--------ი სცემდა მას და თან ემუქრებოდა ხმა არ ამოეღო თორემ მოკლავდა. იმის გამო, რომ ამდენს ბედავდა, მ-----–- ზ-----ეს გაუჩნდა შიში, რომ ი-----–- მართლაც მოკლავდა და არ უყვირია, მაგრამ შესძლო გაქცევა კორიდორისკენ სადაც შეშა ელაგა. ხის ნაჭერი ჩაარტყა თავში ბრალდებულს. ჩხუბის დროს წაიქცნენ და იქვე მდგომ რკინის ვედროზე დაეცნენ, რომელმაც განიცადა დეფორმაცია. ბრალდებულმა მ-----–- ზ-----ეს გახადა წელს ქვემოთ შემოაბრუნა და მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. თან აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. წასვლისას ბრალდებულმა ჯიბიდან ამოღებული რამოდენიმე კანფეტი მაგიდაზე დაყარა და უთხრა, რომ კიდევ დაბრუნდებოდა და ღვინოს მიუტანდა. თან გააფრთხილა მომხდარი ფაქტის შესახებ თუ ვინმეს ეტყოდა მოკლავდა. ი-----–- ა--------ი ურტყამდა ტანის არეში, ვინაიდან ის უწევდა წინააღმდეგობას, რათა მასთან არ დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. პირზე აფარებდა ხელს რათა არ ეყვირა. დაზარალებულის განმარტებით ბრალდებული ემუქრებოდა მოკვლით, მას შეეშინდა მუქარის, რადგან ფიქრობდა, რომ რადგან ამდენს ბედავდა, მუქარასაც მოიყვანდა სისრულეში. ბრალდებულის წასვლის შემდეგ კარი საგნებით გადარაზა, დაელოდა გათენებას და მივიდა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ფაქტის განცხადებისათვის, ვერ დარეკა ტელეფონით, რადგან არ იცოდა ნომერი რაზეც უნდა დაერეკა.

2017 წლის 20 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით მ-----–- ზ-----ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი-----–- ა--------მა განმარტა, რომ მ-----–- ზ-----ესთან 1 წლის განმავლობაში ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. მასთან მიდიოდა კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ. მიდიოდა დაუკითხავად. მეზობლებმა არ იცოდნენ მათი უთერთობის შესახებ. გარეთა კარს ჰქონდა მხოლოდ საკეტი, იცოდა როგორც იღებოდა შედიოდა და მ-----–- კეტავდა გამოსვლისას. მისი და მ-----–-ს ურთიერთობის შესახებ მეუღლემაც გაიგო და ცოტა ხანს დაშორებულნი იყვნენ. 2017 წლის 19 დეკემბრის ღამესაც დაუკითხავად იყო მისული მ-----–-სთან, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. კარს ფანჯრის ნაცვლად ქაღალდის ,,კარდონი" ჰქონდა გადაწია, თავისუფლად გააღო და შევიდა. მ-----–- ზ-----ეს დაკავებული აქვს ერთი ოთახი ორი საწოლით. მოწმე განმარტავს, რომ მ-----–-სთან ნამდვილად ჰქონდა სქესობრივი კავშირი, თუმცა ურთიერთობა იყო ნებაყოფლობითი ძალა არ გამოუყენებია. ამის შემდეგ იკამათეს, რადგან მოწმემ გაიგო, რომ მ-----–-ს სხვა მამკაცთანაც ჰქონდა ურთიერთობა და იმის გარკვევა უნდოდა ვინ იყო იგი. ამ ჩხუბისას მ-----–-ს დაარტყა ხელი საჯდომზე, ასევე სახეში შემოარტყა. მოწმე განმარტავს, რომ მანამდე არ დაურტყამს მ-----–-სთვის. ჯიკაობის დროს წაიქცა ვედროზე და მ-----–-ც წააქცია, როდესაც სახლში მიდიოდა მ-----–-მ მიაძახა, რომ მის თავს დააჭერინებდა. მოწმეს შეეშინდა, რომ რადგან შემოარტყა მართლა არ ეჩივლა მ-----–-ს. წამოსვლისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს. ი-----–- ა--------ი უთითებს, რომ დაზიანება მიიღო მხოლოდ ვედროზე დაცემით. მას მ-----–-ს მიმართ არანაირი მუქარა და ძალადობა არ გამოუყენებია, სქესობრივი კავშირი მოხდა ნებაყოფლობით და მხოლოდ ამის მერე იკამათეს მან და დაზარალებულმა. ბრალდებული გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებით ადასტურებდა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, რასაც ამ ეტაპზე უარყოფს, თუმცა გამოძიებაში ჩვენების მიცემის დროს რაიმე ზეწოლის ფაქტებზე არ მიუთითებია.

2017 წლის 19 დეკემბერს 15:25 საათიდან 16:55 საათის პერიოდში დეტექტივის გამომძიებლის თ-----------------ის მიერ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერება ჩატარდა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ვინაიდან დაყოვნება გამოიწვევდა შემთხვევის ადგილზე არსებული მტკიცებულებების განადგურებას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მოქმედება ჩატარდა მ-----–- ზ-----ის მონაწილეობით, რომელმაც ოქმში არსებული ჩანაწერის მიხედვით თანხმობა განაცხადა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში დათვალიერების ჩატარებაზე. დათვალიერების თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ვ--–-ში რ---------–ის ქ.N17-ში. კორპუსი არის ორ სართულიანი, მეორე სართულზე განთავსებულია ოთახები, სადაც ერთ-ერთი ოთახი დაკავებულია მ-----–- ზ-----ის მიერ. მ-----–- ზ-----ის საცხოვრებელ სახლში შესასვლელში არის ორფრთიანი კარი ხის მასალისგან დამზადებული, კარების ორი მინა არის ჩამტვრეული და მის ადგილზე გაკეთებულია შიგნიდან ქაღალდის ნაჭრები, ხოლო გარედან ლითონის ფირფიტა. აღნიშნული კარი შედის დიდი ზომის დერეფანში, სადაც დაჭრილია ხის ტოტები და ფიცრები. დერეფნიდან დასავლეთის მხარეს არის ერთფრთიანი ხის შესასავლელი კარი, რომელიც შედის მ-----–- ზ-----ის საცხოვრებელ ოთახში. ოთახს დასავლეთის მხარეს აქვს ფანჯარა, ჩრდილო დასავლეთ მხარეს არსებული ფანჯარა დალუქულია ხის ფიცრებით, ხოლო სამხრეთ დასავლეთ მხარეს ფანჯრიდან გაყვანილია შეშის ღუმელის მილი. ოთახში არის ერთი რკინის საწოლი, მდივანი, გაზის პატარა ზომის ბალონი და აღმოსავლეთის მხარეს კედელზე გაკრულია ხატები.

დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ნაქსოვი თავშალი, დაჭეჭყილი ვედრო, 5 ცალი საწუწნი კანფეტი, დივანზე არსებული გადასაფარებელი, დივანზე არსებული ცხვირსახოცი, მ-----–- ზ-----ის საცხოვრებელი ოთახის კარის დაზიანებული საკეტი, რომლებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ასევე დათვალიერებაში მონაწილე არ-----------ის მიერ გადაღებულ იქნა ფოტომასალა, რომელიც ერთვის ოქმს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა თ-----------------მა, ექსპერტმა არ-----------ემ და მონაწილე პირმა გ-----------–----ემ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

2017 წლის 19 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე მ-----–- ზ-----ისაგან მიღებული ჩვენების ადგილზე შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი 17:05 საათიდან 17:40 საათამდე პერიოდში. ოქმში მითითებულია, რომ წაკითხულ იქნა შესამოწმებელი ინფორმაცია - მ-----–- ზ-----ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება. ამის შემდეგ მოწმემ მიუთითა მომხდარი ფაქტის დეტალების შესახებ ადგილზე მითითებით. მ-----–- ზ-----ემ მიუთითა საცხოვრებელი სახლის კარზე გარედან მიმაგრებული ქაღალდის და ლითონის ფირფიტაზე, რომელიც გადასწია ი-----–- ა--------მა და გააღო კარი, ასევე მიუთითა კარის შიდა საკეტზე, რომელიც იყო გადაწეული ძალის გამოყენებით ი-----–- ა--------ის მიერ. ასევე მიუთითა ხის ჯირკებზე რომლებიც მიწყობილი ჰქონდა გარეთა კარზე, მ-----–- ზ-----ემ მიუთითა ადგილი, სადაც ი-----–- ა--------ს ფიცრის ნაჭერი ჩაარტყა თავში, ასევე მიუთითა ადგილი სადაც ჯიკაობის დროს ის და ი-----–- ა--------ი დაეცნენ ვედროზე, რომელიც დაზიანდა, მიუთითა საძინებელ ოთახში არსებულ დივანზე სადაც ი-----–- ა--------მა დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

ექსპერიმენტის დროს მონაწილე არ-----------ის მიერ გადაღებულ იქნა ფოტომასალა, რომელიც ერთვის ოქმს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა თ-----------------მა, ექსპერტმა და არ-----------ემ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

2017 წლის 19 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულ ი-----–- ა--------ისაგან მიღებული ჩვენების ადგილზე შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი 17:50 საათიდან 18:30 საათამდე პერიოდში. ოქმში მითითებულია, რომ წაკითხულ იქნა შესამოწმებელი ინფორმაცია - ი-----–- ა--------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება. ამის შემდეგ მოწმემ მიუთითა მომხდარი ფაქტის დეტალების შესახებ ადგილზე მითითებით. ი-----–- ა--------მა მიუთითა საცხოვრებელი სახლის კარზე გარედან მიმაგრებული ქაღალდის და ლითონის ფირფიტაზე, რომელიც გადასწია და გააღო კარი, ასევე მიუთითა კარის შიდა საკეტზე, რომელიც ძალის გამოყენებით შეამტვრია ასევე მიუთითა ხის ჯირკებზე, რომლებიც მიწყობილი ჰქონდა გარეთა კარზე, მიუთითა საძინებელ ოთახზე სადაც ი-----–- ა--------მა დაამყარა მ-----–- ზ-----ესთნ სქესობრივი კავშირი.

ექსპერიმენტის დროს მონაწილე არ-----------ის მიერ გადაღებულ იქნა ფოტომასალა, რომელიც ერთვის ოქმს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-–-------------------–---–მა და ექსპერტმა არ-----------ემ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

2017 წლის 19 დეკემბრის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულის ი-----–- ა--------ის დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. დაკავების საფუძვლად მითითებულია ბრალდებულის მიმალვის, სასამართლოში არ გამოცხადების, დაზარალებულზე ზეწოლის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

2017 წლის 19 დეკემბრის ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ ი-----–- ა--------ისაგან ექსპერტ არ-----------ის მიერ მოხდა ხელის თითების ფრჩხილის, ნერწყვის ნიმუშის აღება.

2017 წლის 19 დეკემბრის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია რომ მ-----–- ზ-----ისაგან ექსპერტ დ-------------–---–ის მიერ აღებული იქნა პირიდან და საშოდან - ნერწყვისა და ნაცხის ნიმუშები.

2017 წლის 19 დეკემბრის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია რომ მ-----–- ზ-----ისაგან ექსპერტ არ-----------ის მიერ აღებული იქნა ხელის თითების ფრჩხილის ნიმუში.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N7--/05/9-3 დასკვნით დადგენილია, რომ მ-----–- ზ-----ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N7--/05/9-3 დასკვნით დადგენილია, რომ ი-----–- ა--------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ პლედზე და ნაქსოვ შარფზე მ-----–- ზ-----ის და ი-----–- ა--------ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

მ-----–- ზ-----ის და ი-----–- ა--------ის ტანსაცმელზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი პლედის და ნაქსოვი შარფის ნართის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

ი-----–- ა--------ის სპორტულ ზედა ჩასაცმელზე აღმოჩენილ მოთეთრო ფერის შალის ბოჭკოებს და მ-----–- ზ-----ის როლინგის ნართის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები.

მ-----–- ზ-----ის სპორტულ შარვალზე აღმოჩენილ ღია ნარინჯისფერი ბამბის ბოჭკოებს და ი-----–- ა--------ის სპეცტანსაცმლის-კომბინიზონის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა რომ, მ-----–- ზ-----ის საშოდან აღებული ნაცხი (ობ. N1; პაკეტში წარწერით: „მ-----–- ზ-----ის ნერწყვის ნიმუში და მ-----–- ზ-----ის საშოდან აღებული ნიმუში“ მოთავსებული კონტეინერი წარწერით: „ზ-----ე მ-----–- 19 12 2017 საშოდან“) შეიცავს სპერმას, რომელიც ეკუთვნის ი-----–- ა--------ის (ობ. N2-; პაკეტი, წარწერით: „ი-----–- ა--------ის ნერწყვის ნიმუში") გენეტიკური პროფილი იდენტურია;

პაკეტი, წარწერით: „ერთი ცალი ნაქსოვი თავშალი“ მოთავსებულ ჩასაცმელზე არსებული სუსტი ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ. N2.3) სპერმას არ შეიცავს. ობ. N2-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–- ზ-----ეს (ობ. M26), ხოლო ობ. N3-ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ–ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

პაკეტში, წარწერით „მ-----–- ზ-----ის ტანსაცმელი“ შარვლის უკანა ზედა მესამედში არსებული ლაქა(ობ.N4)შეიცავს სპერმას, ხოლო მარჯვენა ტოტზე არსებული ლაქა(ობ.N5)სპერმას არ შეიცავს. ობ.N4–ის გენეტიკური პროფილი შერეულია. რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ.N5–ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–- ზ-----ეს (ობ.N26), ხოლო ობ.№4-ის მინორული წილი ეკუთვნის ი-----–- ა--------ს (ობ. N2-).

პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვლის შიდა ზედაპირზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე უბნები (ობ. N6) შეიცავს სპერმას, ხოლო საცვლის გარეთა ზედაპირზე უბის მიდამოში არსებული სუსტი ფლუორესცენტული ნათების მქონე უბნები (ობ. N7) სპერმას არ შეიცავს. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი-----–- ა--------ს (ობ. N2-), ხოლო ობ. N6-ის მინორული წილი და ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–- ზ-----ეს (ობ.N26).

პაკეტში მოთავსებულ სვიტერზე არსებული ბიომასალის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი შერეულია. რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ი-----–- ა--------ს (ობ. N2-), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის მ-----–- ზ-----ეს (ობ. N26). ამავე ჩასაცმელზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე უბნები (ობ. N11) სპერმას არ შეიცავს. ობ. N11–ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

პაკეტში მოთავსებულ აზღუდზე (ობ.N8) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–- ზ-----ეს (ობ. N26);

პაკეტში მოთავსებულ ქსოვილზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ. N9) შეიცავს სპერმას. ობ. N9–ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი-----–- ა--------ს (ობ. N2-), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის მ-----–- ზ-----ეს (ობ. N26).

პაკეტში წარწერით: „ერთი ცალი გადასაფარებელი“ მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N12) სისხლს არ შეიცავს. ამავე გადასაფარებელზე არსებული მოთეთრო ფერის ნადებები (ობ. N13) სპერმას არ შეიცავს, ობ. NI2,13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–- ზ-----ეს (ობ. N26). გადასაფარებელზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე უბნები (ობ. N14) შეიცავს სპერმას. ობ. N14–ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და არ ეკუთვნის ი-----–- ა--------ს (ობ. N2-).

პაკეტში, წარწერით: „ი-----–- ა--------ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ კომბინიზონზე არსებული მოწითალო–მოყავისფრო ლაქები (ობ. N 15–1 7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----–- ა--------ს (ობ. N2-).

ამავე პაკეტში მოთავსებულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N18,I9) სისხლს არ წარმოადგენს. ობ. N18,19–ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ–ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე შარვლის შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N19ა) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მ-----–- ზ-----ეს (ობ. N26), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ი-----–- ა--------ს (ობ.N2-). ამავე პაკეტში მოთავსებულ მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N20) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–- ზ-----ეს (ობ. N26).

პაკეტში, წარწერით: „ი-----–- ა--------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუში" მოთავსებულ კონვერტში წარწერით: „მარჯვენა თითი მარჯვენა თითი", მოთავსებულ ფრჩხილებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ.N21) ეკუთვნის ი-----–- ა--------ს (ობ. N2-), ხოლო კონვერტში, წარწერით: „მარცხენა თითი“ მოთავსებულ ფრჩხილებზე არსებული ბიომასალის (ობ. N22) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის ი-----–- ა--------ს (ობ. N2-).

ობ.N22-ში არ ვლინდება ობ.N14-ის გენეტიკური პროფილის ალელები.

- პაკეტში წარწერით:.. მ-----–- ზ-----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუში“ მოთავსებულ ფრჩხილებზე (ობ. N23,24) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–- ზ-----ეს( ობ. N26).

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 28 მარტის დასკვნით დადგენილია, რომ ფუთაში წარწერით,, N4 აღებული ერთი ცალი თავშალი“ მოთავსებულ მოსაცმელზე-ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნების გარდა სხვა რაიმე მორფოლოგიური განსხვავებული დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა.

,,მ-----–- ზ-----ის“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ყელიანი სვიტერი, სპორტული შარვალი; აზღუდი; ტრუსი; კაშნე; ქსოვილის ფრაგმენტი) შარვალზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოში აღინიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ხევით განვითარებული დაზიანება. ყელიან სვიტერზე, აზღუდზე, ტრუსზე, კაშნეზე დაზიანებები არ აღინიშნება. ქსოვილის ფრაგმენტი ხასიათდება მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ხევით განვითარებული დაზიანებებით, რომელთა მორფოლოგია არ გამორიცხავს მათი ექსპლუატაციით განვითარების შესაძლებლობას.

2018 წლის 29 იანვრის საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N0-/ტრ ტრასოლოგიური დასკვნის თანახმად:

1. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ობიექტს-ლითონის სათლს აღენიშნება დაზიანების კვალი ძლიერი დეფორმაციის რომელიც არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ საქმის გარემოებას და იგი შესაძლებელია მიყენებული იყოს ერთი კონკრეტული შემთხვევის შედეგად, რაიმე წონადი საგნის სათლის ზედაპირზე გვერდიდან ზემოქმედების შედეგად (როგორიც შესაძლებელია იყოს ადამიანის სხეული).

2. გამოსაკვლევ ობიექტს - ქ.ვ--–-ში რ---------–ის ქ,N17-ში მცხოვრები მ-----–- ზ-----ის საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის ორივე ფრთას რაიმე სახის მექანიკური დაზიანებები - გარდა ექსპლუატაციური ნიშნებისა არ აღენიშნება.

3. გამოსაკვლევ ობიექტს - ქ.ვ--–-ში რ---------–ის ქN17-ში მცხოვრები მ-----–- ზ-----ის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახის შესასვლელ კარს რაიმე დაზიანებები გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნება, ხოლო კარის საკეტი მექანიზმის მთლიანობა დარღვეულია ზემოქმედების შედეგად, რომელიც მიყენებულია კარის გარედან შიგნით მიმართულებით, იგი არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ საქმის გარემოებას და იგი შესაძლებელია მიყენებულია ერთი კონკრეტული შემთხვევის დროს -კარის ზედაპირზე გარედან შიგნით ზემოქმედების შედეგად.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ-------------–---–მა, ნ-----------–---–მა, თ------------–--ემ, ე-–--------------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- ა--------მა ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეფასდეს რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ი-----–- ა--------ის მიერ ჩადენილი ქმედების - გაუპატიურების ფაქტი. დაზარალებულის ჩვენებით, ასევე საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებითა და ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ ი-----–- ა--------მა ჩაიდინა გაუპატიურება ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებენ დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების სისწორეს. თავად ბრალდებულიც არ უარყოფს დაზარალებულთან სქესობრივ კავშირს შემთხვევის ღამეს. თუმცა ბრალდებული განმარტავს, რომ კავშირი იყო ნებაყოფლობითი და მხოლოდ ამის შემდეგ კამათის დროს მიაყენა დაზარალებულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ზემოაღნიშნულ ვერსიას, ვინაიდან ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ბრალდებული მიუთითებს, რომ მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა დაზარალებლთან და შეეძლო მის სახლში გაუფრთხილებლად მისვლა. ამის შესახებ იცოდა მისმა მეუღლემაც. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებულის მეუღლეც, რომელმაც დაადასტურა ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთობა. თუმცა აღნიშნულ ფაქტს უარყოფს თავად დაზარალებული. ამასთან, დაზარალებულის მ-----–- ზ-----ის მეზობლების განმარტებით ბრალდებული ი-----–- ა--------ი არასდროს უნახავთ მ-----–- ზ-----ის საცხოვრებელ სახლთან. ეს გარემოება არ ადასტურებს ი-----–- ა--------ისა და მ-----–- ზ-----ის ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის არსებობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული გარემოებები წარმოადგენენ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით მოგონილ ვერსიას.

გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელია ბრალდების დადასტურებისათვის. მ-----–- ზ-----ე მიუთითებს ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, რომელიც განახორციელა ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის მომენტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ კარის საკეტი დაზიანებულია გარედან შიგნით ძალის გამოყენებით შეღების გამო, ეს მოწმობს, რომ ბრალდებულმა მ-----–- ზ-----ის საცხოვრებელ სახლში შეაღწია მისივე ნების საწინააღმდეგოდ. ფიზიკური დაპირისპირების გამო დაზიანდა ადგილზე არსებული ნივთები. თავად ი-----–- ა--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ-----–- ზ-----ე უწევდა წინააღმდეგობას რათა თავიდან აეცილებინა იძულებითი სქესობრივი კავშირი ბრალდებულთან. ხოლო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე განხორციელებულ ძალადობაზე მასთან სექსუალური ხასიათის შეღწევის დროს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის დანაშაულებრივი ქმედების დროს გამოძიება შეზღუდულია უფრო ფართო მასშტაბის მტკიცეულებების მოპოვებაში. მნიშვნელოვანია ის გარეემოება, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის და სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება შესაბამისობაში იყოს სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, ამასთან, მნიშვნელოვანია რამდენად შეუძლია გადმოსცეს დაზარალებულს ურთიერთშესაბამისი - ერთნაირი ჩვენებები გამოძიებასა და სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-----–- ა--------ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

ი-----–- ა--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვ--–-ობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- ა--------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და ექვსი თვის ვადით რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-----–- ა--------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

მ-----–- ზ-----ის ტანსაცმელი: ერთი ცალი წითელი ფერის აზღუდი, ქვედა საცვალი-ტრუსი, ჯემპრი, ე.წ,, პიჟამოს შრვალი", ნაქსოვი თავსაფარი, ერთი ცალი თეთრი ფერის ნაჭერი რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ-----–- ზ-----ეს.

ი-----–- ა--------ის ტანსაცმელი: სპორტული შარვალი, სპორტული ზედატანი და სტაფილოსფერი კომბინიზონი რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ი-----–- ა--------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

მ-----–- ზ-----ის ნაცხის, ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუში, ასვეე ი-----–- ა--------ის ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ხუთი ცალი კანფეტი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

საქმეზე ამოღებული ცხვირსახოცი, თავშალი, ლითონის ნაჭერი რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ-----–- ზ-----ეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-8-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი-----–- ა--------ი (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით.

2. ი-----–- ა--------ის (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 19 დეკემბრიდან.

3. ნივთიერი მტკიცებულება:

მ-----–- ზ-----ის ტანსაცმელი: ერთი ცალი წითელი ფერის აზღუდი, ქვედა საცვალი-ტრუსი, ჯემპრი, ე.წ,, პიჟამოს შრვალი", ნაქსოვი თავსაფარი, ერთი ცალი თეთრი ფერის ნაჭერი რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ-----–- ზ-----ეს.

ი-----–- ა--------ის ტანსაცმელი: სპორტული შარვალი, სპორტული ზედატანი და სტაფილოსფერი კომბინიზონი რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ი-----–- ა--------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

მ-----–- ზ-----ის ნაცხის, ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუში, ასვეე ი-----–- ა--------ის ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ხუთი ცალი კანფეტი რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

საქმეზე ამოღებული ცხვირსახოცი, თავშალი, ლითონის ნაჭერი , რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ-----–- ზ-----ეს.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი