განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2018
საქმის ნომერი
200100116001491147
დავის ტიპი
160 1 , 137 1
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100116001491147

№1/254-16

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

30 ივლისი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი შ------------

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ბ-------- გ---–--–---–ი

ბრალდებული: თ----- ხ--–---–-----ი

მამის სახელი: ე--------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ--------–ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ--------–ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი - ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი - გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2016 წლის 13 ივნისს, თ----- ხ--–---–-----მა, მ----------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწია თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში.

2. 2016 წლის 13 ივნისს, თ----- ხ--–---–-----ი თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში მდებარე მ----------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხა მ----------–---–ს და ძალადობის გამოყენებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

 

სასამარლომ დაადგინა.

 

3. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულს - თ----- ხ--–---–-----ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

4. სასამართლომ დადასტურებულად სცნო, რომ 2016 წლის 13 ივნისს თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში მდებარე მ----------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი შელაპარაკების დროს, თ----- ხ--–---–-----მა მ----------–---–ს პირზე ააფარა ხელი და მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით, ჯანმრთელობის მოუშლელად, მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

5. ბრალდებულმა თ----- ხ--–---–-----მა სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა შემდეგი: მ----------–---–ს იცნობს რამდენიმე თვეა, ხვდებოდა მას და ქონდა სექსუალური ურთიერთობა. მის სახლში უკანონოდ არასდროს შესულა. მოლაპარაკების თანახმად, როდესაც მ----------–---–ს ღამით ტელევიზორი ჰქონდა ჩართული, ნიშნავდა იმას, რომ შვილები სახლში არ ჰყავდა და ის მიდიოდა მ----თან სახლში.

6. 2016 წლის 13 ივნისს ის მივიდა მ----------–---–თან და კარები მ----------–---–მა თვითონ გაუღო. ადრე მ----------–---–ს დაპირდა, რომ საქონელს გაყიდდა და საზღვარგარეთ წაიყვანდა. 13 ივნისს მ.ხ-----–---–ს უთხრა, რომ ვერ ხერხდებოდა საზღვარგარეთ წასვლა, რაზეც მ.ხ-----–---–ი გაბრაზდა და წივილ-კივილი დაიწყო, თუ რატომ არ ასრულებდა დაპირებას. მან დაწყნარების მიზნით, მ.ხ-----–---–ს პირზე ააფარა ხელი, შესაძლოა ამ დროს მიაყენა სახეზე დაზიანება, მას მ----------–---–ის მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია. დაწყნარების შემდეგ სიგარეტი მოწია. წამოსვლისას მ----------–---–მა უთხრა, რომ მას პოლიციას დააჭერინებდა. მეორე დღეს, დილით, პოლიციამ გააღვიძა და წაიყვანეს იგი.

7. მანვე აჩვენა, რომ წინა ღამეს, ანუ 12 ივნისს, მ----------–---–თან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი ურთიერთობა.

8. მისივე განმარტებით, გამოძიების დაწყების შემდეგ, მ----------–---–ი სახლში მიუვარდა დანით, თუმცა, იმ დროს თვითონ არ იყო სახლში. ამის თაობაზე განაცხადეს პოლიციაში, მაგრამ ეს ფაქტი არ გამოიძიეს. მანვე დაადასტურა, რომ პოლიციაში ტანსაცმელი ჩააბარა და აუღეს სისხლის ნიმუში.

9. მოწმის, დაზარალებულ მ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მესამე წელია ცხოვრობს სოფელ კ--------–ში. 2016 წლის 13 ივლისს, დაახლოებით ორ საათზე იმყოფებოდა სახლში მარტო, შვილები სხვაგან იყვნენ წასულები. მან დაკეტა კარები, ტელევიზორთან წამოწვა და ჩაეძინა. გააღვიძა ტელეფონის ხმამ. დაინახა ტელევიზორი იყო ჩართული, მისი ტელეფონი არ რეკავდა, ვერ მიხვდა თუ რა ხდებოდა. მან დაინახა ტელეფონის შუქი, დაინახა, რომ კართან ვიღაც იდგა და შეეშინდა. მან ძმასთან სცადა დარეკვა, მაგრამ გათიშული ქონდა. ის უცნობი პიროვნება აწვალებდა კარს, ფანჯარას. მან 112-შიც დარეკა. იმ პიროვნებამ ჯერ ფანჯრის სანიავო გახსნა, შემდეგ ფანჯარა გააღო და შეუვარდა მას. იგი ყვიროდა. უცნობმა კედელზე და იატაკზე არტყმევინა თავი და პირზე ისე აფარებდა ხელს ყვირილს კი არა სუნთქვასაც ძლივს ახერხებდა, თან განაგრძობდა ცემას სახეში, ასევე ურტყამდა, ფეხებზეც, ის განიცდიდა ტკივილს. ქვედაბოლო შემოახია და მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი. მას უკვე ის აინტერესებდა ვინ იყო ეს ადამიანი, ვერ წარმოიდგენდა, ვინმე რომ ამას აკადრებდა. აქტის დასრულების შემდეგ, უცნობს სთხოვა წყალი მიეცა და როდესაც ეს პიროვნება მეორე ოთახში გავიდა, ტელევიზორის შუქზე იცნო თ----- ხ--–---–-----ი. მან სთხოვა წასულიყო. თ----- ხ--–---–-----ი დათანხმდა და უთხრა, რომ კიდევ მივიდოდა. მას ძალიან შეეშინდა და ამის გამო უთხრა მოსულიყო. მას არ უნდოდა ეს ამბავი მის შვილებს და ძმას გაეგოთ. შეეცადა უცებ მოწესრიგებულიყო, საცვალი ღუმელში შეაგდო. მას უნდოდა დედამისთან ასულიყო და მოეყოლა მომხდარის თაობაზე. ამ დროს ეს პიროვნება შემობრუნდა და უთხრა, რომ მისი ტელეფონი გაყვა. ტელეფონი დაუბრუნა და თვითონ წავიდა. მან 112-ში დარეკა და პოლიციას მომხდარი შეატყობინა.

10. მისივე განმარტებით, თ----- ხ--–---–-----ს არ იცნობდა, უბრალოდ იცოდა ვინ იყო, სამჯერ ყავდა ნანახი.

11. მოწმის ჯ---------–---–ის ჩვენებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–--ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან თ----- ხ--–---–-----ის სისხლის სამართლის საქმეზე, ექსპერტებთან გ--–-------------–---–თან და ვ-–----------–---–თან, ასევე გამომძიებელ გ----------------თან ერთად, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი - თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში მდებარე მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლი. მ----------–---–ის მითითებით პირველ სართულზე არსებულ ოთახში ამოიღეს კაბა, რომელიც როგორც ახსოვს, არ იყო დახეული და ამოიღეს სიგარეტის ნამწვი. სახლის პირველ სართულზე შევიდნენ მისაღებ ოთახში, შესასვლელი კარიდან მარცხნივ იყო ფანჯარა. ფანჯრის ერთი ფრთა ღია იყო. ფანჯარას ზედა ნაწილში ჰქონდა პატარა სარკმელი. მეორე ოთახის გასასვლელში ფარდა ეკიდა, რომელიც რამდენიმე კბილიდან იყო ჩამოვარდნილი. ექსპერტემბა დაამუშავეს შემთხვევის ადგილი და რაიმე კვალის ნიმუში არ ამოუღიათ. ამოღებული კაბა და სიგარეტის ნამწვი შეიფუთა და დაილუქა. ლუქზე მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელზეც ყველა მონაწილე პირმა მოაწერა ხელი. (იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ს.ფ. 16-28)

12. მოწმის გ---------------ის ჩვენებით, მ----------–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, მ----------–---–ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმითა და თ----- ხ--–---–-----ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–--ს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან თ----- ხ--–---–-----ის სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მ----------–---–ი და დაკითხვის შემდეგ დათვალიერებით ამოიღო მ----------–---–ის ტანსაცმელი - საცვალი, აზღუდი და მაისური, რომელიც ეცვა გაუპატიურების მცდელობის დროს. ტანსაცმელი დალუქა. ტანსაცმელი დაზიანებული იყო თუ არა არ ახსოვს. მანვე ჩაატარა მ----------–---–ს სისხლის ნიმუშის აღება და შეადგინა შესაბამისი ოქმი. მან ასევე თ----- ხ--–---–-----ისგან აიღო სისხლის ნიმუშის და შეადგინა ოქმი.

13. სასამართლო სხდომაზე მან დაადასტურა მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე. (იხ.მ----------–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი - ს.ფ 7-8, მ----------–---–ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი - ს.ფ. 42-45 და თ----- ხ--–---–-----ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი -ს.ფ. 47-50).

14. მოწმის ნ---------------–---–ის ჩვენებით და თ----- ხ--–---–-----ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–--ს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 13 ივნისს მან მოწმის სახით გამოკითხა თ----- ხ--–---–-----ი, რომელმაც დაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით წარუდგინა ის ტანსაცმელი, რაც ეცვა ინციდენტის დროს. მან დაათვალიერა ტანსაცმელი და შეადგინა ოქმი. თ----- ხ--–---–-----ს ეცვა მონაცრისფრო მკლავებიანი მაისური, რომელსაც მკლავების მიდამოებში აღენიშნებოდა მცირედი დაზიანებები. (იხ.თ----- ხ--–---–-----ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი - ს.ფ 13-14)

15. მოწმის გ--–-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის სამსახურში. მან მონაწილეობა მიიღო თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში მდებარე - შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. პირველ სართულზე არსებული საძინებელი ოთახიდან ამოიღო ქალის ქვედაბოლო და ღუმელის მაღლიდან სიგარეტის ნამწვი. ამოღებული ნივთები დაილუქა, შედგა ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. გადაიღეს ფოტოები. დათვალიერებაში მონაწილეობდა ასევე ექსპერტი ვ-–----------–---–ი, გამომძიებელი ჯ---------–---–ი და ასევე პოლიციელი გ----------------ი.

16. მისივე განმარტებით დათვალიერებისას ანაბეჭდი არ ამოუღიათ და ფიქრობს ანაბეჭდის ექსპერტ ვ-–----------–---–ს უნდა ამოეღო.

17. მოწმის გ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან თ----- ხ--–---–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში მდებარე - შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის მ----------–---–ს. დათვალიერებაში ასევე მონაწილოებდა გამომძიებელი ჯ---------–---–ი და ორი ექსპერტი. დათვალიერებისას სახლში ფანჯარის სარკმელი ღია დახვდათ. საწოლიდან ამოიღეს კაბა, რომელიც, როგორ ახსოვს, დაზიანებული იყო. ასევე ამოიღეს სიგარეტის ნამწვი. როგორც მას ახსოვს ოთახი ცოტა არეული იყო, ასევე არეული იყო საწოლი და ქოთანი იყო წაქცეული. მან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა.

18. მოწმის ვ-–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ივნისს მუშაობდა საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის სამსახურში. მან ექსპერტ გ--–-------------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში მდებარე - შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მათ პირველ სართულზე არსებული ოთახიდან ამოიღეს ქვედაბოლო და ღუმელის მაღლიდან სიგარეტის ნამწვი, რომელიც დალუქეს, მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. გადაიღეს ფოტოები. დათვალიერებაში მონაწილეობდა გამომძიებელი ჯ---------–---–ი და ასევე პოლიციელი გ----------------ი.

19. მისივე განმარტებით დათვალიერებისას თუ რაიმე კვალს ნახავდნენ აუცილებლად ამოიღებდნენ. დაქტილოსკოპიურად დაამუშავა შემთხვევის ადგილი, მაგრამ ხელის კვალი არ აღმოჩენილა. მანვე აჩვენა, რომ იგი ამოღებულ ნივთებს არ აღწერს, შესაძლოა კაბა იყო დაზიანებული, მაგრამ არ დაუფიქსირებია.

20. მოწმის ი------------ის ჩვენებითა და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ლ----------------–--------–-------------------------------–----------ს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის თანამდებობაზე. მას და ექსპერტ ი-------–-------ას გამომძიებელ გ---------------ის დადგენილების საფუძველზე დაევალათ ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. წარმოდგენილი იყო ნივთმტკიცებები და გამოკვლევის შედეგად დაადგინეს: სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: - მ----------–---–ის სისხლის ნიმუში (ობ. N8, პაკეტი წარწერით: „...მ----------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში...“) მიეკუთვნება A(II) ჯგუფს, Rh+ ფაქტორს; - თ-----ი ხ--–---–-----ის სისხლის ნიმუში (ობ. N9, პაკეტი წარწერით: „...თ-----ი ხ--–---–-----ისგან აღებული სისხლის ნიმუში...“) მიეკუთვნება O(I) ჯგუფს, Rh+ ფაქტორს; - პაკეტში, წარწერით: „...ნაცხი საშოდან და უკანა ტანიდან 035130616001... მ----------–---–ი“ მოთავსებულ: ნაცხზე, წარწერით: „...მ----------–---–ის ნაცხი საშოდან 13.06.16“ (ობ. N1) აღმოჩნდა სპერმა. ობ. 1-ის გენეტიკური პროფილი და თ-----ი ხ--–---–-----ის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ნაცხზე წარწერით: „მ----------–---–ის ნაცხი უკანა ტანიდან...“ (ობ. N2) სპერმა არ აღმოჩნდა; - პაკეტში, წარწერით: „...1(ერთი) ც ნაჭრის ქალის ქვედა ბოლო კაბა...“ მოთავსებულ ქვედამოლოზე არსებული მოთეთრო ფერის დანაშრევებში (ობ. N3) სპერმა არ აღმოჩნდა. ობ. N3-ში არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და მ----------–---–ის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი იდენტურია; - პაკეტში, წარწერით: „...მ----------–---–ის ტანისამოსი“ მოთავსებულ საცვალზე, მაისურზე და აზღუდზე, სისხლსა და ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; - პაკეტში, წარწერით: „...თ-----ი ხ--–---–-----ის მიერ წარმოდგენილი მისი კუთვნილი ტანისამოსი...“ მოთავსებულ: შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N4,5) სისხლს არ წარმოადგენს; საცვალზე არსებულ მოყავისფრო ფერის ლაქებში (ობ. N6) აღმოჩნდა სპერმა. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N6-ის პროფილის ერთი წილი და თ-----ი ხ--–---–-----ის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი იდენტურია, მეორე წილი და მ----------–---–ის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ჯემპრზე, მაისურზე და წყვილ წინდაზე სისხლსა და ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; - პაკეტში, წარწერით: „...1(ერთი) ც სიგარეტის ნამწვი ამოღებ. საძინებელ ოთახში მდგარი ღუმელის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი და თ-----ი ხ--–---–-----ის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი იდენტურია. (იხ. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა -ს.ფ. 93-101)

21. აღნიშნული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურა ლ----------------–--------–-------------------------------–----------ს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა ი-------–-------ამ, რომელმაც ექსპერ ი------------ესთან ერთად ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერტიზა.

22. მოწმის ს------------–-----ს ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ლ----------------–--------–-------------------------------–----------ს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის თანამდებობაზე, მან მ----------–---–ის მიმართ ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: პირადი გასინჯვით, 13.06.16 წ-ს მ----------–---–ს აღენიშნება სისხლნაჟღენთები - მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე, მაცხენა ბარძაყის შუა მესამედში შიგნითა და მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე; დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე ხანდაზმულობით არ შეეფარდება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე და მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში შიგნითა ზედაპირზე - ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მ----------–---–ს უკანა ტანის არეში, საათის ციფერბლატის მე-2 და მე11 დანაყოფების შესაბამისად აღინიშნება ზედაპირული ნასკდომები, ხოლო საათის ციფერბლატის მე-6 დანაყოფის შესაბამისად აღინიშნება ჰემოროიდალური კვანძი, ზედაპირული ნასკდომით. ნასკდომები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ შეეფარდებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მ----------–---–ის საშოდან და უკანა ტანიდან აღებული ნაცხები დაილუქა ერთ პაკეტად და გადაეცა გამოძიებას. (იხ.სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა - ს.ფ. 102-105).

23. მოწმის ე-–--------------–--ის ჩვენებითა და ტრანსოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ლ----------------–--------–-------------------------------–----------ს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის თანამდებობაზე. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ტრანსოლოგიური ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: „მ----------–---–ის“ წარმოდგენილ ტანსაცმელს (მაისური; აზღუდი; ტრუსი); ფუთაში, არსებული წარწერის მიხედვით: „1(ერთი) ც. ქალის ქვედა ბოლო“ - მოთავსებულ ქვედაბოლოს და „თ-----ი ხ--–---–-----ის“ წარმოდგენილ ტანსაცმელს (ჯემპრი; ბრეტელიანი მაისური; ჯინსის შარვალი; ტრუსი; ერთი წყვილი წინდა) ექსპლუატაციური ხასიათის ნიშნების და კვლების გარდა, სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავედული დაზიანება არ აღენიშნება.

24. მისივე განმარტებით, ფიზიკური ძალადობის შედეგად ტანსაცმელს უფრო დიდი დაზიანებები ექნებოდა. (იხ. ტრანსოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა )

25. მოწმის ზ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში. არის მწყემსი. თ----- ხ--–---–-----ი მისი მეგობარი და თანასოფლელია. საღამოს იქეიფეს და თ----- ხ--–---–-----ი არ იმყოფებოდა იქ. 2016 წლის 13 ივნისი რომ გათენდა გაიგო, რომ თ----- ხ--–---–-----ი დააკავეს. თ----- ხ--–---–-----ი ხშირად მიდიოდა ღამე, ვისთან დადიოდა არ იცის.

26. მოწმის დ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში. იგი იცნობს ბრალდებულ თ----- ხ--–---–-----ს. მ----------–---–ის სახლი მისი სახლისგან დაახლოებით 40-50 მეტრში მდებარეობს. მ----------–---–ის სახლს დასავლეთის მხარეს ერთი კარები აქვს და ქუჩის შესასვლელი კარები. მ----------–---–ის სახლი სხვა მეზობლების სახლებთან ახლოს მდებარეობს. შემთხვევის დღეს, (2016 წლის 13 ივნისს) მასსა და მის ოჯახის წევრებს და როგორც იცის არც სხვა მეზობლებს, არანაირი ხმა არ გაუგიათ.

27. მისივე განმარტებით თამახ ხ--–---–-----ი თავის ქუჩაზე უნახავს, მასთანაც მისულა საქმეზე და მის მეზობლებთანაც.

28. ნაცხის ნიმუშის აღების ოქმი (გამომძიებელი - ს--–-----------ე), სამედიცინო ექსპერტიხის დასკვა (ექსპერტი - გ----------------–---–ი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

29. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ----- ხ--–---–-----ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

30. გაუპატიურების ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, სქესობრივი კავშირი უნდა განხორციელდეს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. თ----- ხ--–---–-----ს ბრალად ერაცხება, რომ თავს დაესხა მ----------–---–ს და ძალადობის გამოყენებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

31. სქესობრივი კავშირის დამყარებას არ უარყობს ბრალდებული თ----- ხ--–---–-----ი. განმარტავს, რომ მას მ.ხ-----–---–თან გარკვეული პერიოდი ჰქონდა ურთიერთობა, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინა დღეს, ანუ 2016 წლის 12 ივნისს, ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ის გარემოება, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის სქესობრივ კავშირს ჰქონდა ადგილი სადავო არ არის. სასამართლომ მხოლოდ უნდა შეაფასოს სქესობრივი კავშირის დროს თ.ხ--–---–-----მა გამოიყენა თუ არა ძალადობა და ამ გზით გააუპატიურა დაზარალებული მ.ხ-----–---–ი.

32. დაზარალებული მ----------–---–მა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ როდესაც მასზე ძალადობდა თ.ხ--–---–-----ი, მოძალადემ მას შემოახია კაბა, რაც დატოვა საწოლზე და ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.

33. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ თელავის რაიონში სოფელ კ--------–ში მდებარე მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს, დაზარალებულის მითითებით პოლიციელებმა ამოიღეს ბოლოკაბა.

34. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არ არის აღწერილი ამოღებული ბოლოკაბის მდგომარეობა, კერძოდ მითითებული არ არის დახეული იყო თუ არა კაბა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლი გამომძიებელს ავალდებულებს, რომ ამოღებამდე ნივთი დეტალურად აღწეროს.

35. 2016 წლის 14 ნოემბრის ტრანსოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნითა და ექსპერტ ე-–--------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ----------–---–ის ქალის ქვედა ბოლოს ექსპლუატაციური ხასიათის ნიშნების და კვლების გარდა, სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავედული დაზიანება არ აღენიშნება.

36. ამდენად, მ----------–---–ის ჩვენება, რომ მას კაბა შემოახია თ----- ხ--–---–-----მა სინამდვილეს არ შეესაბამება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს არ გაურკვევია, თუ, რატომ მიუთითებს დაზარალებული კაბის დახევის თაობაზე, როდესაც კაბას ფიზიკური ზემოქმედების კვალი არ აღენიშნება.

37. დაზარალებულმა მ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გაუპატიურების შემდეგ მან ქვედა საცვალი, რომელიც ეცვა სქესობრივი კავშირის დროს, ღუმელში დაწვა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შეშის ღუმელის ზედა ნაწილიდან გამომძიებელმა ამოიღო სიგარეტის ნამწვი. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ იგი ეკუთვნის თ----- ხ--–---–-----ს. სასამართლოსთვის გაუგებარია და არც გამოძიებით არ გარკვეულა, იმ ვითარებაში, როდესაც ღუმელში დაზარალებულმა დაწვა ქვედა საცვალი, რატომ არ დაიწვა ღუმელზე დადებული სიგარეტის ნამწვავი, ან რატომ არ აღენიშნება თერმული ზემოქმედების კვალი, მითუმეტეს, რომ შემდგომ მოხერხდა გენეტიკური პროფილის ამოღება. ყურადღებამისაქცევია, რომ ქვედა საცვალის დაწვით დაზარალებულმა განზრახ გაანადგურა მტკიცებულება, რომელსაც შესაძლოა დანაშაულის ჩადენაში ემხილა ბრალდებული თ----- ხ--–---–-----ი.

38. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ დაზარალებულ მ.ხ-----–---–ისგან გამომძიებლებმა ამოიღეს მაისური, აზღუდი და საცვალი, რომლებზეც ასევე ჩატარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა. არც ამ ტანსაცმელზე და არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ კაბაზე, გენეტიკური ექსპერტიზის თანახმად, თ----- ხ--–---–-----ის სისხლისა და ბიოლოგიური გამონაყოფის ნიშნები ან სხვა ნაწილაკი, რომლითაც შესაძლოა გენეტიკური პროფილი განსაზღვრულიყო, არ აღმოჩნდა. ამავე ექსპერტიზით დადგენილია, რომ მ----------–---–ის ნაცხზე, აღებული საშოდან, აღმოჩნდა სპერმა, რაც თ-----ი ხ--–---–-----ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით დგინდება, რომ თ----- ხ--–---–-----ის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა მხოლოდ საშოდან აღებულ ნაცხზე, არ არის აღმოჩენილი, ტანსაცმელზე, ეს იმ ვითარებაში, როდესაც მოძალადემ მ.ხ-----–---–ს იატაკზე არტყმევინა თავი, პირზე ისე აფარებდა ხელს, რა დროსაც დაზარალებული ყვირილს კი არა სუნთქვასაც ძლივს ახერხებდა, თან განაგრძობდა ცემას სახეში, ასევე ურტყამდა ფეხებზე და შემოახია კაბა.

39. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის დაკითხვით არ გარკვეულა მის ჩვენებასა და საქმის მასალებს შორის არსებული შეუსაბამოები.

40. შეუსაბამოა ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დაზარალებულის ჩვენება, სახელდობრ, დაზარალებული ჩვენებაში მიუთითებს, რომ თ----- ხ--–---–-----მა მას სცემა სახეში, დააგდო ძირს, თავი არტყმევინა და სახეზე ისე აფარებდა ხელს, რომ სუნთქვა უჭირდა.

41. ს------------–-----ს ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (ს.ფ.103) დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით, 13.06.16 წ-ს მ----------–---–ს აღენიშნება სისხლნაჟღენთები - მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე, მაცხენა ბარძაყის შუა მესამედში შიგნითა და მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე; დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე ხანდაზმულობით არ შეეფარდება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე და მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში შიგნითა ზედაპირზე - ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

42. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ----------–---–ს სახის არეში აღენიშნება მხოლოდ ერთი დაზიანება, სისხლნაჟღენთი - მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე. სახეში მრავალჯერადი ცემის, ან იატაკზე თავის დარტყმით მიღებული დაზიანებები, ექსპერტმა ვერ დააფიქსირა.

43. ყურადღებამისაქცევია ბარძაყებზე არსებული დაზიანებები - იმავე ექსპერტიზის დასკვნით, მ----------–---–ს, მაცხენა ბარძაყის შუა მესამედში შიგნითა და მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე ხანდაზმულობით არ შეეფარდება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სისხლნაჟღენთები მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში შიგნითა ზედაპირზე - ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

44. სასამართლოში დაზარალებულის დაკითხვის დროს არ გარკვეულა, თუ რა ვითარებაში მიიღო მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე დაზიანება მ.ხ-----–---–მა, რომელიც ხანდაზმულობით არ შეეფარდება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. იმავე ვითარებაში შეეძლო თუ არა, მიეღო მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში შიგნითა ზედაპირზე დაზიანება, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული გარემოების გარკვევა დაადასტურებდა, ან უარყოფდა თ.ხ--–---–-----ის დანაშაულებრივ კავშირს.

45. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ.ხ-----–---–მა ასევე მიუთითა, რომ თ.ხ--–---–-----მა მის საცხოვრებელ სახლში, ფანჯრის გაღების გზით, შეაღწია. ამ ნაწილში, მას წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული აწვალებდა ჯერ კარს, შემდეგ ფანჯარას, გახსნა ფანჯარა და შევიდა სახლში.

46. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტ ვ-–----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მან დაქტილოსკოპიურად დაამუშავა შემთხვევის ადგილი, მაგრამ ხელის კვალი არ აღმოჩენილა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ასევე არ იყო ამოღებული ფეხის კვალი, მიკრონაწილაკი ან რაიმე სხვა გენეტიკური პროფილი, რაც დაადასტურებდა თ.ხ--–---–-----ის ფანჯრიდან შეღწევის ფაქტს. ხელის კვალი ასევე არ ამოღებულა კარიდან, რაც ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩენებას, რომ ბრალდებული აწვალებდა კარს. ამ კუთხით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან შესაბამისობაშია ბრალდებულის ჩვენება, რომ კარი მას მ.ხ-----–---–მა გაუღო. შემთხვევის ადგილზე არც ფანჯრიდან და არც კარიდან ამოღებული არ ყოფილა არათუ თ.ხ--–---–-----ის მაიდინტიფიცირებელი ხელის კვალი, არამედ, შედარებისთვისაც უვარგისი კვალიც კი.

47. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხსენებულ საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ წარიმართა. ბრალდებული თ.ხ--–---–-----ი ბრალის წარდგენის მომენტიდან განმარტავდა, რომ მ.ხ-----–---–თან ექვსი თვის წინ დაიწყო ურთიერთობა. აღნიშნული ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს. გამოძიების ორგანოებს ოფიციალურად არ გადაუმოწმებიათ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერი, არ შემოწმებულა მისი სააბონენტო ნომრიდან 6 თვის მანძილზე განხორციელებული სატელეფონო ზარებისა ან მოკლე ტექსტური შეტყობინენებების არსებობა, რაც დაადასტურებდა ან უარყოფდა მის ჩვენებას. მითუმეტეს, რომ დაზარალებულის განმარტებით, ის ტელეფონის ხმამ გააღვიძა, თუმცა, მისი ტელეფონი არ რეკავდა. ამ გზით გადამოწმდებოდა დაზარალებულის ვერსია, სახელდობრ, გაირკვეუდა ურეკავდა თუ არა ვინმე, თ.ხ--–---–-----ს მაშინ, როდესაც ის ბინაში შეღწევას ცდილობდა.

48. ბრალდებულმა თ.ხ--–---–-----მა სასამართლოს უჩვენა, რომ პოლიციელებმა დაათვალიერეს მისი ტელეფონი და დაუბრუნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 27-ე პუნქტის თანახმად, მობილური ტელეფონი არის კომპიუტერული სისტემა. კომპიუტერული სისტემიდან კი, მონაცემთა გამოთხოვა ხორციელდება მოსამართლის განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლისა და XVII თავით დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევით კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა და ინფორმაციის ამ გზით გაცნობა დასჯადი ქმედებაა.

49. თ.ხ--–---–-----ის კუთვნილი მობილური ტელეფონის არაოფიციალური შემოწმების დროს, შესაძლოა მასში აღმოჩნდა ინფორმაცია, რაც გაამყარებდა ბრალდებულის ჩვენებას. სავარაუდოდ, სწორედ ამ მოტივით, ოფიციალურად, ანუ კანონით დადგენილი წესით აღარ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია და ტელეფონი დაუბრუნეს თ.ხ--–---–-----ს.

50. ასევე არასრულყოფილად წარიმართა გამოძიება დაზარალებულის მიმართ, არ გადამოწმდა მისი ვერსიები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. თუმცა სასამართლო შეაფასებს გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, არასრულყოფილი გამოძიების წარმართვის კუთხით.

51. მ.ხ-----–---–ი გამოძიების დროს დაიკითხა სამჯერ. პირველ დაკითხვაში ის უარყოფს გაუპატიურების ფაქტს, (ს.ფ. 3). ჩვენებაში მიუთითებს, რომ გაუპატიურება არ მომხდარა. იმ დღეს მას ეცვა მოკლე მკლავიანი მოყავისფრო ყვავილებიანი მაისური, გრძელი ქვედაბოლო და წითელი ფერის საცვალი. ქვედაბოლო დატოვა სახლში, ხოლო მაისური და საცვალი წარუდგინა გამოძიებას.

52. მას შემდეგ, რაც გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, მ.ხ-----–---–ისა და თ.ხ--–---–-----ის სქესობრივი კავშირის ფაქტი, დაზარალებულად დაიკითხა მ.ხ-----–---–ი. დაზარალებულის ჩვენება არის ერთი აბზაცი, სადაც ის განმარტავს, რომ მის საცხოვრებელ სახლში ის გააუპატიურა თ.ხალხელაურმა და მკაცრად დასჯას ითხოვს, (ს.ფ. 120). გამოძიებას კითხვა არ გასჩენია, რომ ძალადობის შედეგად, რატომ არ იყო დახეული ქვედაბოლო, რა დაზიანებები მიაყენა მას მოძალადემ, ან ქვედა საცვალზე, რატომ არ აღმოჩნდა თ.ხ--–---–-----ის გენეტიკური პროფილი, მაშინ როდესაც მოწმის სახით დაკითხვისას ადასტურებდა, რომ ეცვა წითელი საცვალი, რაც გამომძიებელს წარუდგინა. ალბათ ამ უხერხულობის გამოსწორების მიზნით, დაზარალებულს დასჭირდა სასამართლოსთვის ეჩვენებინა, რომ მან ღუმელში დაწვა ქვედა საცვალი.

53. რაც შეეხება დახეულ ქვედაბოლოს, როგორც ტრასოლოგიური ექსპერტიზით დგინდება, ბოლოკაბას ბუნებრივი ცვეთის გარდა სხვა კვალი არ აღენიშნება, თუმცა სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში ბრალდების მხარე 5.1 პუნქტში მიუთითებს, რომ მტკიცებულება - ბოლოკაბა გახეულია. ანუ, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიც გამორიცხავენ ერთმანეთს და წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან, ასეთ ვითარებაში ეჭვის ქვეშ დგება ნივთმტკიცების საკითხი, სასამართლოსთვის გაუგებარია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი კაბა არის თუ არა ის კაბა, რაც ეცვა დაზარალებულს. აღნიშნულის გარკვევა საქმის სხვა მასალებით შეუძლებელია, ვინაიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც არ არის დაფიქსირებული კაბის აღწერილობა.

54. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

55. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ დაზარალებულის სასასმართლოში მიცემული ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული და მიღებული უტყუარ მტკიცებულებებად, ვინაიდან, ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

56. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.

57. სასამართლო ბრალდებულის სასიკეთოდ გაიზიარებს მოწმის ზ---------------–---–ის ჩვენებას, რომ თ----- ხ--–---–-----ი მისი მეგობარი და თანასოფლელია. მისთვის ცნობილია, რომ თ.ხ--–---–-----ი სოფელში ვიღაც ქალთან დადიოდა, ხშირად მიდიოდა ღამე, ვისთან დადიოდა არ იცის.

58. მოწმის დ---------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მ----------–---–ის სახლი მისი სახლისგან დაახლოებით 40-50 მეტრში მდებარეობს. შემთხვევის დღეს, 2016 წლის 13 ივნისს მასსა და მის ოჯახის წევრებს, და როგორც იცის არც სხვა მეზობლებს, არანაირი ხმა არ გაუგიათ.

59. მისივე განმარტებით წარსულში თამახ ხ--–---–-----ი თავის ქუჩაზე უნახავს.

60. მართალია ზ---------------–---–ისა და დ---------------–---–ის ჩვენებები ირიბი მტკიცებულებაა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, ირიბი ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში ირიბი მტკიცებულება ბრალდებულის სასარგებლოდ გამოიყენება.

61. სასამართლო გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ის მიუთითებს, რომ მასსა და დაზარალებულს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მას შემდეგ, რაც მან დანაპირები არ შეასრულა. მ.ხ-----–---–ი გაბრაზდა და წივილ-კივილი დაუწყო, თუ რატომ არ ასრულებდა დაპირებას. მან დაწყნარების მიზნით მ.ხ-----–---–ს პირზე ააფარა ხელი და ამ დროს მიაყენა სახეზე დაზიანება.

62. ბრალდებულის ასეთი ჩვენება დასტურდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც მ----------–---–ს აღენიშნება სისხლნაჟღენთი - მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

63. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ----- ხ--–---–-----ი, მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს.

65. თ----- ხ--–---–-----ი, დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

66. დანაშაულის ჩადენის დღეს, ანუ 2016 წლის 13 ივნისს, მოქმედებდა სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი, ცემა, რომლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებდა, ჯარიმას, საზოგადოებრივ სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე.

67. 2016 წლის პირველი იანვრიდან სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, თუმცა ქმედების დეკრიმინალიზაცია არ მომხდარა, იგი მოიცვა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლმა. რომლის პირველი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

68. ვინაიდან, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თ----- ხ--–---–-----ის ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლს, კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა მოხდეს. ამასთან სასჯელი უნდა დაინიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის, უფრო მსუბუქი სასჯელის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა, ვინაიდან, უფრო მსუბუქი სასჯელია და გათვალისწინებულია, ორივე მუხლით.

69. საქმის მასალების მიხედვით თ----- ხ--–---–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 270-274-ე, 277-278-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

70. თ----- ხ--–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

71. თ----- ხ--–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

72. თ----- ხ--–---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

73. თ----- ხ--–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას თ----- ხ--–---–-----ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განჩინებით დაყადაღებულ თ-----ი ხ--–---–-----ის (პირადი N2----------) უძრავ ქონებას.

74. ნივთიერი მტკიცებულებები - მოყავისფრო უმკლავებო მაისური, მოყავისფრო ბიუსგალტერი, წითელი ფერის ქვედა საცვალი, ბოლოკაბა, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მონაცისფრო სვიტერი, უმკლავებო მაისური, შავი ფერის წინდები, მოლურჯო ფერის ტრუსი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

75. სიგარეტის ნამწვი, ნაცხის ნიმუში, მ----------–---–ის სისხლის ნიმუში და თ----- ხ--–---–-----ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

76. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

77. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე: მამუკა წიკლაური