განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/6---18
(გამოძიების N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა ნოზაძე;
სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა---------,დაცვის მახრე:
ბრალდებული - ა----- არ-----ის ძე მ---------ი (პ/ნ 0----------), დაბადებული 19---–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული ქ. თბილისი, ნ-----–--------------–----------–----------- და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, მ-----–---–--------------–-------------,ადვოკატი: დ------------------
თარჯიმანი: ს------ ქ----–---–--
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე: ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის ზაფხულის პერიოდიდან 2018 წლის იანვრის თვის მონაკვეთში, ქ------–--------------–------------–-----------–---–----------–-------------ში მიმდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ა----- მ---------ი სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ე-–----- მ---------ს, შვილებს ა---- მ--------- და არასრულწლოვან ე---- მ---------ს, რითაც დაზარალებულებს მიადგათ ფსიქიკური ტანჯვა.
2017 წლის გაზაფხულის პერიოდიდან 2017 წლის ოქტომბრის თვის მონაკვეთში, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ა----- მ---------ი, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ე-–----- მ---------ს სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სხეულის სხვადასხვა ადგილზე ურტყამდა ხელს. მომხდარის გამო ე-–----- მ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ა----- მ---------მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს ა---- მ---------ს და ხელი დაარტყა სახის არეში, რომლის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
ე--------- ბ---------მა განმარტა, რომ სიძესთან ა----- მ---------თან აქვს ნორმალური ურთიერთობა. 2017 წლის გაზაფხულზე მომხდარ კამათს უშუალოდ არ შესწრებია, მისთვის დეტალები უცნობია და მომხდარი ფაქტი შეიტყო დისგან - ე-–----- მ---------ისაგან.
ჰ--------- ბ-------ა განმარტა, რომ არის ა----- და ე-–----- მ---------ების მეზობელი. 2018 წლის 12 იანვარს, ა----- მ---------ის დედამ უთხრა, რომ ა----- და ა---- მ---------ები ჩხუბობდნენ და სთხოვა თან გაჰყოლოდა. ბრალდებულის ოჯახში ის შეესწრო მხოლოდ მამა-შვილის კამათს და მათ სხეულზე დაზიანების კვალი არ უნახავს.
ე-–----- მ---------მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მიეცა მეუღლის, ა----- მ---------ის საწინააღმდეგო ჩვენება. იმავე უფლებით ისარგებლეს შვილებმა და არ მისცეს მამის ა----- მ---------ის წინააღმდეგ ჩვენება.
ა----- მ---------მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.
გარდა ზემოთ ხსენებული მოწმეთა ჩვენებებისა, საასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები.
საპროცესო ნორმათა დაცულობა :
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან, დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია. ეს უფლება უკავშირდება ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს არავინ არის ვალდებული გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის წინააღმდეგ. დაუშვებელია ბრალდებულის იძულება, რათა მან სისხლისსამართლებრივი დევნისას აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიების ორგანოებთან საკუთარი თავის საზიანოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
იმის გათვალსიწინებით, რომ ბრალდებულმა გამოიყენა უფლება არ მიეცა ჩვენება, ასევე მისმა ოჯახის წევრებმა ჩვენება არ მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სასამართლოს შესაფასებლად რჩება, მხოლოდ ე-–----- მ---------ი ძმის - ე--------- ბ---------ისა და მეზობლის - ჰ--------- ბ------ის ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ არ შესწრებიან ა----- მ---------ის მიმართ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილ ფაქტებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, დათვალიერებაში მონაწილე ე-–----- მ---------ის განმარტებით 12 იანვარს მისი მეუღლე ა----- მ---------ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და შვილთან ჩხუბის დროს დააზიანა ე.წ. ტრილიაჟის სარკე. ამავე ოქმით დგინდება, რომ დათვალიერების შედეგად რაიმე ნივთი არ ყოფილა ამოღებული; ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს რომელიც ეხება ე-–----- მ---------ს, ა---- და ე---- მ---------ს. ამავე დასკვნებით განმარტებულია, რომ მოქ. ე-–----- მ---------ს პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება; მოქ. ე---- მ---------ს პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება; მოქ. ა---- მ---------ს პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ და უადო მტკიცებულებათა შფასებით, ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა----- მ---------ის დანაშაულს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და ის ბრალად წარდგენილ სამივე ეპიზოდში უნდა იქნეს გამართლებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა----- მ---------ი გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
ა----- მ---------ი გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ა----- მ---------ი გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
გაუქმდეს ა----- მ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
/ლელა ნოზაძე/