განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-325-17
(№№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი - დავით მუხიაშვილი;
დაცვის მხარე: ბრალდებული ზ----------------ი, დაბადებული 04.01.1--- წელს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------ს რაიონი, სოფელი ყ---------–-ა;
ადვოკატი ელდარ გვალია
თარჯიმანი თალე ალიევა
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 08 ივნისს დაახლოებით 14:30 საათზე, გ---------ს რაიონის სოფელ ყ---------–-ას საჯარო სკოლის ეზოში, ამავე სკოლის მოსწავლე საფა სადიკოვასთან დაკავშირებით ზ----------------სა და მ------------ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, ზ----------------მა სახის არეში ხელის არაერთგზის დარტყმის შედეგად მ------------ს ქვედა ყბის ტოტის ნამსხვრევი მოტეხილობის სახით მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის მ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ----------------ი არის მისი თანასოფლელი და რაიმე ახლობლური უ-------------- არ აქვთ. 2017 8 ივნისს დილით ადგა და სკოლაში წავიდა. თავდაპირველად ზ----------------ი ნახა სკოლის კორიდორში მეორე სართულზე. სკოლიდან რომ მოდიოდა სახლის მიმართულებით გაიგო, რომ ქამალი იყო მისული და საფას ეუბნებოდა, რომ ზოხრაბს იგი მოსწონდა და მისგანაც უნდა გადაეცა პასუხი მოსოწნდა თუ არა. შეატყო, რომ საფა განერვიულდა ამაზე, უცბად წამოავლო ჩანთას ხელი და კლასის დატოვება უნდოდა. ამ დროს იგი მივიდა საფასთან, ჰკითხა რა უთხრა ქამალმა, რაზეც უპასუხა, რომ ზოხრაბს მოსწონდა. მან საფას უთხრა სახლში წასულიყო და თვითონ კი ზოხრაბთან მივიდა, დაუძახა და უთხრა რომ ცოლი ჰყავდა და არ უხდებოდა ასეთი საქციელი, ჰკითხა ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი, რაც ზოხრაბმა დაუდასტურა და უთხრა, რომ მისგან არ ესწავლებოდა. ზოხრაბმა შესთავაზა ქვემოთ ჩასულიყვნენ სკოლის ეზოში და იქ ელაპარაკათ. სკოლის ეზოში იყო ოთხი კაცი იყო: კამალ გუსეინოვი, ელვინ აბდულაევი, თ------ გ-------ი და ზ----------------ი. ჩავიდნენ თუ არა ეგრევე ზ----------------მა მაშინვე ორჯერ დაარტყა ყბაში, შემდეგ ხელებით კისერში წაუჭირა და უთხრა - ,,მოგტეხე თუ არა კისერიო“. პირიდან სისხლი წამოუვიდა და წავიდა სახლში. სხვა პირებს არ დაურტყამთ, მხოლოდ ზოხრაბი ურტყამდა. პირველად რომ დაარტყა მაშინვე იგრძნო, რომ დაზიანება მიიღო. ორ ადგილას ჰქონდა მოტეხილობა. ეს ყველამ დაინახა და სახლში რომ მივიდა იქაც გაიგეს.
დაზარალებულის განმარტებით, მან მკურნალობა ჩაიტარა თბილისში, საავადმყოფო არ ახსოვს. 4 თვეა საჭმელს გამართულად ვერ ჭამს და ყბის ნაწილს ვერ გრძნობს. 6-7 თვის მერე ხელმეორე ოპერაცია დასჭირდება. იგი აბიტურიენტი იყო, გამოცდებისთვის ემზადებოდა და ამის გამო ვერ ჩააბარა. ზ----------------თან შერიგების სურვილი არ აქვს.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ ზ----------------ს ბავშვობიდან იცნობს. დაახლოებით 10-15 წელია. ერთმანეთს უბრალოდ ესალმებოდნენ. ერთად უთამაშიათ ფეხბურთი სკოლაში. ქამალი იყო მუსას კლასელი, რომელიც 16-17 წლის იქნება. საფა სადიკოვა მისი თანასოფლელია, 13-14 წლის იქნება. იგი იმის გამო გამოესარჩლა საფა სადიკოვას, რომ სიტყვიერად ეხებოდნენ, ზ----------------ი არიგებდა კამალ გუსეინოვს და ის მიდიოდა საფა სადიკოვასთან. უ-------------- ჰქონდა თუ არა საფა სადიკოვას ზ----------------თან მისთვის უცნობია, მაგრამ საფა ყველაფერს უყვებოდა მას. ამ ფაქტის შემდეგ ზ----------------ი მას არ შეხვედრია. მოითხოვს, რომ ზ----------------ი დააპატიმრონ. არ ეცოდება რადგან ზოხრაბს არ შეეცოდა თავად.
3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნიკოლოზ გაბახაძემ განაცხადა, რომ მუშაობს გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის პოზიციაზე. იცნობს ზ----------------ს, როგორც სოფელ ყ---------–-აში მცხოვრებს. მ------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. შემთხვევა მოხდა სკოლის ეზოში მ------------ს ზ----------------მა მიაყენა სხეულის დაზიანება, რაზედაც მიიღო შეტყობინება. ოპერატიული ინფორმაციით განსაზღვრა ფაქტის შემსწრე პირები. შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა სამი ბიჭი და ერთი გოგონა. მიღებული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას. აღნიშნული პირები დაკითხა გამომძიებელმა.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე მოწმე საფა სადიკოვა, მის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის სკოლის მოსწავლე, იცნობს ზ----------------ს, როგორც თანასოფლელს. ასევე იცნობს მ------------ს. საფა სადიკოვა იყო პირველ კლასში, ზ----------------ი იყო მეთორმეტე კლასში. როდესაც საფა მე-6, მე-7 კლასში სწავლობდა სკოლაში ზოხრაბი ხშირად მიდიოდა, შედიოდა მასთან კლასში. მე-7, მე-8 კლასში იქნებოდა ზოხრაბი, როდესაც დაქორწინდა, ცოლი და ახალი დაბადებული შვილი ჰყავს. არანაირი უ-------------- მასთან არ ჰქონია და არც აქვს. 8 ხშირად სკოლიდან რომ ბრუნდებოდა ხოლმე, ზოხრაბი მანქანით მის წინ მიდიოდა ძალიან ახლოს, უნდოდა, რომ შეეშინებინა, ეს ბევრჯერ გაუკეთებია, ახლოს მისვლისას ამუხრუჭებდა. ამის გამო ეშინოდა, ყურადღებას არ აქცევდა, თავს დახრიდა და ცდილობდა რაც შეიძლება მალე მისულიყო ხოლმე სახლში. სკოლის დამთავრების შემდეგ ზოხრაბმა ძალიან გაახშირა სკოლაში სიარული, შედიოდა სკოლაში, კორიდორებში იყო. სკოლა არის ორსართულიანი, თავად მე-2 სართულზე სწავლობს და შემთხვევის დღეს პირველ სართულზე ჰქონდა ხელოვნების გაკვეთილი. გაკვეთილიდან გავიდა და როდესაც პირველ სართულზე იყო და კიბეებზე ადიოდა ზოხრაბი, ქამალი და ელვირი კორიდორში ისხდნენ. საფა რომ დაინახეს გაუცინეს და უკან გაჰყვნენ. საფა კლასში შევიდა, მარტო იყო და ჩანთას ალაგებდა. ქამალმა კარი გააღო და საფას უთხრა, რომ რაღაც უნდა ეთქვა მისთვის და ცუდად არ გაეგო, ზოხრაბმა რაც უთხრა ის უნდა ეთქვა. საფამ არაფერი უპასუხა, თავისი საქმით იყო დაკავებული და გავიდა კლასიდან, არ უნდოდა მისი დანახვა. ქამალმა უთხრა, რომ ზოხრაბს მოსწონდა საფა და მეორე ცოლად უნდა მოეყვანა. საფამ ეს რომ გაიგო „გაგიჟდა“, ცუდ მდგომარეობაში იყო, ტირილი დაიწყო და კანკალებდა. ჩანთა აიღო და გაიქცა, მეორე სართულის კიბეებზე ჩამოდიოდა, ბიჭები, სამივე კიბეებზე ისხდნენ. იმ დროს იქ მარტო იყო მ------------ი. მუსასთან არ აქვს უ-------------- მხოლოდ სკოლელია და იქიდან იცნობს. მუსა საფაზე 3 წლით უფროსია. საფა სკოლიდან გავიდა და ბიჭები უკან მისდევდნენ სიცილით. უკვე შუა გზაზე იყო საფა, უკან მიიხედა და დაინახა რომ ჩხუბობდნენ. მუსამ უთხრა ზოხრაბს რატომ მიჰყვებოდა საფას, ის ბავშვი იყო. საფამ ხმაური გაიგო, ყვირილი იყო -„რა შენი საქმე იყო“, რომ მიიხედა დაინახა, რომ ზოხრაბი მუსას მუშტს ურტყამდა. ერთი ორჯერ, სამჯერ დაარტყა ყბაში, რომელი ხელით გაარტყა არ ახსოვს. არ იცის მუსამ გაარტყა თუ არა. ამას ხედავდა დაახლოებით 20-25 ნაბიჯის დაშორებით. ეს რომ დაინახა შეეშინდა სახლში წავიდა სირბილით და დედას მოუყვა ყველაფერი, რათა დედა დახმარებოდა. დედა სკოლაში წავიდა იმის სანახავად თუ რა ხდებოდა, მაგრამ ყველაფერი დამთავრებული იყო. კონფლიქტი იმიტომ მოხდა, რომ მუსა საფას გამოესარჩლა.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ პირადად როცა ხვდებოდა ზოხრაბი არაფერს ეუბნებოდა, უცინოდა და უმღეროდა. საფა არ ელაპარაკებოდა, როცა დაინახავდა სახეს იცვლიდა, ძირს იყურებოდა და თავის გზაზე მიდიოდა. ამ ამბის შემდეგ საფამ სკოლა შეიცვალა. ზოხრაბის სახლი სოფლის სკოლის უკან არის, ეშინოდა და ძველ სკოლაში სწავლა არ შეეძლო, დარწმუნებით იცოდა რომ ზოხრაბი ისევ მივიდოდა თუ იქ გააგრძელებდა სწავლას. ამ ამბის შემდეგ ზოხრაბს საფასთან არც ტელეფონზე და არც პირადად კომუნიკაცია არ ჰქონია. ახლაც ვერ რჩება სახლში მარტო და გზაზე ვერ გადის. ეშინია რომ რამეს ეტყვის ან რამეს გაუკეთებს ზოხრაბი, არ უნდა მისი დანახვა, სძულს, რადგან მის გამო დატოვა მასწავლებლები, კლასელები და ისეთ სკოლაში გადავიდა, სადაც არავის იცნობს.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე ელვირ ა------–-–---მა განაცხადა, რომ იცნობს ზ----------------ს, მეგობრები არიან, კლასელები იყვნენ. მ------------ს სკოლიდან იცნობს, უბრალოდ ესალმებიან ერთმანეთს. მუსას და ზოხრაბს შორის მოხდა ჩხუბი, ზუსტად არ ახსოვს რიცხვი. ერთმანეთს დაარტყეს. ზოხრაბს და მუსას რა საუბარი ჰქონდათ ერთმანეთში არ იცის. ზოხრაბი და მუსა წინ მიდიოდნენ, ელვირ აბდულაევი უკან მიყვებოდა მათ, მოშორებით იყო. სკოლის მეორე სართულზე იყო თუ არა ელვირს არ ახსოვს. მუსა იყო ზოხრაბთან მისული იმის გამო, რომ თითქოს ზოხრაბს ვიღაც გოგოსთვის რაღაც უთქვამს. ქამალ გუსეინოვი იქ იყო თუ არა არ ახსოვს. მუსა და ზოხრაბი გააშველეს, მუსა ცოტახანს იდგა ელვირთან ერთად, მას ჩხუბის შემდეგ სისხლიანი ტუჩები ჰქონდა. მუსა ჯერ წავიდა წყლის დასალევად და მერე სახლში. ელვირმა დაინახა, რომ მუსას და ზოხრაბს ჰქონდათ ჩხუბი, მაგრამ არ დაუნახავს პირველმა ვინ დაარტყა ან როგორ მოხდა. არ ახსოვს მუსამ დაარტყა თუ არა ზოხრაბს. მომხდართან დაკავშირებით წაიყვანეს განყოფილებაში და იქ მისცა ჩვენება, სადაც ესწრებოდა თარჯიმანი. შემდეგ თარჯიმანმა წაუკითხა მისი ჩვენება, რაც ხელმოწერით დაადასტურა. მოწმეს წარედგინა 2017 წლის 08 ივნისის გამოკითხვის ოქმი, მოწმემ დაადასტურა ოქმზე ხელმოწერის სისწორე.
პროკურორმა გამოაქვეყნა გამოკითხვის ოქმი, რაზეც ელვირ აბდულაევმა თქვა, რომ დაზუსტებით არ ახსოვს, სახლიდან წაიყვანეს განყოფილებაში, იქ ცოტა ეშინოდა მშობლების გამო, რომ ცუდად არ გამხდარიყვნენ. პოლიციის მხრიდან მუქარა და ზეწოლა არ ყოფილა. მომხდარის შესახებ მაშინ კარგად ახსოვდა ვიდრე ეხლა. გამომძიებელს ჩვენების მიცემის დროს სიმართლე უთხრა.
3.4. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე კამალ გუსეინოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ზ----------------ი არის მისი მეგობარი. მ------------ი არის მისი კლასელი, მეგობრული უ-------------- არ აქვთ. ერთ დღეს სკოლაში იყვნენ შეკრებილები, კამალთან მივიდა ზოხრაბი და უთხრა, რომ მას გოგო მოსწონდა და მასთან მისულიყო და ეთქვა ამის შესახებ. კამალი მივიდა და საფას უთხრა ზოხრაბის დანაბარები. როდესაც დაბლა ჩავიდა დაინახა, რომ მუსა და ზოხრაბი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. შემდეგ დაინახა რომ ერთმანეთს ურტყამდნენ, მივიდნენ და გააშველეს. მუსა წაქცეული იყო, ააყენეს და წყლის დასალევად მიიყვანეს ონკანთან. მუსას სისხლი სდიოდა კბილებიდან. ქამალმა მუსა თავდაპირველად ნახა სკოლაში, მეორე სართულზე. მუსა და ზოხრაბი ჯერ სკოლის მეორე სართულზე საუბრობდნენ, შემდეგ ჩავიდნენ ნელ-ნელა ეზოში. ჩხუბი მოხდა სკოლის ახლოს საპირფარეშოსთან. კამალ გუსეინოვი ბიჭებთან ერთად იყო მოშორებით, ჩხუბის ხმა შემოესმათ და მივიდნენ გასაშველებლად. ჩხუბის მერე ნახა ზოხრაბი, რომელსაც ყელზე ნაკაწრები ჰქონდა, რომელიც ალბათ ჩხუბის შედეგად ჰქონდა. კამალ გუსეინოვმა გამოძიებაში მისცა სწორი ჩვენება, დაკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი. ჩვენება წაუკითხა თარჯიმანმა და მოაწერა ხელი. კამალ გუსეინოვმა დაადასტურა, რომ გამოკითხვის ოქმებზე არის მისი ხელმოწერა. გამოკითხვას ესწრებოდა კამალის დედა.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან ვერ დაინახა ჩხუბი პირველმა ვინ დაიწყო ზ----------------მა თუ მ------------მა. იცი, რომ ჩხუბი გოგოს გამო დაიწყო, მუსა გამოესარჩლა გოგოს ზოხრაბის წინაშე. მუსამ მიაყენა თუ არა ზოხრაბს შეურაცხყოფა არ იცის, რადგან მოშორებით იყო. მუსას უყვარდა ის გოგონა და ზოხრაბს ეუბნებოდა, რომ მას მეუღლე ჰყავდა და გოგოსთვის თავი დაენებებინა. ამ დროს მუსა ხმამაღლა მიმართავდა ზოხრაბს და შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
3.5. სასამართლო პროცესზე მოწმე ხანუმ მუსაევმა განაცხადა, რომ არის მ------------ის დედა. ზ----------------ი არის მისი თანასოფლელი და თავის შვილთან კონფლიქტის შემდეგ იცნობს. სახლში არ იყო, მას დაუძახეს და სახლში რომ მივიდა შვილს სახე ძალიან ცუდ დღეში ჰქონდა. ცალი მხარე საერთოდ არ ჰქონდა, ნაცემი და დასისხლიანებული იყო. წაიყვანეს საავადმყოფოში მანქანით. რენტგენის გადაღების შემდეგ დადგინდა, რომ ორ ადგილას ჰქონდა მოტეხილობა. დიღომში, საავადმყოფოშივე ჩაუტარდა მკურნალობა. როგორც ხანუმ მუსაევამ იცის, ვიღაც დაოჯახებული პიროვნება (ზ----------------ი) პატარა გოგოს რაღაცებს ეუბნებოდა და მისმა შვილმა უთხრა, რომ დაენებებინა თავი პატარა გოგოსთვის. ამის შემდეგ ჩხუბი მოხდა. მისი შვილი არ არის ჩხუბისთავი, წყნარი ბავშვია. მან დედას უთხრა, რომ ზ----------------ი სკოლის წინ ექაჩებოდა, შემდეგ გვერდით გაიყვანა, არანაირი კითხვა არ დაუსვამს და სცემა. მ. მუსაევი საავადმყოფოში ერთი კვირა დარჩა. მას ერთი ოპერაცია კიდევ უნდა ჩაუტარდეს. იგი ზ----------------ის და მ------------ის ჩხუბს არ შესწრებია, იმ დროს ბაზარში იყო. ზ----------------ს ზიანის ანაზღაურება, მკურნალობის ხარჯების არ უცდია.
3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე დავით კობახიძემ განაცხადა, რომ მუშაობს თსსუ გივი ჟვანია სახელობის პედიატრიულ აკადემიურ კლინიკაში ყბა-სახის ქირურგად. არ იცნობს ზ----------------ს. მ------------ს იცნობს როგორც პაციენტს. 2018 წლის 08 ივნისს მ------------ი შევიდა კლინიკაში 16:20 საათზე, მოთავსდა ემერჯენსის განყოფილებაში. გასინჯა ნერვოლოგმა, ემერჯესის ექიმმა, დავით კობახიძემ, როგორც ვიწრო სპეციალიზაციის ქირურგმა. ნერვოლოგის დასკვნით იყო თავის ტვინის შერყევა. ასევე აღენიშნებოდა ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა, ეს იყო მარჯვენა მხარეს და გასწვრივი ტოტი. რის გამოც მოთავსდა კლინიკაში. ოპერაცია გაუკეთა თავად და ასისტენტმა, პაციენტი იყო არასრულწლოვანი, მან მშობლის გადმოცემით იცის, რომ დაახლოებით 14:00 საათზე პაციენტი სცემეს სკოლის ეზოში. ოპერაცია თავისი მიმდინარეობით აღწერილია როგორც ისტორიაში, ასევე საოპერაციო პროტოკოლში. ისტორია ინახებოდა კლინიკაში.
3.7. მოწმე ნ-----------–---–ის განმარტებით, იგი მუშაობს გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში თარჯიმნად. ზ----------------ს იცნობს როგორც გვერდით სოფელში მცხოვრებს, მასთან არანაირი უ-------------- არ ჰქონია. მ------------ს იცნობს გამოკითხვიდან. თავად აგთაკლიაში ცხოვრობს. მოწმის დაკითხვის დროს როდესაც პირმა არ იცის ქართული ენა მას აფრთხილებენ ხელწერილით თარჯიმნის უფლება-მოვალეობის შესახებ. შემდეგ იწყება გამოკითხვა და ნ-----------–---–ი გამოსაკითხ პირებს უსვამს იმ კითხვას, რაც გამომძიებელს აინტერესებს. უთარგმნის აზერბაიჯანულად და შემდეგ მის ნათქვამს თარგმნის ქართულად. როდესაც თარგმნის გამომძიებელი წერს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ გამომძიებელი ამოიღებს ოქმს, რომელსაც თავად უთარგმნის გამოსაკითხ პირს მისთვის გასაგებ ენაზე. თუ ზუსტად ის თარგმანია, რაზეც მოწმე საუბრობს, მოწმე აწერს ხელს, თავადაც ადასტურებს ხელისმოწერით. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსაკითხ პირს არ ესმის სამართალწარმოების ენა, ნ. თ-----–---–ი უხსნის მარტივად გასაგები ენით, რასაც ყოველდღიურ საუბარში ხმარობენ. პროკურორმა წარუდგინა ელვირ აბდულაევის გამოკითხვის ოქმი, რომელზეც ნ-----------–---–მა დაადასტურა თავისი ხელმოწერა. კამალ გუსეინოვის და ტურაბ გ-------ის, ზ----------------ის გამოკითხვის ოქმზე ასევე დაადასტურა თავისი ხელმოწერა. ასევე დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში თავისი ხელმოწერა. ქართულად შესრულებულ ტექსტებზე ნ-----------–---–ი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ნამდვილად ესწრებოდა და თარგმნიდა.
3.8. გამომძიებლის მ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ---------------------–- სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ზ----------------ს და მ------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2017 წლის 08 ივნისს მ-------------–---–ს, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებულ გამომძიებელს, დაეწერა საქმე. განახორციელა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მოწმეების, ასევე არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა, თარჯიმნის (რადგან აზერბაიჯანელები იყვნენ) და კანონიერი წარმომადგენლის (რადგან არასრულწლოვნები იყვნენ) თანდასწრებით. ჩაატარა ორი საგამოძიებო ექსპერიმენტი არასრულწლოვნებთან საფა სადიკოვასთან და მ------------თან. დაკითხა მოწმეები - ზ----------------ის მეგობრები, ნაცნობები, ასევე გაცვალა მტკიცებულებები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები მისი უშუალო მონაწილეობით არის ჩატარებული. მ-------------–---–მა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა.
3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა ასევე მოწმე კ---------------------–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ მუშაობს შსს გ---------------------–- სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ზ----------------ს და მ------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. აღნიშნულ სს საქმეში იგი იყო საგამოძიებო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ამის შესახებ გადაწყვეტილება განყოფილების უფროსმა მიიღო. დადგენილება ამის თაობაზე არ ყოფილა მიღებული, ზეპირსიტყვიერად მოხდა. საქმის ირგვლივ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმის სახით გამოკითხა ზ----------------ი. პროკურორმა წარუდგინა საქმის მასალებიდან 2017 წლის 08 ივნისის გამოკითხვის ოქმი. მოწმემ დაადასტურა რომ მის მიერ ჩატარდა გამოკითხვა, დაადასტურა სისწორე და ავთენტურობა. ასევე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი ზ----------------თან. გამოძიებაში ფაქტიური მონაწილეობა არ მიუღია, დამხმარე გამომძიებელი იყო და ეხმარებოდა გამომძიებელ მ-------------–---–ს. კ---------------------–---–მა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა.
3.10. მოწმე გ---–---------ემ განმარტა, რომ მუშაობს ქ-------------–ის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში უფროსი ექსპერტის პოზიციაზე. არ იცნობს მ------------ს და ზ----------------ს. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, შემოწმდა ზ----------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ზოხრაბ გ-------მა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მიუთითა ის ადგილი, სადაც მან არასრულწლოვანს, სკოლის მოსწავლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მიუთითა თუ სად მოხდა კონკრეტული ფაქტი. მოხდა ფოტოგრაფირება, გადაღებულია სამი სურათი. სხვა მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ-------------–ის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში უფროსი ექსპერტის პოზიციაზე. არ იცნობს ზ----------------ს. საქმიდან გამომდინარე შეხვედრია მ------------ს. 2017 წლის 08 ივნისს მის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ ყ---------–-აში უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო ექსპერიმენტი. გავიდა გამოძახებაზე, მივიდნენ სკოლის ეზოში, სადაც დახვდა საფა სადიკოვი, რომელმაც მიუთითა თუ სად მოხდა ჩხუბი ბიჭებს შორის. მოწმის მიერ მითითებულ ადგილზე მის მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათი. ასევე მონაწილეობა მიიღო მეორე საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც დ----------------–--ლთან ერთად იღებდა მონაწილეობას. შემოწმდა მ------------ის ჩვენება. მან მიუთითა ადგილი თუ სად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ზ----------------მა. მის მიერ ასევე გადაღებული იქნა სურათები. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე და დაადასტურა თავისი ხელმოწერის ნამდვილობა.
3.12. მოწმე დ-----------–---–მა განაცხადა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დ----------------–--ლი, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქ-------------–ის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტის პოზიციაზე. არ იცნობს ზ----------------ს და მ------------ს. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში თავის მეწყვილესთან-ნ----------------–---–თან ერთად, რომელშიც მ------------მა მიუთითა ადგილი სადაც სცემეს. გადაიღეს ფოტოაპარატით სურათები და მან დააფიქსირა თავისი ხელმოწერა ოქმში.
3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი მ--------–----------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე. (ს.ფ128-130) ამ დასკვნის თანახმად:
1,2,3/.თსს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N4537-ის მონაცემებით მ------------ს 08/06/2017 წ. აღენიშნებოდა ლორწოვანი გარსის ნახეთქი ჭრილობა 44-45 -ე კბილების მიდამოში იოლი შეცილებით, მარცხნივ ქვედა ყბის ტოტის ნამსხვრევი მოტეხილობა ,ფრაგმენტების მედიალური ცთომით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნებს .ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ასევე დამატებით განმარტა, რომ მუშაობს რუსთავის სასამართლო ექსპერტიზის განყოფილებაში სამედიცინო ექსპერტის თანამდებობაზე. არ იცნობს ზ----------------ს და მ------------ს. 2017 წლის 16 ივნისს ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მ------------ის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, კერძოდ, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N4537-ის მონაცემებით, სადაც აღნიშნულია, რომ მ------------ს 8 ივნისს, როდესაც ის კლინიკაში შევიდა, აღენიშნებოდა ლორწოვანი გარსის ნახეთქი ჭრილობა. კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით და ოპერაციულად დაუდგინდა ქვედა ყბის სხეულის მოტეხილობა იოლი შეცილებით, მარცხნივ ქვედა ყბის ტოტის ნამსხვრევი მოტეხილობა ფრაგმენტების მედიალური ცთომით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. სამედიცინო დოკუმენტებში დაფიქსირებული მ------------ის მკურნალობასთან დაკავშირებული შედები საკმარისი იყო დასკვნის გასაკეთებლად. ქვედა ყბა იყო მოტეხილი მეტი მონაცემები არ იყო საჭირო, ქვედა ყბის მოტეხილობის გამო მიეცა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
3.14. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგინილია, რომ (ს.ფ 1) 08.06.2017 წელს გ---------------------–- სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სს N0----------- საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის დაწყებას საფუძველად დაედო ის ფაქტი, რომ 2017 წლის 08 ივნისს გ----------------------------–-----------–--ში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე სოფელში მცხოვრებ მ------------ს.
3.15 N1361274 შეტყობინების (ს.ფ 2) მიხედვით, ჟვანიას კლინიკა ექ. კობახიძის მიერ გ---------------------–- სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში 2017 წლის 8 ივნისს შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე რომ კლინიკაში შეიყვანეს გ---------ს რ-ნის სოფ. ყ---------–-აში მცხოვრები 17 წლის მ------------ი, მშობლების განმარტებით იმავე დღეს ცემეს სკოლის ეზოში.
3.16. გ---------------------–- სამმართველოს გაჩიანის განყოფილების უფროსი პოლიიციის მაიორი ზ----------------–---–-ს 08/06/2017 წლის პატაკით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 ივნისს გ---------ს რაიონის სოფელ ყ---------–-აში 04/08.1999 წ/დ მუსა რ-----ს ძე მუსაევს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებმა 1--- წ/დ ზოხრაბ მ--–----ს ძე გ-------მა, რასაც შეესწრნენ ამავე სოფელში მცხოვრებნი 2000 წ/დ კამალ ნ---------ს ძე გუსეინოვი, 1996 წ/დ ე-–-------–-----------------–---ი, 2000 წ/დ ტ------–-------ის ძე გ-------ი და 2002 წ/დ საფა შახმირის ასული სადიკოვა.
3.17. 2017 წლის 08 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით (ს.ფ 19-24) გ---------------------–- სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-------------–---–მა ქ-------------–ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილების სამსახურის ექსპერტების ნ----------------–---–ის, თარჯიმნის ნ-----------–---–ის, მშობლის ხ-----------------ას, არასრულწლოვნის საფა სადიკოვას, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ამირხან მამედოვის თანდასწრებით წაკითხულ იქნა საფა სადიკოვას ჩვენება, რომელსაც საფა სადიკოვა სრულად დაეთანხმა, ამის შემდგომ კი დაიწყო საგამოძიებო ექსპერიმენტი ,რომელიც ხორციელდება მოწმის საფა სადიკოვას ჩვენების შემოწმებისა და რეალური ფაქტების აღდგენის მიზნით. ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები სამსახურეობრივი ავტომანქანებით გაემართნენ გ---------ს რაიონის სოფელი ყ---------–-ისკენ. ცენტრალური მაგისტრალური გზით გადაუხვიეს მარცხნივ ,სოფლის მიმართულებით, მივიდნენ სოფელში არსებულ სკოლასთან . საფა სადიკოვამ მიუთითა კ---------–-ის საჯარო სკოლის ეზოში ის ადგილი სადაც მოხდა კონფლიქტი ზ----------------სა და მ------------ს შორის და სადაც ზოხრაბმა სცემა მ------------ი. აღნიშნულმა პიროვნებამ ასევე მიუთითა ის ადგილი, საიდანაც დაინახა კონფლიქტი და მ------------ის ცემის ფაქტი . ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ გადაღებულ იქნა ფოტო-სურათები რის შემდგომაც საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.
3.18. 2017 წლის 19 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად (ს.ფ 123-127), გ---------------------–- სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---------------------–---–მა ქ-------------–ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის გ---–---------ის, თარჯიმნის ნ-----------–---–ის, მოწმის ზ----------------ის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ამერხან მამედოვის თანდასწრებით წაკითხული იქნა ზ----------------ის ჩვენება, რომელსაც ზ----------------ი დაეთანხმა სრულად. ამის შემდეგ კი დაიწყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ხორციელდებოდა მოწმის ზ----------------ის ჩვენების შემოწმებისა და რეალური ფაქტების აღდგენის მიზნით. ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები სამსახურეობრივი ავტო-მანქანებით გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ, სადაც ზ----------------მა მიუთითა მ------------ის ცემის ადგილი. ,ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ გადაღებულ იქნა ფოტო-სურათები, რის შემდეგაც საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.
3.19. 2017 წლის 26 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია (ს.ფ 152-157) , რომ გ---------------------–- სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-------------–---–მა ქ-------------–ის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტების ნ----------------–---–ის, ექსპერტის დ------------–---–ის, თარჯიმნის ნ-----------–---–ის, არასრულწლოვნის მ------------ის, მისი წარმომადგენლის ა-----------------ას, ადვოკატ ლ--–-----------ის თანდასწრებით წაკითხულ იქნა მ------------ის ჩვენება, რომელსაც მ------------ი სრულად დაეთანხმა. ამის შემდგომ დაიწყო საგამოძიებო ექსპერიმენტი. აღნიშნული განხორციელდა მ------------ის ჩვენების შემოწმებისა და რეალური ფაქტების აღდგენის მიზნით. ზემოაღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები სამსახურეობრივი ავტომანქანებით გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ, ცენტრალური მაგისტრალური გზიდან გადაუხვიეს მარცხნივ შემდგომში მიყვნენ გზას სოფელ კ---------–---კენ და მივიდნენ სოფ. კ---------–-ის საჯარო სკოლასთან. აღნიშნულ ადგილზე, სკოლის წინ მ------------მა მიუთითა ის ადგილი, სადაც მასსა და ზ----------------ს შორის მოხდა სიტყვიერი კამათი, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მ------------მა მიუთითა სწორედ ის ადგილი, სადაც ზ----------------მა სცემა იგი. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ გადაღებულ იქნა ფოტო-სურათები, რის შემდეგაც საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.
3.20. სასამართლოს ხდომაზე ჩვენება მისა ბრალდებულმა ზ----------------მა, რომელმაც თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზ----------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს ზ----------------ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 08 ივნისს დაახლოებით 14:30 საათზე, გ---------ს რაიონის სოფელ ყ---------–-ას საჯარო სკოლის ეზოში, ამავე სკოლის მოსწავლე საფა სადიკოვასთან დაკავშირებით ზ----------------სა და მ------------ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, ზ----------------მა სახის არეში ხელის არაერთგზის დარტყმის შედეგად მ------------ს ქვედა ყბის ტოტის ნამსხვრევი მოტეხილობის სახით მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება არ არის საშიში სიცოცხლისათვის და არ იწვევს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს. იგი დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.
ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ქვეშ იგულისხმება დაზიანებასთან უშუალოდ დაკავშირებული შედეგები (დაავადებები, ფუნქციის მოშლა და ა. შ), სამ კვირაზე მეტი ხანგრძლივობით. საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლები დაკარგვა გულისხმობს მის დაკარგვას 10-დან 33 %-მდე. ეს ყველაფერი განისაზღვრება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ.
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას განეკუთვნება: წვრილი ძვლების, მკერდის ძვლის გაბზარვა ან მოტეხილობა; ერთ ყურში სმენის დაკარგვა; წვრილი სახსრების ღრძობა; ხელსა და ფეხზე თითის დაკარგვა; მსუბუქ ქსოვილების დაზიანება; მცირე ხარისხით ხერხემლის ფუნქციის მოშლა და სხვ., რაც ცხადია საშიში არ არის სიცოცხლისათვის და არ იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღნიშნულ შედეგებს.
დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის საჭიროა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლში ჩამოთვლილი მძიმე შედეგებიდან ერთ-ერთის დადგომა. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულ ზ----------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან - ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, რომ ზ----------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის დღევანდელ მატერიალურ მდგომარეობას, შესაბამისად მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000(ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ზ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის სრულად გადახდის შემდგომ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000(ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ზ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ.
4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.
5. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი