გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.08.2018
საქმის ნომერი
140310018002587821
კატეგორია
დავის ტიპი
შემაკავებელი ორდერის გამოცემა
თარიღი
15.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002587821

საქმე №3/212-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 აგვისტო, 2018 წელი ქ.გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნინო არაბული

 

მოსარჩელე - ნ----- ა-------–---–ი

წარმომადგენელი - ნ----- ჯ-----–---–ი

 

მოპასუხე - ი----- ვ---–---–-, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილება

წარმომადგენლები - ნ---- ა----–-–---–ი, ნ-----–---- ა--–---ე

 

დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ-----–---- ა--–---ის მიერ 2018 წლის 08 აგვისტოს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ 2018 წლის 13 აგვისტოს ადმინისტრაციული სარჩელით მომართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ-----–---- ა--–---ის მიერ 2018 წლის 08 აგვისტოს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 08 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ნ-----–---- ა--–---ის მიერ დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი №0----- ნ----- ა-------–---–ის მიმართ, მსხვერპლი ი----- ვ---–---–-, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოხდა მოძალადის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისთვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 08 აგვისტოს №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა მისი მეუღლის - ი----- ვ---–---–-ს განცხადება, მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 08 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ესაუბრებოდნენ მის მეუღლეს - ი----- ვ---–---–ს, ამ დროს პოლიციის თანამშრომლებისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მეუღლე კატეგორიულად მოითხოვს მის მიერ საცხოვრებელი სახლის დატოვებას, რადგან აღარ უნდოდა მასთან ერთად ცხოვრება, მაშინ როდესაც ჩაიბარა შემაკავებელი ორდერი, მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე - ი----- ვ---–---–ზე, რასაც მისი განმარტებით, ადგილი არ ჰქონია, ცხოვრობს მეუღლის სახლში, ორ არასრულწლოვან შვილთან და მამამთილთან ერთად, უვლის ოთხ მამაკაცს, უმასპინძლდება მრავალრიცხოვან სტუმარს, მიუხედავად ოჯახში არსებული დაძაბული ურთიერთობის, იგი ითმენს აღნიშნულს, საკუთარი შვილების გამო, ამასთან, მოსარჩელის მითითებით, მის მეუღლეს ჰყავს მეგობარი ქალი, რომელთან ერთადაც ატარებს დროის დიდ მონაკვეთს, ასევე მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მეუღლეს სურს მისი წასვლა სახლიდან, რის სანაცვლოდაც შესთავაზა მისივე მშობლების სახლის სარდაფის გარემონტება, რომელსაც არ აქვს ფანჯარა, რაზეც იგი არ დათანხმდა და სთხოვა მისთვის და მისი შვილებისთვის სახლის შეძენა. მოპასუხემ უარი განუცხადა და პოლიციის შეცდომაში შეყვანის გზით ეცადა მიზნის მიღწევას, სწორედ ეს გახდა მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზეზი.

 

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი ნ-----–---- ა--–---ე არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და განმარტა, რომ 2018 წლის 08 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა გორის რაიონ სოფელ ატენში, შეტყობინების ინიციატორი იყო ი----- ვ---–---–-, გაესაუბრნენ ი----- ვ---–---–ს და მის მეუღლეს - ნ----- ა-------–---–ს, ი----- ვ---–---–-ს განმარტებით, მას მეუღლესთან შეუღლების მერე ჰქონდა კონფლიქტი, რაც უბრალო კამათში გამოიხატებოდა, მათი განმარტებით, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მათ ასევე განუმარტეს, რომ წინა დღეს მოხდა მათ შორის შელაპარაკება, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ ერთმანეთისათვის და იმის გამო, რომ კამათი არ გადაზრდილიყო სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფაში, პრევენციის მიზნით, ნ----- ა-------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მან ასევე აღნიშნა, რომ ი----- ვ---–---–მა აჩვენა ქაღალდი, რომელზეც იყო ფოთოლი და არ ჩათვალა, რომ საეჭვო და საფრთხის მომტანი ნივთიერება იყო.

 

მოპასუხე ი----- ვ---–---–- არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსარჩელე ნ----- ა-------–---–ი წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად ძალადობს მასზე და მის მამაზე, ასევე შვილებზე, უფროს შვილს უსწორდება ფიზიკურად. მას მიმართავს უცენზურო სიტყვებით, ასევე შეურაცხყოფას აყენებს მის დას, რომელიც ვეღარ მიდის მის ოჯახში, ახორციელებს მის შანტაჟს, კერძოდ, ეუბნება, რომ დახოცავს ბავშვებს და თავადაც მოიკლავს თავს, რითიც ცდილობს უარი ათქმევინოს განქორწინებაზე, ასევე მოპასუხის მითითებით, მის მამას სახლში აქვს ღვინის მარანი, სადაც მუშაობის სანაცვლოდ მეუღლეს უხდის შესაბამის ხელფასს, ასევე მოსარჩელე სათანადოდ არ უვლის ბავშვებს, არ აქცევს ყურადღებას მას და მის მამას, აძალებდა სოციალურ ქსელში ფოტოების გაზიარებას, მოპასუხე განმარტავს, რომ ყოველივე აღნიშნულის გამო, იგი ღამეს ათენებს დაქირავებულ ბინაში, ვინაიდან ერიდება კონფლიქტის გამწვავებას. უფრო ადრე პერიოდში იგი გამოვიდა მდგომარეობიდან და მეუღლეს გაუსწორდა ფიზიკურად, რასაც მისივე განმარტებით, ნანობს, ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ 2018 წლის 08 აგვისტოს სახლში იპოვა საეჭვო ფხვნილი, მეორე დღეს მიდიოდა აჭარაში, მამამისი კი რჩებოდა ნ----- ა-------–---–თან ერთად, რის გამოც ივარაუდა მოსარჩელის მხრიდან შესაძლო საფრთხის შემცველი მოქმედების შესახებ და გამოიძახა პოლიცია, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იგი არის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონიერად.

 

2018 წლის 15 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ი----- ვ---–---–-ს და ნ----- ა-------–---–ის მეზობელი - ი---- ვ--–-–---–ი და ი----- ვ---–---–-ს მამა - ზ----- ვ---–---–-.

 

მოწმე ი---- ვ--–-–---–მა დაკითხვისას აჩვენა, რომ იგი არის ი----- ვ---–---–-ს და ნ----- ა-------–---–ის მეზობელი, ახლო ურთიერთობა აქვს ნ----- ა-------–---–თთნ, მისთვის უცნობია, მათ ოჯახში არსებული კონფლიქტის შესახებ, მისი ინფორმაციით, მათ აქვთ სამაგალითო ოჯახი, ნ----- კი არის კარგი დიასახლისი და ყურადღებიანი დედა.

 

მოწმე ზ----- ვ---–---–მა დაკითხვისას აჩვენა, რომ მის რძალს - ნ----- ა-------–---–ს მათ ოჯახში მისვლისთანავე დაეძაბა ურთიერთობა მასთან, მის შვილებთან და მეუღლესთან, მისი განმარტებით, ნ----- ა-------–---–ი შეურაცხყოფას აყენებს ი----- ვ---–---–ს, ასევე ფიზიკურად უსწორდება უფროს შვილს, ბავშვებს უმალავს ტკბილეულს, სათანადოდ არ უვლის მამამთილს, მეუღლეს და ბავშვებს, სახლში აქვთ ღვინის მარანი, სადაც მუშაობის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას, მასთან კონფლიქტის გამო მისი შვილი, რომელიც ცხოვრობს იგივე სოფელში, აღარ მიდის მათ სახლში, ასევე ღამეს სხვა სახლში ათენებს ი----- ვ---–---–-, რადგან მეუღლესთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, მათ შორის კონფლიქტს უყურებენ ბავშვები, რაც უარყოფითად აისახება მათზე. ასევე აღნიშნა, რომ მის შვილსაც მიუმართავს მეუღლისათვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით და შენიშვნაც ბევრჯერ მიუცია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მისი მის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როდესაც მისი და მისი შვილის ავტომანქანის ხმას იგებს ნ----- ა-------–---–ი, მხოლოდ მაშინ იწყებს საოჯახო საქმიანობას, მოწმემ აჩვენა, რომ მან არაერთხელ მოსთხოვა ნ----- ა-------–---–ს მათი საცხოვრებელი სახლის დატოვება, რაზედაც ნ----- ა-------–---–ი უარს აცხადებდა, რაც შეეხება 2018 წლის 08 აგვისტოს, მისი ჩვენებით, აღნიშნულ დღეს ნ----- ა-------–---–ს მისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა. მან ამ დღეს და ასევე წინა დღეს რძალს მოსთხოვა სახლის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას შეატყობინებდა. მან განმარტა, რომ წინა დღეს, 7 აგვისტოს მის შვილს და რძალს შორის შელაპარაკება მოხდა და აღარ უნდოდა მსგავსი მდგომარეობა გაგრძელებულიყო.

 

სამოტივაციო ნაწილი:

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მოწმეთა ჩვენებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ----- ა-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 08 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ნ-----–---- ა--–---ის მიერ დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი №0----- ნ----- ა-------–---–ის მიმართ, მსხვერპლი ი----- ვ---–---–-, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოხდა მოძალადის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისთვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით ფსიქოლოგიური ძალადობას და ) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას. ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, რამდენად კანონის შესაბამისად მოხდა შემაკავებლი ორდერის გამოცემა და იყო თუ არა საკმარისი საფუძველი ამისათვის. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. რაც ნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემისათვის აუცილებელია ძალადობის ფაქტის არსებობა და მისი გამოვლენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 2018 წლის 08 აგვისტოს №0----- შემაკავებელი ორდერთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომელმა განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ი----- ვ---–---–-ს შეტყობინება, ადგილზე მისვლისას ი----- ვ---–---–სა და ნ----- ა-------–---–თან საუბრისას დადგინდა, რომ მათ შორის არსებობს კონფლიქტი, დაძაბული ურთიერთობა, თუმცა მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ი----- ვ---–---–-ს განმარტებით, მასსა და მის მეუღლეს შორის დაძაბული ურთიერთობა გრძელდება წლების განმავლობაში, ამ ეტაპზე კი მისი მხრიდან პოლიციის გამოძახება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი მეორე დღის დილის 5 საათზე, დასასვენებლად მიდიოდა აჭარაში, მამამისი კი რჩებოდა ნ----- ა-------–---–თან ერთად და რადგან წინა დღეს სახლში იპოვა საეჭვო ფხვნილი, გაუჩნდა ნ----- ა-------–---–ისგან მოსალოდნელი საფრთხის შიში და ამიტომ ითხოვდა პოლიციისაგან რეაგირებას. ორდერის გამომცემი უფლებამოსილი პირის განმარტებით, მან მხოლოდ პრევენციის და შემდგომი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით გამოსცა ორდერი და რადგან ინიციატორი იყო ი----- ვ---–---–- ამიტომ შეადგინა ნ----- ა-------–---–ის მიმართ. ინიციატორი, რომ ნ----- ა-------–---–ი ყოფილიყო მაშინ ი----- ვ---–---–-ს მიმართ გამოსცემდა შემაკავებელ ორდერს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ გამორკვეულა კამათის დამწყები და იმ დროს, როდესაც, ორივე მხარე აცხადებდა, რომ მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა, ძალადობის დადგენა შეუძლებელი ხდება. ამასთან, გასათვალისწინებელია ი----- ვ---–---–-ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული კამათის დაწყების მიზეზი მისი შეკითხვა იყო ნ----- ა-------–---–ის მიმართ, თუ რატომ გადაუფორმა მან ბებიის სახლი დედას და არა თავად ი.ვ---–---–ს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ზ----- ვ---–---–-ს მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელმაც განაცხადა, რომ მან მოსთხოვა ნ----- ა-------–---–ს სახლიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას მიმართავდა. მანვე აღნიშნა, რომ ასეთი მოთხოვნა მას რამდენჯერმე ჰქონდა. ამასთან, ორივე მხარის ახსნა-განმარტებით და მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ ი----- ვ---–---–ს და ნ----- ა-------–---–ს შორის იყო კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობა, ი----- ვ---–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია ნ----- ა-------–---–ისათვის, ნ----- ა-------–---–ს და ი----- ვ---–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ და დამამცირებელი ეპითეტებით მიუმართავთ ერთმანეთისათვის, რაც გამორიცხავს ცალსახად ნ----- ა-------–---–ისაგან ფსიქოლოგიურ ძალადობას. აქედან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია, მხოლოდ 2018 წლის 8 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერის საფუძვლიანობის შემოწმება და თვლის, რომ ძალადობის ფაქტის დაუდგენლობის გარეშე მისი გამოცემის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.

 

სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას მოწმდება მათი სარწმუნოობა და ამის მიხედვით მათი გაზიარება. ამ შემთხვევაში ი----- ვ---–---–- ახსნა-განმარტებაში უთითებდა, რომ ნ----- ა------–---–ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მამას ზ----- ვ---–---–ს, რაც არ დაადასტურა თავად ზ.ვ---–---–მა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება გამორიცხავს მოპასუხის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების სარწმუნოდ მიჩნევას და მისი სრულად გაზიარების საფუძველს.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ----- ა-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ნ----- ა-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ-----–---- ა--–---ის მიერ 2018 წლის 08 აგვისტოს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს (მდ: ქ.გორი, ს.ჯორბენაძის ქ. №30) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო გერგაული