განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/15–2018) 090100118002534592
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აგვისტო, 2018 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - გ--------–----
ადვოკატის - მ----------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ გ--------–---- მიმართ
მამის სახელი: გ--------
დაბადებული:------------–--–--
დაბადების ადგილი: ს----------–------------–-------
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--
ნასამართლობა: ა----------
პირადი ნომერი: 0-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ამბროლაური, ს------–----------–--
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი- ა-------–---------------–-----------–--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.გ--------–----, 2018 წლის პირველ ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ა-------–--------------------------–-------ლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, განაწყენების ნიადაგზე, ორჯერ ჯოხის თავში დარტყმით სცემა დედა – ე-–------------–---, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2018 წლის 20 ივლისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.228 – 232).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.გ--------–---- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–-------------------–----მმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 02 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ გ--------–---- მიერ ე-–------------–---- მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოძალადე დაკავებული და შესახლებული იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. (ს.ფ.36–40).
6.დაზარალებულ ე-–------------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ მის შვილთან, გ--------–-------- აქვს დაძაბული ურთიერთობა. 2018 წლის 1 ივნისს, კ-------------- თანხლებით სახლში მისული გ--------–--- აუხირდა, შექმნა კონფლიქტური სიტუაცია, გაედევნა ქუჩაში და ორჯერ დაარტყა მისი ჯოხი თავის არეში. ტკივილისაგან იკივლა, მოეშველენ მეზობლები და გადაიყვანეს საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით.(ს.ფ.43–45; 70–72; ).
7.არასრულწლოვანი მოწმის, ა---------------–-–---–-ს მიერ მწინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულ გ--------–---სა და დაზარალებულ ე-–------------–---ს შორის ჩხუბის მიზეზი გახდა ე-–------------–---- მიერ ა---------------–-–---–-------- ჯოხის დარტყმა ბეჭის არეში და შუბლის მიდამოში, რომლისგან გამოწვეული ტკივილის გამოც ანდრია ატირდა (მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 115–117);
8.მოწმის სახით დაკითხული მანანა მალანიას წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ მეუღლესთან გ--------–-------- აქვს კარგი დამოკიდებულება. გოჩა არის ანდრიასათვის არაჩვეულებრივი მამა, იმის მიუხედავად, რომ ანდრია პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ეს გარემოება ცუდად განაწყობს მათ მიმართ გოჩას დედას, ე-–------------–---ს, რომელიც მუდმივად ცდილობს მათ გამოწვევას, რომ პოლიციას მიმართოს. 2017 წელს როგორც მისი მეუღლის გ--------–----, ისე ე-–------------–---- მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები. გაიყვეს სახლი. პირველ სარულზე ცხოვრობს პირადად, მეუღლესთან და შვილთან ერთად, ხოლო მეორე სართულზე ე-–------------–---. ერიდებიან მასთან შეხდვედრას (მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 118–120);
9.2018 წლის 3 ივნისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ გ--------–---- დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის პირველ ივნისს, დაახლოებით დაახლოებით 19:30 საათზე (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.81– 83);
10.სსიპ ლ----------------–--------–--ბის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1- ივნისის №0-------- დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტსციის(,,რე-------–-------------–----–--------------------–------------ონული საავადმყოფოს, ცნობა N---, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათარიღებული 2018 წლის 4 ივნისს) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ე-–------------–---მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 1 ივნისს 20:55 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 21:55 საათზე, დიაგნოზით: სკალპის ღია ჭრილობა.
დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად, აღნიშნულის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მისი (ჭრილობის) მორფოლოგიური სურათი (ს.ფ.173–175).
11. გ--------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 1 ივნისის მოწმე ა------------- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 2 ივნისის მოწმე მ----------------ს გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 18 ივნისის არასრულწლოვანი მოწმის ს------------- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 12 ივნისის მოწმე ბ---------------–------------------ ოქმით; 2018 წლის 2 ივნისის, 3 ივნისის, 6 ივნისის ბრალდებულ გ--------–---- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 1 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 2018 წლის 1 ივნისის ბრალდებულ გ--------–---- დაკავების ოქმით; 2018 წლის 1 ივნისის ოქმით დაკავებული ბრალდებულისათვის სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ; 2018 წლის 1 ივნისის ოქმით ნათესავის დაკავებაზე შეტყობინების შესახებ; 2018 წლის 2 ივნისის დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2018 წლის 3 ივნისის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2018 წლის 4 ივნისის ოქმით არასრულწლოვან მშობელთან სატელეფონო გასაუბრების შესახებ; 2018 წლის 4 ივნისის ოქმით არასრულწლოვან ა---------------–-–---–-ს საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2018 წლის 7 ივნისის ოქმით არასრულწლოვან ს------------- საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2018 წლის 3 ივნისის დადგენილებით ე-–------------–---- სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 4 ივნისის დადგენილებით ა---------------–-–---–-ს სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 19 ივნისის სამედიცინო ექსპეტრიზის დასკვნით ა---------------–-–---–-ს მიმართ; 2018 წლის 20 ივნისის დადგენილებით ე-–------------–---- დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ხის ჯოხის ორი ნატეხით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 2 ივნისის ცნობებით გ--------–---- ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2017 წლის 28 მაისის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით გ--------–---- მიმართ; ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცებაზე; 2018 წლის 4 ივნისის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან გ--------–---- მიმართ; 2018 წლის 6 ივნისის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გ--------–---- მიმართ; 2018 წლის პირველი ივნისის შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ; 2018 წლის 2 ივნისის განცხადებით სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღებაზე; 2018 წლის პირველი ივნისის ე-–------------–---- ფორმა N100–თ; 2018 წლის პირველი ივნისის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1; გ--------–---- ფორმა N1–თ; ე-–------------–---- ფორმა N1–თ; მიმართვებით და პასუხებით; 2018 წლის 2 ივნისის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2018 წლის 3 ივნისის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; ინფორმაციით არასრულწლოვანი ა---------------–-–---–-ს შესახებ; 2018 წლის 4 ივნისის დადგენილებით არასრულწლოვან ა---------------–-–---–-------- საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 5 ივნისის პროკურორის საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე; 2018 წლის 5 ივნისის მომართვით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გ--------–---- შესახლების შესახებ; 2018 წლის 7 ივნისის დადგენილებით არასრულწლოვან ნ-------------------- საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 7 ივნისის დადგენილებით არასრულწლოვან ს-------------ათვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 9 ივნისის განჩინებით ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განჩინებაზე პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; 2018 წლის 15 ივნისის შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით ე-–------------–---- მიმართ; 2018 წლის 5 ივნისის მიმართვით სოციალური სამსახურისადმი და ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათით; 2018 წლის 14 ივნისის ადვოკატის განცხადებით გირაოს სანაცვლოდ ქონებაზე ყარდაღის დადების შესახებ, თანდართული მასალებით; 2018 წლის 14 ივნისის გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით; 2018 წლის 6 ივლისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ;
12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ--------–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
1-.სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------–----, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
14. გ--------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
15. გ--------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დაოჯახებული, შეუბღალავი წარსულის მქონე, ეკონომიურად უკიდურესად ხელმოკლე, თვითდასაქმებული.
სასჯელის დასაბუთება:
16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ--------–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--------–---- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ოჯახური და ეკონომიური მდგომარეობა(რეგიატრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას), გერთან აქვს მამაშვილური დამოკიდებულება, მთელი შეგნებით ზრუნავს მასზე და ჩვენებებში 4 წლის ბავშვი ბრალდებულს მამას უწოდებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).
იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გ---------–---- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული გ--------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2(ორი) წელი.
2.მსჯავრდებულ გ--------–---ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის პირველი ივნისის 21 საათისა და 50 წუთიდან, 2018 წლის 14 ივნისამდე.
3.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ხის ჯოხის ორი ნატეხი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ--------–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.გაუქმდეს ბრალდებულ გ--------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება –პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1- ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ გ--------–---- მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად ი-----------–---- (პ/ნ 0----------- სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000(ხუთიათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას –მიწის ნაკვეთს, მდებარე ამ------–-------------------------–--------––-----აზუსტებული ფართობი 510.00 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი N------------), ღირებულებით 5 200 (ხუთიათას ორასი) ლარი.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ა-------–-------------------–----სამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი