განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ბ--- ხ----–---–ის,ადვოკატ - მ--- პ------–-–---–ის,ბრალდებულ - ი-–-- პ------–-–---–ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–-- პ------–-–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 1-----–--ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონეს, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისსი, გ--------–------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-1 ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ი-–-- პ------–-–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის შემოდგომით საქართველოს მოქალაქეებს გ------- ე-------ესა და მ---- ს----–---–ს სურდათ აშშ-ში გამგზავრება და ტურისტული ვიზის მიღების მიზნით უნდა გაეკეთებინათ შესაბამისი განაცხადი ქ. თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოში. მათი ამ სურვილის შესახებ ცნობილი გახდა მათივე ნაცნობისთვის - ი-–-- პ------–-–---–ისთვის. ი-–-- პ------–-–---–მა იფიქრა, რომ გ------- ე-------ესა და მ---- ს----–---–ს ტურისტული ვიზის აღების უფრო მაღალი შანსი ექნებოდათ, თუ მათ პასპორტში შეიტანდა ყალბ მონაცემებს ვითომდა გ------- ე-------ისა და მ---- ს----–---–ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის არაერთხელ გადაკვეთისა და შენგენის ქვეყნებში შესვლა-გასვლის ფაქტების ინტენსივობის შესახებ. ამიტომ, ი-–-- პ------–-–---–მა გ------- ე-------ესა და მ---- ს----–---–ს შესთავაზა მათ პასპორტებში საზღვრის კვეთების შესახებ არარეალური მონაცემების შეტანა, რაზეც ეს უკანასკნელნი დასთანხმდნენ და ამ მიზნით მას საკუთარი პასპორტები გადასცეს. ამრიგად, რათა აშშ-ს საელჩოს გადაწყვეტილების მიმღები თანამშრომლების ნდობა ხელოვნურად გაზრდილიყო გ------- ე-------ისა და მ---- ს----–---–ის მიმართ, ი-–-- პ------–-–---–მა კონკრეტულად დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, საწერი საშუალებებით მათი პასპორტების სხვადასხვა გვერდებზე კუსტარულად და უკანონოდ შეიტანა საზღვრის კვეთის აღმნიშვნელი შტამპების ყალბი ანაბეჭდები, რომელთა თანახმად: გ------- ე-------ემ 2017 წლის 24 სექტემბერს ვითომდა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარიი (საქართველოს, ქ.თბილისი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „თბილისი“ („TBILISI”)), 2017 წლის 24 სექტემბერსვე იგი თითქოსდა შევიდა შენგენის ქვეყანაში (ავსტრიის რესპუბლიკა, ქ.ვენა, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „ვენა-შვეხატი“ („WIEN_SCHWECHAT”)), ხოლო 2017 წლის 28 სექტემბერს ვითომდა უკან გამოემგზავრა შენგენის ქვეყნიდან (ავსტრიის რესპუბლიკა, ქ. ვენა, სასაზღვრო გამტარი პუნქტიი „ვენა-შვეხატი“ („WIEN_SCHWECHAT”)), ხოლო მ---- ს----–---–მა 2017 წლის 20 ნოემბერს ვითომდა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი (საქართველო, ქ. ქუთაისი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „იმერეთი“ („IMERETI”)), 2017 წლის 20 ნოემბერსვე იგი თითქოსდა შევიდა შენგენის ქვეყანაში (იტალიის რესპუბლიკა, ქ. მილანი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „მალპენზა“ („MALPENSA”)), ხოლო 2017 წლის 26 ნოემბერს ვითომდა უკან გამოემგზავრა შენგენის ქვეყნიდან (ლიტვის რესპუბლიკა, ქ. ვილნიუსი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „ვილნიუსი“ („VILNIUS”)). ამის შემდეგ ყალბი მონაცემების მატარებელი ზემოხსენებული პასპორტები 2018 წლის 15 თებერვალს ი-–-- პ------–-–---–მა გაასაღა გ------- ე-------ეზე და მ---- ს----–---–ზე. თვის მხრივ, გ------- ე-------ემ და მ---- ს----–---–მა გამოყენების მიზნით, უკან დაიბრუნეს (შეიძინეს) თავიანთი გაყალბებული პასპორტები და 2018 წლის 15 თებერვალსვე წინასწარი შეცნობით ეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები - საქართველოს მოქალაქის პასპორტებში აშშ-ს ტურისტული ვიზის აღების მიზნით წარადგინეს (გამოიყენეს) ქ. თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოში.
ბრალდებულმა ი-–-- პ------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ი-–-- პ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რათა აშშ-ს საელჩოს გადაწყვეტილების მიმღები თანამშრომლების ნდობა ხელოვნურად გაზრდილიყო გ------- ე-------ისა და მ---- ს----–---–ის მიმართ, ი-–-- პ------–-–---–მა კონკრეტულად დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, საწერი საშუალებებით მათი პასპორტების სხვადასხვა გვერდებზე კუსტარულად და უკანონოდ შეიტანა საზღვრის კვეთის აღმნიშვნელი შტამპების ყალბი ანაბეჭდები, რომელთა თანახმად: გ------- ე-------ემ 2017 წლის 24 სექტემბერს ვითომდა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარიი (საქართველოს, ქ.თბილისი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „თბილისი“ („TBILISI”)), 2017 წლის 24 სექტემბერსვე იგი თითქოსდა შევიდა შენგენის ქვეყანაში (ავსტრიის რესპუბლიკა, ქ.ვენა, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „ვენა-შვეხატი“ („WIEN_SCHWECHAT”)), ხოლო 2017 წლის 28 სექტემბერს ვითომდა უკან გამოემგზავრა შენგენის ქვეყნიდან (ავსტრიის რესპუბლიკა, ქ. ვენა, სასაზღვრო გამტარი პუნქტიი „ვენა-შვეხატი“ („WIEN_SCHWECHAT”)), ხოლო მ---- ს----–---–მა 2017 წლის 20 ნოემბერს ვითომდა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი (საქართველო, ქ. ქუთაისი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „იმერეთი“ („IMERETI”)), 2017 წლის 20 ნოემბერსვე იგი თითქოსდა შევიდა შენგენის ქვეყანაში (იტალიის რესპუბლიკა, ქ. მილანი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „მალპენზა“ („MALPENSA”)), ხოლო 2017 წლის 26 ნოემბერს ვითომდა უკან გამოემგზავრა შენგენის ქვეყნიდან (ლიტვის რესპუბლიკა, ქ. ვილნიუსი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „ვილნიუსი“ („VILNIUS”)). ამის შემდეგ ყალბი მონაცემების მატარებელი ზემოხსენებული პასპორტები 2018 წლის 15 თებერვალს ი-–-- პ------–-–---–მა გაასაღა გ------- ე-------ეზე და მ---- ს----–---–ზე. თვის მხრივ, გ------- ე-------ემ და მ---- ს----–---–მა გამოყენების მიზნით, უკან დაიბრუნეს (შეიძინეს) თავიანთი გაყალბებული პასპორტები და 2018 წლის 15 თებერვალსვე წინასწარი შეცნობით ეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები - საქართველოს მოქალაქის პასპორტებში აშშ-ს ტურისტული ვიზის აღების მიზნით წარადგინეს (გამოიყენეს) ქ. თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოში.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - N------ და N------ მიმართვის წერილებით ქ. თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოდან; გ------- ე-------ის, მ---- ს----–---–ის, ი-–-- პ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; ინფორმაციით გ------- ე-------ის და მ---- ს----–---–ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ; მ---- ს----–---–ის და გ------- ე-------ის სახელზე გაცემული პასპორტების დათვალიერების ოქმებით; დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის N--------- და N--------- დასკვნებით; მ---- ს----–---–ის სახელზე გაცემული და გაყალბებული, საქართველოს მოქალაქის პასპორტით (დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომერი - 1--------); გ------- ე-------ის სახელზე გაცემული და გაყალბებული საქართველოს მოქალაქის პასპორტით (დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომერი - 1--------) და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა ი-–-- პ------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ი-–-- პ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ი-–-- პ------–-–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ი-–-- პ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-- პ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდეს 1 000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ ი-–-- პ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ი-–-- პ------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი