გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.08.2018
საქმის ნომერი
330210016001606315
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3---------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე - მა------------–---–------ი.

მოსარჩელე - არ------------------ი.

მოსარჩელე - მა-------------ე.

წარმომადგენელი - ნა-----------–---–ი.

მოპასუხე - ქ. თ---–----------–----–--------------- - ის----------------------ა.

წარმომადგენელი - ნი--- ნო----ე.

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული).

1.1. დადებულად იქნას ცნობილი 19-- წლის 19 ი------- ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამყიდველს ნი---------------ას და მყიდველებს კა-------–---–-----ნს, ნი----–-------------ეს და იუ---------------ს შორის საცხოვრებელ სადგომზე მდებარე, თბილისი ფო----ს (ავ-------ლ კვ--------–-------ის) ქ. №---ში და შესაბამისად მესაკუთრეებად იქნან ცნობილი მა------------–---–------ი სახლის პირველ სართულზე ერთი ოთახის შუშაბანდით და მეორე სართულზე (ფასადის მხარე) ორი ოთახის სამზარეულოთი, მა-------------ე პირველ სართულზე ორი ოთახის და სარდაფის, არ------------------ი პირველ სართულზე ერთი ოთახის.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სადგომები მდებარეობს თბილისში, ფ------------- №---ში, ორ სართულიან შენობა-ნაგებობაში, რომელიც საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდა ნი---------–--------–---------------ს საკუთრებას. ვი--იდან 60-იან წლებში მიმდი--რეობდა კერძო მესაკუთრეებისათვის საკუთრების კონფისკაციის პროცესი, ნი---------------ამ ფორმის დაუცველად დადებული ში--ურული ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდა საცხოვრებელი სადგომები მოსარჩელეთა წი--პრებზე: კა-------–---–-----ნზე, რომელიც მა------------–---–------ის მამამთილი იყო, ნი----–-------------ეზე - მოსარჩელე მა-------------ის მამამთილზე და იუ---------------ზე, რომელიც იყო არ------------------ის მამა. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 19-- წლის 19 ი-------, ხოლო 19-- წლის 30 მ---- თბილისის საქალაქო აღმასკომმა ჩამოართვა მესაკუთრე ნი---------------ას ფ------------- №---ში მდებარე სახლი და იგი გადასცა 26 კომისრის საბი--ო სამმართველოს. მოსარჩელეები დღემდე კეთილსინდისიერად ფლობენ მათ საცხოვრებელ სადგომს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად: მა------------–---–------ი 39,12 კვ. მეტრი საცხოვრებელ ფართს შენობის პირველ სართულზე, 97,28 კვ. მეტრს სადგომს მეორე სართულზე და 17,65 კვ. მეტრ სარდაფს; არ------------------ი ფლობს 32,45 კვ. მეტრ ფართს და მა-------------ე ფლობს 59,66 კვ. მეტრს ფართს 11,83 კვ. მეტრი სარდაფით.

 

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ვი--იდან 19-- წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამოართვა ნი---------------ას უძრავი ქონება და გადასცა იგი იმჟამინდელ 26 კომისრის რაიონის საბი--ო სამმართველოს და შესაბამისად ნი---------------ას უფლებამონაცვლე გახდა ეს უკანასკნელი, ანუ დღეის მდგომარეობით ის----------------------ა.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე ის----------------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით ის----------------------ა წი--მდებარე დავაზე არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან კომუნალურ ფონდში ჩარიცხული ქონების განკარგვის უფლება აქვს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით მოცემულ დავაზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ სახ--–-–-------------------------–------------.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონებაზე მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ფ------------- №--, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) – სართულების რაოდენობა 2, საერთო ფართი 177,51 კვ. მეტრი, საცხოვრებელი ფართი 125,59 კვ. მეტრი, დამხმარე ფართი 51,92 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ვც’’ (საპირფარეშო) - უფლება აღრიცხული არ არის.

 

სააღრიცხვო მასალის თავფურცელზე მფლობელთა სიაში დაფიქსირებულია რუსულენოვანი წარწერით ,---–------- N-- (საბი--ო მეურნეობის სამმართველო N--).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათება (ს.ფ. 15);

 

3.1.2. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 19-- წლის 30 მ----- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 26 კომისრის რაიონის საბჭოს აღმასკომის შუამდგომლობა უპატრონო სახლების კომუნალურ საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხვის შესახებ და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 19-- წლის 31 მ----- №1-- დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად მიღებული იქნა კომუნალურ ფონდში უპატრონო სახლები, მათ შორის: ფ------------- №---ში მდებარე სახლი, რომელიც ეკუთვნოდა მოქალაქე ნი-- მი----–ს ასულ არ----------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 19-- წლის 30 მ----- სხდომის ოქმი №-- (ს.ფ. 16-18);

 

3.1.3. დადგენილია, რომ 19-- წლის 19 ი------- შედგენილია ხელწერილი, რომლის თანახმად ნი---------–-----------------ვამ მისი სახლის პირველო სართულზე ერთი ოთახი შუშაბანდით და მეორე სართულზე (ფასადის მხარე) ორი ოთახი სამზარეულოთი მიყიდა კა----- მა-------იჩ ლუ-–------ს 7000 მანეთად. ასევე პირველ სართულზე (ფასადის მხარე) ორი ოთახი და სარდაფი მიყიდა ნი----–-------------ეს 3000 მანეთად და პირველ სართულზე დარჩენილი ერთი ოთახი სამიათას მანეთად, ფარდულით მიყიდა იუ--- გე---------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელწერილი (ს.ფ. 12, 197);

 

3.1.4. დადგენილია, რომ მა------------–---–------ი 19-- წლის 22 მ-------- რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ფ------------- №--. ამავე მისამართზე იყო რეგისტრირებული 19-- წლის 23 ი--–------- მა------------–---–------ის გარდაცვლილი მეუღლე კარ-–----–---–-----ნი, რომლის მშობლები იყვნენ - მამა კა-------–---–-----ნი და დედა სო--- ლუ-–------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 24 ი--–---- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 66-68);

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 25 ს----------- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 69);

- კარ-–----–---–-----ნის და მარ-----------------ას ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 73-75);

- კარ-–----–---–-----ნის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 79);

- კარ-–----–---–-----ნის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 76-78);

- კა-------–---–-----ნის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 80-82);

 

3.1.5. დადგენილია, რომ მა-------------ე 19-- წლის 12 ო-------------- რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ფ------------- №--. ამავე მისამართზე იყო რეგისტრირებული 19-- წლის 25 დ------------ მა-------------ის გარდაცვლილი მეუღლე სუ-–---ო ტე-----ე, რომლის მშობლები იყვნენ - მამა ნი----–-------------ე და დედა და--------------–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 30 ი--–---- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 55-56);

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 6 აგვიტოს საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 57);

- მანანა მეზურნიშვილისა და სუ-–-------------ის ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 58);

- სუ-–-------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 61);

- სუ-–-------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 60);

- ნი----–-------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 120)

 

3.1.6. დადგენილია, რომ არ------------------ის მშობლები - მამა იუ---------------ი გარდაიცვალა 20---–-–-- 20 ნ---------, ხოლო დედა ქნ-----------------ი გარდაიცვალა 20-- წლის 19 ა----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- არ------------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 42);

- ქნ----კ მი--სი---ს და იუ---------------ის ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 43);

- თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 8 ს----------- გადაწყვეტილება არ------------------ის დაბადების აქტის ჩანაწერის შესწორების შესახებ (ს.ფ. 38-40);

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20-- წლის 4 ნ--------- №0-------- მიმართვა (ს.ფ. 41);

- ქნ-----------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 44);

- იუ---------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 45);

- თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 8 ს----------- გადაწყვეტილება ქნ----კ გე---------ს ქორწინებისა და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში გვარის შესწორების შესახებ (ს.ფ. 46-48);

 

3.1.7. დადგენილია, რომ არ------------------ი 19-- წლის 1 ივ-------- რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ფ------------- №--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 4 ნ--------- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 35-37);

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ მა------------–---–------ის, არ------------------ის, მა-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი;

- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;

- სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

დადგენილია, რომ 19-- წლის 19 ი------- შედგენილია ხელწერილი, რომლის თანახმად ნი---------–-----------------ვამ მისი სახლის პირველ სართულზე ერთი ოთახი შუშაბანდით და მეორე სართულზე (ფასადის მხარე) ორი ოთახი სამზარეულოთი მიყიდა კა----- მა-------იჩ ლუ-–------ს 7000 მანეთად. ასევე პირველ სართულზე (ფასადის მხარე) ორი ოთახი და სარდაფი მიყიდა ნი----–-------------ეს 3000 მანეთად და პირველ სართულზე დარჩენილი ერთი ოთახი სამიათას მანეთად, ფარდულით მიყიდა იუ--- გე---------ს.

 

ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 19-- წლის 11 ი--–--- გარდაცვლილი კა-------–---–-----ნი არის მოსარჩელე მა------------–---–------ის გარდაცვლილი მეუღლის კარ-–----–---–-----ნის მამა. 19-- წლის 10 ი------- გარდაცვლილი ნი----–-------------ე არის მოსარჩელე მა-------------ის გარდაცვლილი მეუღლე სუ-–---ო ტე-----ის მამა, ხოლო იუ--- გე---------ი არის მოსარჩელე არ------------------ის მამა.

 

ამდენად დადგენილია, რომ მოსარჩელეები არ------------------ი, მა------------–---–------ი და მა-------------ე წარმოადგენენ 19-- წლის ხელშეკრულების მონაწილე პირების იუ--- გე---------ის, კა-------–---–-----ნის და ნი----–-------------ის უფლებამონაცვლეებს და მათ მიმართ ვრცელდება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

 

რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ის----------------------ას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-106 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა ნიშნავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას, მართვის უფლებით გადაცემას ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემას.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმები ამომწუ---ვად მიუთითებს იმ ქონების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ასევე გარკვევით ადგენს თუ როგორი არის ამ ქონების განკარგვის და შესაბამისად სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის წესი.

 

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონებაზე მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ფ------------- №--, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) – სართულების რაოდენობა 2, საერთო ფართი 177,51 კვ. მეტრი, საცხოვრებელი ფართი 125,59 კვ. მეტრი, დამხმარე ფართი 51,92 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ვც’’ (საპირფარეშო) - უფლება აღრიცხული არ არის. სააღრიცხვო მასალის თავფურცელზე მფლობელთა სიაში დაფიქსირებულია რუსულენოვანი წარწერით ,---–------- N-- (საბი--ო მეურნეობის სამმართველო N--).

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 19-- წლის 31 მარტის №1-- დადგენილებით დამტკიცდა დებულება შენობების უპატრონოდ და მოუვლელად ცნობის წესის შესახებ. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის შესაბამისად ქალაქებში, ქალაქის ტიპის დაბებში, აგრეთვე სოფელ ადგილებში მდებარე შენობა, რომლის პატრონი უცნობია, ჩაითვლება უპატრონოდ და გადადის სახელმწიფო საკუთრებაში ამ დებულებით დადგენილი წესით.

 

ამავე დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უპატრონო შენობათა გამოვლენის დროს სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა და ამ სახლში მცხოვრებ პირთა მონაწილეობით შეადგენს აქტს იმის შესახებ, რომ შეუძლებელია შენობის მესაკუთრის ვი--ობის დადგენა და რესპუბლიკურ გაზეთში აძლევს განცხადებას, რომ სამი თვის განმავლობაში გამოცხადდეს ის პირი, რომელიც თავის თავს შენობის მესაკუთრედ თვლის. განცხადება უნდა შეიცავდეს გაფრთხილებას, რომ გამოწვეული პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენობა, როგორც უპატრონო, ცნობილი იქნება სახელმწიფოს საკუთრებად.

 

ამავე დებულების მე-5 მუხლში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდესაც სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომს გამოაქვს გადაწყვეტილება უპატრონო შენობის მუნიციპალურ ფონდში ჩარიცხვის შესახებ. ხოლო ამავე დებულების მე-6 მუხლის თანახმად დროის იმ მონაკვეთში, როდესაც შედგა აქტი (მუხ. 2 და 3) და სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომმა გამოიტანა გადაწყვეტილება (მუხ. 5) იმის შესახებ, რომ შენობა, როგორც უპატრონო, ჩაირიცხოს მუნიციპალურ ფონდში, - საქალაქო (რაიონული) აღმასკომი მიიღებს შენობას დროებით სარგებლობაში, ხოლო მისი მუნიციპალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მოაწყობს შენობის მუდმივ მმართველობას.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ შენობა, რომლის პატრონი უცნობი იყო, ითვლებოდა უპატრონოდ და გადადიოდა სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად ის გარემოება, რომ შენობის უპატრონოდ ცნობის და მუნიციპალურ ფონდში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომი, აღნიშული არ ნიშნავს, რომ ქონება არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ეკუთვნოდა მუნიციპალიტეტს. როგორც დებულების მე-6 მუხლის მიუთითებს უპატრონო ქონების მუნიციპალურ ფონდში ჩარიცხვა ნიშნავდა საქალაქო (რაიონული) აღმასკომის მიერ შენობის დროებით სარგებლობაში მიღებას.

 

ამდენად ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 19-- წლის 30 მ----- გადაწყვეტილებით ფ------------- №---ში მდებარე სახლი, ჩაირიცხა უპატრონო სახლების კომუნალურ საცხოვრებელ ფონდში (საყუ---დღებოა, რომ აღნიშნული განხორციელდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 19-- წლის 31 მარტის №1-- დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად) მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადაო უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს და არა ის----------------------ის საკუთრებას, მიუხედავად იმისა, რომ ქონება ჩარიცხულია გამგეობის საბი--ო ფონდში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წი--აღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ავალებს სასამართლოს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახ--–-–-------------------------–------------ს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 ს----------- №391 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახ--–-–-------------------------–------------ (შემდგომში სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

 

ხოლო ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად სააგენტო ახორციელებს ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლომ მიუთითა მოსარჩელეებს სათანადო მოპასუხის შესახებ, რომელსაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახ--–-–-------------------------–------------, თუმცა მოსარჩელეებმა (წარმომადგენელმა) უარი განაცხადა სააგენტოს მოცემულ საქმეში მოპასუხის სტატუსით მონაწილეობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდი--რე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს - ვი--იდან მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები.

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა------------–---–------ის, არ------------------ის, მა-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფი ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წი--აღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე