გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.08.2018
საქმის ნომერი
030310918002583398
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310918002583398

№ 3/77-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

 

16 აგვისტო, 2018 წელი ქ.ფოთი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა

 

მსხვერპლი ე-–--- გ------კ------

წარმომადგენელი ქ------- გ-------

 

მოძალადე ნ------- კ------

 

მოთხოვნის არსი დამცავი ორდერის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

2018 წლის 09 აგვისტოს ე-–--- გ------კ------მ განცხადებით მომართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა დამცავი ორდერის გაცემა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 აგვისტოს განჩინებით ე-–--- გ------კ------ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიღებული იქნა წარმოებაში.

 

თავის მოთხოვნას განმცხადებელი ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ მოძალადე ნ------- კ------ არის განმცხადებლის შვილი. ე-–--- გ------კ------ მისი შვილის, როგორც ფსიქოლოგიური ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა ის და ნ------- კ------ს დები, მაგრამ იმის გამო რომ არ სურდა ოჯახის ამბების გახმაურება, ასევე, ფიქრობდა რომ მისი შვილი გონს მოეგებოდა და შეწყვეტდა ძალადობას. 2018 წლის 20 ივლისს ნ------- კ------მ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მასზე და მის შვილზე მ--- კ------ზე, რის გამოც ჩვენს მიერ გამოძახებული იქნა პოლიცია, რომელთაც მიიღეს შესაბამისი ზომები აღნიშნულთან დაკავშირებით. 2018 წლის 22 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ------– ი------ს მიერ გაცემული იქნა შემ---ვებელი ორდერი შემდეგი პირობებით: მოშორებულ იქნას მოძალადე ნ------- კ------ იმ სახლიდან, სადაც მსხვერპლი ე-–--- გ------კ------ ცხოვრობს; ასევე, აეკრძალა მოძალადე ნ------- კ------ს მსხვერპლთან ე-–--- გ------კ------სთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემ---ვებელი ორდერის ვადად განისაზღვრა ერთი თვე. დგას რეალური საფრთხე, რომ შემ---ვებელი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ ნ------- კ------ ისევ გააგრძელებს მის მიმართ ძალადობას, რადგან არ შერიგებულან, აკვიატებული აქვს რომ ე-–--- გ------კ------ ანგრევს მის ოჯახს, რის გამოც უნდა წავიდეს სახლიდან. ამ ყველაფერ ემატება ის გარემოებაც, რომ მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ე-–--- გ------კ------სა და მ--- კ------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. 2018 წლის 22 ივლისის ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებით ცნობილი არის დაზარალებულად. მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, ასევე პირადი უსაფრთხოებისათვის უნდა დაკმაყოფილდეს ე-–--- გ------კ------ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

 

2018 წლის 16 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე ე-–--- გ------კ------მ მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა, კერძოდ: აეკრძალოს მოძალადე ნ------- კ------ს მსხვერპლთან ე-–--- გ------კ------სთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადე ნ------- კ------ს აეკრძალოს ე-–--- გ------კ------სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი; მოძალადე ნ------- კ------ს აეკრძალოს მსხვერპლის ე-–--- გ------კ------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით, დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით.

 

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ბ------ მ-----–---–-, მას არც წერილობითი მოსაზრება წარმოუდგენია განცხადებასთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიაჩნია, რომ ე-–--- გ------კ------ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მხარის ახსნა-განმარტებით ნ------- კ------ს მხრიდან ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, ის შეურაცხყოფას აყენებს ე-–--- გ------კ------ს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

 

,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემ---ვებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე კანონის მე-11 მუხლით თანახმად, კი დამცავი და შემ---ვებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით სასამართლოს ე-–--- გ------კ------მ მომართა.

 

,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

 

,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2113-ე, 2115-ე მუხლებით, ,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ე-–--- გ------კ------ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. დამცავი ორდერი დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

 

- აეკრძალოს მოძალადე ნ------- კ------ს მსხვერპლთან ე-–--- გ------კ------სთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება;

 

- მოძალადე ნ------- კ------ს აეკრძალოს ე-–--- გ------კ------სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი;

 

- მოძალადე ნ------- კ------ს აეკრძალოს მსხვერპლის ე-–--- გ------კ------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით,3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით;

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას;

 

5.განემარტოს მოძალადეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს სამ თვემდე ვადით;

 

6. გადაწყვეტილება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაეგზავნოს შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე