განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002535558
№1-170/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - ა---- მ------ია
ბრალდებული - უ-- მ--–------–ი
ადვოკატი - ი-----–- ა--–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173010618007 საქმე
ბრალდებულ უ-- მ--–------–ის მიმართ
მამის სახელი: ო-–---
დაბადებული: 04.12.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
დაბადების ადგილი: საქართველო, ქ------–----
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: საშუალო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის მისამართი: საქართველო, ქ------–----ს რაიონი, სოფელი ა-–-------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 01 ივნისს დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. ბათუმში დ---------------------–--–-------- სახლი №17-ში მდებარე თ---------- ნ---–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სიძემ, უ-- მ--–------–მა მარჯვენა წინა მხრის არეში დანის დარტყმით განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლის მშობელს თ---------- ნ---–--ეს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. ბრალდებულმა უ-- მ--–------–მა დაადასტურა, რომ სიმამრს- თ---------- ნ---–--ეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.
4. დაზარალებულ თ---------- ნ---–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 01 ივნისს უ-- მ--–------–იმა დანის დარტყმით მას მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, თუმცა იგი შეურიგდა უ-- მ--–------–ს და არ მოითხოვს მის დასჯას.
5. 2018 წლის 05 ივნისის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №003808518 დასკვნის თანახმად, თ---------- ნ---–--ეს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა წინამხრის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა უ-- მ--–------–მა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, მეუღლის მამას, თ---------- ნ---–--ეს.
სამართლებრივი შეფასება:
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნით, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა უ-- მ--–------–მა, ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.
10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
11. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზიანება აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
13. უ-- მ--–------–ის მიერ თ---------- ნ---–--ეზე ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
14. სასამართლოს მიაჩნია, რომ უ-- მ--–------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
15. უ-- მ--–------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება და დაზარალებულთან შერიგება.
16. უ-- მ--–------–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
17. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
18. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, უ-- მ--–------–ი არ არის ნასამართლევი, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაულის ჩადენა, შეურიგდა დაზარალებულს და ამ უკანასკნელმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევა, იმადროულად მას ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულში, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მის ყოფაქცევას და მიაჩნია, რომ უ-- მ--–------–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის სანქციით სხვადასხვა ძირითადი სასჯელის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და უ-- მ--–------–ის რესოციალიზაციისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბრალდებული უ-- მ--–------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ უ-- მ--–------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2.ბრალდებულ უ-- მ--–------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
3.საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თ---------- ნ---–--ის კუთვნილი პერანგი - გადაეცეს მესაკუთრეს.
4. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი