გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.08.2018
საქმის ნომერი
330310118002542575
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4417-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელეები - ო-–----------–--------------------ი, ო-–----------–---------------–--------ი

კანონიერი წარმომადგენელი - ვ------------------–---------ი

წარმომადგენელი - გ-----------–--–--ა

 

მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N1--------- გადაწყვეტილების ო-–----------–--------------------ის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N1--------- გადაწყვეტილების ო-–----------–---------------–--------ის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგებებიან კანონს და არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 21 მაისს ნ------------------–----–-----------–იკის მოქალაქე ო-–----------–--------------------ის კანონიერმა წარმომადგენელმა ვ------------------–---------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ო-–----------–--------------------ის კანონიერი წარმომადგენელი ვ------------------–---------ის 2018 წლის 21 მაისის განცხადება - ს/ფ 73-76

 

3.1.2. 2018 წლის 21 მაისს ნ------------------–----–-----------–იკის მოქალაქე ო-–----------–---------------–--------ის კანონიერმა წარმომადგენელმა ვ------------------–---------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ო-–----------–--------------------ის კანონიერი წარმომადგენელი ვ------------------–---------ის 2018 წლის 21 მაისის განცხადება - ს/ფ 109-112

 

3.1.3. მოსარჩელე ო-–----------–--------------------ის კანონიერ წარმომადგენელს ვ------------------–---------ს გადაეცა სამენოვანი სამახსოვრო ბარათი, რომელიც შეიცავს მითითებას დაინტერესებული პირის ვალდებულებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ყველა ინფორმაცია უნდა მიიღოს ინტერნეტ გვერდზე და .

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამენოვანი სამახსოვრო ბარათი - ს/ფ 103-104.

 

3.1.4. მოსარჩელე ო-–----------–---------------–--------ის კანონიერ წარმომადგენელს ვ------------------–---------ს გადაეცა სამენოვანი სამახსოვრო ბარათი, რომელიც შეიცავს მითითებას დაინტერესებული პირის ვალდებულებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ყველა ინფორმაცია უნდა მიიღოს ინტერნეტ გვერდზე და .

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამენოვანი სამახსოვრო ბარათი - ს/ფ 117-118.

 

3.1.5. 2018 წლის 21 მაისს იუსტიციის სახლის თანამშრომის მიერ გაფრთხილებული იქნა მოსარჩელეების კანონიერი წარმომადგენელი ვ------------------–---------ი მის დოკუმენტებში არსებული ხარვეზის შესახებ და ასევე იმის თაობაზე, რომ ხარვეზის არ აღმოფხვრის შემთხვევაში განუხილველად დარჩებოდა მისი განცხადებები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება- ს/ფ 77,113.

 

3.1.6 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილით ო-–----------–--------------------ის კანონიერ წარმომადგენელს ვ------------------–---------ს ეცნობა, რომ საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის უცხოელმა სააგენტოს უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე, ასევე წარსადგენი იყო ო-–----------–--------------------ის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მომწვევ პირთან სათანადო წესით დამოწმებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 20 ივნისამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2017 წლის 24 მაისს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილი ს/ფ - 61-62

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 24 ივლისის წერილი N01/231833 - ს/ფ 133.

 

3.1.7 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილით ო-–----------–---------------–--------ის კანონიერ წარმომადგენელს ვ------------------–---------ს ეცნობა, რომ საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის უცხოელმა სააგენტოს უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე, ასევე წარსადგენი იყო ო-–----------–---------------–--------ის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მომწვევ პირთან სათანადო წესით დამოწმებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 20 ივნისამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2017 წლის 24 მაისს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილი ს/ფ - 127-128

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 24 ივლისის წერილი N01/231833 - ს/ფ 134.

 

3.1.8 ო-–----------–--------------------ის კანონიერმა წარმომადგენელმა ვ------------------–---------მა 2018 წლის 05 ივნისსა და 2018 წლია 19 ივნისს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა ბინადრობის ნებართვის საქმეზე N1--------- დამატებითი დოკუმენტაცია

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 05 ივნისის ო-–----------–--------------------ის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება თანდართული მასალებით ს/ფ - 78-86

-2018 წლის 19 ივნისის ო-–----------–--------------------ის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება თანდართული მასალებით ს/ფ - 87-102

 

3.1.9 ო-–----------–---------------–--------ის კანონიერმა წარმომადგენელმა ვ------------------–---------მა 2018 წლის 19 ივნისს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა ბინადრობის ნებართვის საქმეზე N1--------- დამატებითი დოკუმენტაცია და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2018 წლის 19 ივნისის ო-–----------–---------------–--------ის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება თანდართული მასალებით ს/ფ - 114-116

 

3.1.10. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული -ო-–----------–--------------------ის 2018 წლის 21 მაისის №1--------- განცხადება ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N1--------- გადაწყვეტილება - ს/ფ 59-60.

 

3.1.11. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული -ო-–----------–---------------–--------ის 2018 წლის 21 მაისის №1--------- განცხადება ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N1--------- გადაწყვეტილება - ს/ფ 125-126.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ო-–----------–--------------------ისა და ო-–----------–---------------–--------ის წარმომადგენლის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ო-–----------–--------------------ის წარმომადგენელი სადავოდ ხდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ო-–----------–--------------------ის 2018 წლის 21 მაისის №1--------- განცხადება ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ო-–----------–---------------–--------ის წარმომადგენელი სადავოდ ხდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ო-–----------–---------------–--------ის 2018 წლის 21 მაისის №1--------- განცხადება ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობი ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

 

”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ოჯახსი გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-7 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მაისს ნ------------------–----–-----------–იკის მოქალაქე ო-–----------–--------------------ის კანონიერმა წარმომადგენელმა ვ------------------–---------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილით ო-–----------–--------------------ის კანონიერ წარმომადგენელს ვ------------------–---------ს ეცნობა, რომ საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის უცხოელმა სააგენტოს უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე, ასევე წარსადგენი იყო ო-–----------–--------------------ის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მომწვევ პირთან სათანადო წესით დამოწმებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 20 ივნისამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2017 წლის 24 მაისს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მაისს ნ------------------–----–-----------–იკის მოქალაქე ო-–----------–---------------–--------ის კანონიერმა წარმომადგენელმა ვ------------------–---------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილით ო-–----------–---------------–--------ის კანონიერ წარმომადგენელს ვ------------------–---------ს ეცნობა, რომ საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის უცხოელმა სააგენტოს უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე, ასევე წარსადგენი იყო ო-–----------–---------------–--------ის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მომწვევ პირთან სათანადო წესით დამოწმებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 20 ივნისამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2017 წლის 24 მაისს.

 

6.3. განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ განცხადების განუხილველად დატოვებისას ადმინისტრაციული ორგანო არსებითად არ მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, არამედ განცხადებას ტოვებს განუხილველად იმის გამო, რომ კანონით და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი დოკუმენტები არ არის სრულად წარდგენილი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

 

”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ო-–----------–--------------------ი და ო-–----------–---------------–--------ის კანონიერი წარმომადგენელს, ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციისას გადაეცა სამახსოვრო ბარათი, აღნიშნულ ბარათზე ფიქსირდება მოსარჩელეების კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა - ”ჩავიბარე, ვეთანხმები”. აღნიშნულ სამახსოვრო ბარათში მითითებულია ის ინტერნეტ გვერდები, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია მის განაცხადთან დაკავშირებით, ასევე 2018 წლის 21 მაისს იუსტიციის სახლის თანამშრომის მიერ გაფრთხილებული იქნა მოსარჩელეების კანონიერი წარმომადგენელი ვ------------------–---------ი მის დოკუმენტებში არსებული ხარვეზის შესახებ და ასევე იმის თაობაზე, რომ ხარვეზის არ აღმოფხვრის შემთხვევაში მისი განცხადებები დარჩემოდა განუხილველად.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილით ო-–----------–--------------------ის კანონიერ წარმომადგენელს ვ------------------–---------ს ეცნობა, რომ საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის უცხოელმა სააგენტოს უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე, ასევე წარსადგენი იყო ო-–----------–--------------------ის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მომწვევ პირთან სათანადო წესით დამოწმებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 20 ივნისამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2017 წლის 24 მაისს.

 

ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილით ო-–----------–---------------–--------ის კანონიერ წარმომადგენელს ვ------------------–---------ს ეცნობა, რომ საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის უცხოელმა სააგენტოს უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე, ასევე წარსადგენი იყო ო-–----------–---------------–--------ის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მომწვევ პირთან სათანადო წესით დამოწმებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 20 ივნისამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22018 წლის 24 მაისის N1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2017 წლის 24 მაისს.

 

მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოსარჩელეების კანონიერი წარმომადგენლის განცხადებები ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის მოპოვების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დადგენილ ვადაში განცხადებების ავტორების მიერ სრულად არ იყო წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 20 ივნისის N1--------- ო-–----------–--------------------ის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც ო-–----------–--------------------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 20 ივნისის N1--------- ო-–----------–---------------–--------ის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც ო-–----------–---------------–--------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.ო-–----------–--------------------ის და ო-–----------–---------------–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი