განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1---------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - ლ----------------
ბრალდებულ - გ----------------------
ადვოკატ - მ--------------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------------------------------------ - დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე: ს------------------------------------------------------------------ ამჟამად პატიმრის - მიმართ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ-------------------- ბრალად ედება ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1--------- დაახლოვებით 08:30 საათზე, ქ.თბილისში,--------- გზატკეცილზე არსებულ მიწისქვეშა გადასავლელში დანით შეიარაღებულმა გ-----------------------–----------------- მიმართ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა ,,სამსუნგის“ ფირმის ,,გრანდ პრაიმის“ მოდელის, 300 (სამასი) ლარის ღირებულების მქონე მობილური ტელეფონი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
გ--------------------- ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი ბრალდებულს არ გაუხდია სადავოდ და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ბრალდებულის აღიარებასა და მის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე (მოწმეების - ნ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გამოკითხვის ოქმები; ამოღების ოქმები, ამოცნობის ოქმები, დაკავების ოქმი და სხვა) დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გ--------------------- მიერ ყაჩაღობის ჩადენას, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სასამართლო თვლის, რომ პრეიუდიციულად დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მართლაც ქმნიან საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რაც გ--------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველია.
სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია გ--------------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - მინიმალური ვადით გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით;
გ-------------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 1-------დან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. სუნის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები, სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, დანა - განადგურდეს. 2. ოთხი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 3. მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე