განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN020100118002508413(1/337-2018)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2018 წელი ქ.ზუგ------
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- ლი-------–---
დაცვის მხარე: ადვოკატი- ვა-----------------
ბრალდებული- ზვ---------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ზვ--------------- მიმართ
მამის სახელი: პა------
დაბადებული: 30.05.1--- წელს
პირადი ნომერი:62---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ზუ--------------------------–----------------–------------------
რეგისტრირებული: გა----------------------–-------------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ზვ--------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვ-- ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვა-–-სწინებული შედეგი.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
ზვ-------------- 1998 წლიდან 2017 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნა------------სთან, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი. ზვ-------------- და ნა------------ განქორწინდნენ 2017- წლის 21 ივლისს, მაგრამ მიუხედავად განქორწინებისა კვლავ განაგრძობდნენ თანაცხოვრებას და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 12 მარტს დღის საათებში ქ. ზუ------–-----------------------------------–- ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზვ--------------- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ნა------------ს, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, ნა------------მ დახმარების მიზნით გამოიძახა საპატრულო პოლიციიის თანამშრომლები, რომლებმაც ზვ--------------- შეუდგინეს შემაკავებელი ორდერი და მას 30 დღით აეკრძალა ნა------------სთან მიახლოება. მიუხედავად შემაკავებელი ორდერისა, 2018 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში კვლავ ალკოჰოლური სიმთვრა-–-ს მდგომარეობაში მყოფი ზვ-------------- მივიდა ქ. ზუ------–-----------------------------------–- მდებარე ნა------------ს საცხოვრებელ ბინაში და ითხოვდა მასთან შერიგებას. უარის მიღების შემდეგ მან კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ყოფილ მეუღლეს -ნა------------ს, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და აგინებდა მას, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ნა------------ს მიერ დასახმარებლად გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის ზვ-------------- დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ზუგ------ს რა----ული სასამართლოს დადგენილებით შეეფარდა ადმინისტრა- ციული პატიმრობა 7 დღის ვადით.
მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, 2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ზუ------–---------------------------------–-, ურთიერთშელაპარაკების გამო ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზვ--------------- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს -ნა------------ს, კერძოდ ზვ--------------- ნა------------ს ჩაუკეტა მისივე საცხოვრებელი ბინის კარები და არ აძლევდა შესვლის უფლებას, მიმართავდა უცენზურო სიტყვვებით და აგინებდა მას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვა-–-სწინებული შედეგი.
2018 წლის 13 ივლისს არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვა-–-სწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართა-–-, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ზვ--------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძა-–-ს მქონე, ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.
ბრალდებულ ზვ--------------- აღიარებით
2018 წლის 12 მარტის N00---- შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით (ს.ფ 4- 6)
2018 წლის 20 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (ს.ფ 127)
ზუგ------ს რა----ული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (ს.ფ 136-138)
2018 წლის 18 მაისის შემთხვევის ადგილის დათვა-–-ერების ოქმით (ს.ფ 38-53)
2018 წლის 19 მაისის საქართველოს შსს სამსახურებრივ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში - in-----------------------ს დათვა-–-ერების ოქმით (ს.ფ 79-80)
დაზარალებულ ნა------------ს გამოკითხვის ოქმით.
მოწმეების ვი---–-----------------------------------–-------------ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთე- ლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვა-–-სწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგე- ბლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზი- კური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძა-–-, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძა-–-, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევ--ნ ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზვ-------------- და ნა------------ს შორის ქორწინება შეწყვეტილია, მაგრამ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ეწევ--ნ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა დისკირიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითა- რება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს-საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვა-–-სწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ მეუღლის, ნა------------ს მიმართ ჩადენილია ფსიქოლოგიური ძალადობა, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვ--.
სუბიექტური მხრივ ზვ--------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნო- ბიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვა-–-სწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვა-–-სწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთო- ბლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყა-–-ბებული ყველა დასკვნა დაგადაწყვე- ტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლო- ბასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანა-–-ზით და სამართლებრივი შეფა- სებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძა-–-ს მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ზვ--------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვ-- ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვა-–-სწინებული შედეგი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზვ--------------- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ დაავადებულია ფილტვის დისიმინირებული ტუბერკულოზით, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვა-–-სწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-–-ზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვა-–-სწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვა-–-სწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
ზვ--------------- აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრა-–- ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, არის ავადმყოფი და საჭიროებს მკურნალობას, კვების და ცხოვრების შესაბამის პირობებს, მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით რეალური სასჯელის გამოყენება ზემოაღნიშნული გარემოების გათვა-–-სწინებით არ იქნება თანაზომიერი და პროპორციული და შეიძლება გამოიწვიოს მისი ტანჯვა, შესაბამისად სამართლიანობის აღდგენის, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვა-–-სწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ ზვ--------------- მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის და შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვა-–-სწინებული სასჯელის მიზნებს, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოცია-–-ზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვა-–-ს- წინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახა-–- დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნე- ლოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცი- ლებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ზვ-------------- (პირადი ნომერი 62---------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.ზვ--------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 17 ივლისის 17:15 საათიდან.
3.ზვ--------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 მაისიდან 2018 წლის 17 ივლისის ჩათვლით.
4.ზვ--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად ზვ--------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ( ზუ--------------------------–----------------–------------------)
6.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად ზვ--------------- დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგ------ს რა----ული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნატრული აკობია