განაჩენი

სისხლის სამართლის 21.08.2018
საქმის ნომერი
340100118002582149
დავის ტიპი
126 2 ბ
თარიღი
21.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002582149

№1/166-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 აგვისტო 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ზა---- უმ-------ის

ადვოკატ - გე-–- ნუ----–---–ის

თარჯიმან - რა----- მე-----–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №030180618002)

 

ბრალდებული: ზა---- უმ-------ი

მამის სახელი: ალ-

დაბადებული: 0--------- წელს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი უზ-------–ა

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი უზ-------–ა

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

კვალიფიკაცია: ზა---- უმ-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზ-------–აში, ზა---- უმ-------მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - 5 წლის მა---- უმ-------ას და 4 წლის სე-- უმ-------ას თანდასწრებით, ძალადობა განახორციელა რძლის - თუ----- ალ---ას მიმართ, რა დროსაც ყელის არეში ხელის მოჭერით და ზურგის არეში ჯოხის დარტყმით, მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ზა---- უმ-------ი 2018 წლის 18 ივნისს, 21:10 საათზე დააკავეს და 2018 წლის 20 ივნისს, ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

ზა---- უმ-------მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - 5 წლის მა---- უმ-------ას და 4 წლის სე-- უმ-------ას თანდასწრებით, ძალადობა განახორციელა რძლის - თუ----- ალ---ას მიმართ, რა დროსაც ყელის არეში ხელის მოჭერით და ზურგის არეში ჯოხის დარტყმით, მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ თუ----- ალ---ას, რა---– უმ-------ის, თავად ბრალდებულ ზა---- უმ-------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზა---- უმ-------მა ყელის არეში ხელის მოჭერით და ზურგის არეში ჯოხის დარტყმით, რძალს - თუ----- ალ---ას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, მოწმეების - დაზარალებულ თუ----- ალ---ას, რა---– უმ-------ის, თავად ბრალდებულ ზა---- უმ-------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მა---- და სე-- უმ-------ების დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზა---- უმ-------მა ყელის არეში ხელის მოჭერით და ზურგის არეში ჯოხის დარტყმით, რძალს - თუ----- ალ---ას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ 5 წლის მა---- უმ-------ა და 4 წლის სე-- უმ-------ა.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზა---- უმ-------მა ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ზა---- უმ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ზა---- უმ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ზა---- უმ-------ი არ არის ნასამართლევი, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზა---- უმ-------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, არსებობს ყველა ის საფუძველი, რაც საჭიროა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოსაყენებლად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. ზა---- უმ-------ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

2. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ხის ჯოხი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში. სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზა---- უმ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ზა---- უმ-------ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ზა---- უმ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 18 ივნისის 21:10 საათიდან 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ხის ჯოხი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი