განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2018
საქმის ნომერი
200100118002541302
დავის ტიპი
276 7 , 276 3 , 276 1
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002541302

#1/198-18 (079090618001)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 აგვისტო 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ე-–------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ----------–--------–---–ი - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ს-------–------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილები

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 11:20 საათზე ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა „დოდჯი სპრინტერის“ მარკის სახელმწიფო ნომრით O-------- ავტომობილი, რომელსაც მართავდა მძღოლი ბ----------–--------–---–ი. მანქანაში იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეები და მათი ახლობლები. სოფელ თეთრწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის დროს მძღოლმა ბ----------–--------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის“ შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 33-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა მასში, რომ გადაჭარბებული სიჩქარის გამო მოსახვევში შესვლისას ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, ავტომანქანა გადავიდა გზიდან, შეეჯახა დამცავ ჯებირს, გადავარდა დაბლობში და შემდეგ საავტომობილო გზაზე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი მგზავრი: ც---–--------–---–-, ლ-------------, ე------------–--- და ნ-----–-----–--, მგზავრებიდან: მ--------–-----–---–მა, ნ-----–----------------–---–მა, შ------------------–---–მა თ----------------ემ, ი-----–----------მ, ს------------–---–მა, მ----------–-–---–მა, თ--------------მ მიიღეს ნაკლებად მძიმე დაზიანებები, ხოლო დ--------------მ, ნ-----–--------------მ და ქ-----------–-–---–მა მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) ერთობლიობა ბ----------–--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----------–--------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ასევე გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ----------–--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ----------–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ----------–--------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ----------–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელი სახედ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ბ----------–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 ივნისიდან.

 

ავტომანქანა „დოდჯი სპრინტერი“ სახელმწიფო ნომრით O--------, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჩანთები, მობილური ტელეფონები, სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო სისხლის ნიმუში განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

არასრულწოვანთა მართმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვან დაზარალებულებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე