განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
330100117002145685
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/-----17

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–- ქ--------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ----- გ--- ძე ვ------–-–---–ი, დაბადებული 19---–-–----------------ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ქ.-----–-----–----–-------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------–--------------–--------------------------ში;

ადვოკატი - ზ------ რ-------–---–-,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე: ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი: დ----- ვ------–-–---–ი და ვ----–---ა გ---------ი 2015 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ მისამართზე ქ. თბილისი, გ--------------------------------------------------ში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ დ----- და დ-------- ვ------–-–---–ები. ვ----–---ა გ---------ს მეუღლისაგან ეჭვიანობის ნიადაგზე არაერთხელ განუცდია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2017 წლის 01 სექტემბერს, დღისით, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ეზოში გაჩერებულ ავტომანქანაში დ----- ვ------–-–---–მა იმავე მიზეზით ვ----–---ა გ---------ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ სახის არეში რამოდენიმეჯერ გაარტყა გაშლილი ხელი, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გარდა დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებებისა მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ და დაეთანხმნენ ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

დაზარალებულმა ვ----–---ა გ---------მა საქმის არსებით განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა მიეცა მეუღლის დ----- ვ------–-–---–ის საწინააღმდეგო ჩვენება.

 

დ---- კ------–ის გამოკითხვის ოქმით: ცხოვრობს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად გ------------------------ კორპუსი, ბ-------–-. 2015 წელს მისი ქალიშვილი ვ----–---ა გ---------ი გათხოვდა და ცოლად გაჰყვა დ----- ვ------–-–---–ს. პირადად არ შესწრებია დ----- ვ------–-–---–ის მხრიდან მის შვილზე განხორციელებულ როგორც ფიზიკური ისე სიტყვიერი ძალადობის ფაქტს. 2017 წლის 2 სექტემბერს ნახა, რომ ვ----–---ას სახეზე ჰქონდა დაზიანება, როცა ჰკითხა მიზეზი მისმა შვილმა ტირილი დაიწყო და უპასუხა, რომ წინა დღეს დ-----მა იეჭვი--- და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ი--- გ---------ის გამოკითხვის ოქმით: ცხოვრობს დედასთან დ---- კ------–თან, დასთან ვ----–---ა გ---------თან და დისშვილებთან ერთად. მუშაობს ბარმენად და სახლში ბრუნდება გამთენიისას დაახლოებით 06:00 საათზე. 2017 წლის 01 სექტემბერს მან ვ----–---ას სახეზე ნახა დაზიანება, როცა ჰკითხა თუ რა სჭირდა დამ უპასუხა, რომ დ----- ვ------–-–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

თ------ ბ-----ის გამოკითხვის ოქმით: მუშაობს შსს ქ.თბილისის პ---–-–-------------------------------------------------------–---–- უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2017 წლის 4 სექტემბერს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა გ----------------------- კორპუსში. იმავე დღეს გამოკითხა ვ----–---ა გ---------ი, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლე დ----- ვ------–-–---–ი ემუქრებოდა შვილების წართმევით, განიცდიდა ფსიქოლოგურ ზეწოლას და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა. ამავე ოქმით მოწმეს არ ახსოვს ვ----–---ა გ---------ს სახეზე დაზინებები ჰქონდა თუ არა მიყენებული.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ----- ვ------–-–---–მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მეუღლესთან ვ----–---ა გ---------თან აქვს კარგი ურთიერთობა, ცხოვრობენ მშვიდ ოჯახურ გარემოში და არასოდეს მიუყენებია მისთვის არც სიტყვიერი შეურაცხყოფა და არც ფიზიკური დაზიანება.

 

იმის გათვალისიწინებით, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ვ----–---ა გ-----------ა არ მისცა ჩვენება მეუღლის დ----- ვ------–-–---–ის წინააღმდეგ, სასამართლოს შესაფასებლად რჩება, მხოლოდ ვ----–---ა გ--------ის დედის - დ---- კ------–ის, დის - ი--- გ---------ისა და უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თ------ ბ-----ის გამოკითხვის ოქმები, რომლებიც უშუალოდ არ შესწრებიან დ----- ვ------–-–---–ის მიერ ვ----–---ა გ------------ე განხორცილებულ ძალადობის ფაქტს და მათი დაკითხვის ეტაპზე მიცემული ინფორმაცია ეყრდნობა დაზარალებულის განმარტებას. სხვა პირდაპირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა დ----- ვ------–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდების ეპიზოდში სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.

 

ამასთან, ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, ვ----–---ა გ---------მა მიმართა პოლიციის განყოფილებას განცხადებით, რომ თავს არ მიიჩნევდა დაზარალებულად, რადგან დ----- ვ------–-–---–ი იყო კარგი მამა, მოსიყვარულე მეუღლე და ითხოვდა ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

 

ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმა, არამედ - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ვ------–-–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ----- ვ------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დ----- ვ------–-–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გაუქმდეს დ----- ვ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე

/ლელა ნოზაძე/