განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/108-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
ახალციხის რაიონული სასამართლო
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
13 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ლონდარიძე
ბრალდების მხარე: პროკურორი კ---------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – ბ---------–-------, დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, პირადი ნომრით # 4---------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული
მცხოვრები: ქ.ა---––---, მ.კ--------ს ქ. N------.
ადვოკატი - ი--------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’პუნქტი;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ---------–-------ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
დადგენილების თანახმად, ქ.ა---––---ში, მ.კ--------ს ქ. N-------ში მცხოვრები ბ---------–------- წარსულში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს თ----------------ს და შვილს ა-–-----–-------ს. 2018 წლის 1------------–- დაახლოებით 00:40 საათზე სახლში დაგვიანებით დაბრუნების გამო შვილს - ა-–-----–-------ს დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მოსთხოვა მისი შვილის კუთვნილი ავტომანქანის გასაღების გამორთმევა, რაზედაც ა-–-----–-------მ განუცხადა უარი, აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ბ---------–-------მ შვილს - ა-–-----–-------ს ხელის დარტყმით სახის არეში და ყელში ხელის მოჭერით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული ფაქტის შემსწრე ა-–-----–------ის დედა- თ---------------- შეეცადა არ მიეცა საშუალება ბ---------–------ისათვის შვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების, რა დროსაც ბ---------–-------მ მის მეუღლეს თ----------------ს ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი და წააქცია, დარტყმის შედეგად თ----------------მ ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ პუნქტი
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული ბ---------–------- წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამტკიცდა როგორც სადავო სახის მტკიცებულებები, გარდა ადვოკატის ორდერის და მტკიცებულებების შესახებ გაცვლის ოქმისა.
ბრალდებულმა ბ---------–-------მ სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა რომ მას მისი შვილისა და ყოფილი მეუღლისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
დაზარალებულებმა ბ---------–------ის ყოფილმა მეუღლემ თ----------------მ და შვილმა ა-–-----–-------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადეს.
ბრალდებული ბ---------–------ის შვილმა გ----------–-------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადა.
ბრალდებული ბ---------–------ის მეუღლემ ნ----------–---–მა, რომელთანაც ქორწინება რეგისტრირებულია 201---–-–-------------–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადა.
2.2. ბრალდება ემყარებოდა მხარეთა მიერ სადავო მტკიცებულებებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ბრალდებულმა ბ---------–-------მ სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა რომ მას მისი შვილისა და ყოფილი მეუღლისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
დაზარალებულებმა, ბ---------–------ის ყოფილმა მეუღლემ თ----------------მ და შვილმა ა-–-----–-------მ, შვილმა გ----------–-------მ და მეუღლემ ნ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადეს.
რაც შეეხებათ მოწმე ე-–-----------–-–---–-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, იგი ესწრებოდა არასრულწლოვან გ---------–------ის დაკითხვას, რომელიც განმარტავს, რომ დაკითხვისას ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ბავშვი საუბრობდა ძალდატანების გარეშე.
მოწმე ა-–---------------–-–---–მა, რომელიც მუშაობს შსს ა---––---ს რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან გირაოს შეტანასთან დაკავშირებით გაფრთხილების ოქმები გააკეთა.
მოწმე თ------------–----მ, რომელიც მუშაობს შსს ა---––---ს რაიონულ სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლად, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან გამოკითხა დაზარალებული, მოწმე, ბრალდებული, ბ---------–-------ს წაუკითხა ბრალი, მათ რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვიათ.
მოწმე თ-------------–---–მა, რომელიც მუშაობს შსს ა---––---ს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გვიან ღამით შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ბრალდებულის საცხოვრებელ კორპუსში, მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ ბ---------–------ის დაკავებაში, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, უფლებები განუმარტა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახალებული მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები არ არის პირდაპირი მტკიცებულება ბ---------–------ის ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან აღნიშნული ჩვენებები არ შეიცავენ ინფორმაციას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულების მიმართ განხორციელებული რაიმე უკანონო ქმედების შესახებ.
2.3. 2018 წლის 1-----------–-- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N 1--------- დასკვნით დადგენლია, რომ შემოწმებული იქნა თ----------------, რომელსაც სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ასევე პირადი გასინჯვის მონაცემებით დაზარალებულს ჩივილები ტკივილზე არ აქვს.
2018 წლის 1-----------–-- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N 1--------- დასკვნით დადგენლია, რომ შემოწმებული იქნა ა-–-----–-------, რომელსაც სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ასევე პირადი გასინჯვის მონაცემებით დაზარალებულს ჩივილები ტკივილზე არ აქვს.
ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები არ შეიცავენ ინფორმაციას 2018 წლის 1------------–- ბ---------–------ის მიერ ა-–-----–------ისა და თ---------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებულია, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული მტკიცემულებები ვერ გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
კონკრეტულ შემთხვევაში ბ---------–------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ბ---------–-------მ მისი ოჯახის წევრების, კონკრეტულ შემთხვევაში ყოფილი მეუღლის თ---------------ისა და შვილის - ა-–-----–------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ბ---------–------ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულ ბ---------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---------–------- (პ/№-4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ბ---------–------- (პ/№-4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს თ----------------ს (პ/ნ 4----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერ G---------------------ზე 2018 წლის 1------------–- შეტანილი თანხა 6 000 ლარი.
3. განემარტოს ბ---------–-------ს რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი