გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210018002247937 (2/33-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 აგვისტო, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - და-----–-----–ია
წარმომადგენლები: ფა----------აია, იო---------–-ა
მოპასუხე - სს ,,ენე---------------------ა’’
წარმომადგენელი - ამ-----------–----ია
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე სს ,,ენე---------------------ასათვის’’ მოსარჩელე და-----–-----–იას სასარგებლოდ ხანძრის შედეგად განადგურებული თხილის პლანტაციის ღირებულების - 2700 ლარის დაკისრება;
1.2.მოპასუხე სს ,,ენე---------------------ასათვის’’ მოსარჩელე და-----–-----–იას სასარგებლოდ ხანძრის შედეგად განადგურებული თხილის მოსავლის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის - 6788,6 ლარის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2----–-–----------------, ზუ--------------------------–-–--–ში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა და-----–-----–იას კუთვნილი თხილის პლანტაცია.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოხდა მოკლე, საკონტროლო ჩართვა, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის მომენტალურად ჩართვას და გამორთვას. ამ დროს ნაპერწკალი გააჩინა სადენების ერთმანეთთან კონტაქტმა, რასაც შედეგად მოჰყვა ხანძარი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი №43.20.--.1-- და №43.20.4-.---).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოება
3.1.1.მოსარჩელე და-----–-----–იას საკუთრებაშია 5000 კვ.მ. და 6500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი №43.20.--.1-- და №43.20.4-.---). აღნიშნულ მიწის ნაკვეთები მოქცეულია მოპასუხის ბალანსზე არსებული 35/10 კვ ძაბვის ქვესადგური ,,ცა-–-’’-ს მოქმედების არეალში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
-მოპასუხის 08.12.2----–-–----------- წერილი;
-19.12.2016 წლის №1---სტ - №---/ს ექსპერტიზის დასკვნა და ფოტო ილუსტრაცია;
-თხილნარის დათვალიერების ოქმი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (ს----------–--------------------).
3.1.2. 2----–-–---------------- იყო მშრალი, ქარიანი ამინდი, რა დროსაც დაახლოებით 21:08 საათზე №43.20.--.1-- და №43.20.4-.--- საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთებზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგად განადგურდა მიწის ნაკვეთებზე გაშენებული და-----–-----–იას კუთვნილი თხილის პლანტაცია.
სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძარი ლიკვიდირებულ იქნა 2----–-–---------------- 22:08 საათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
-აქტი ხანძრის შესახებ;
-გამოკითხვის ოქმები;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (ს----------–--------------------).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.დადგენილია, რომ ხანძარი გაჩნდა და-----–-----–იას მიწის ნაკვეთებზე გაშენებულ თხილის ნარგაობებში, დაცულ ზონაში გამავალი 10 კვ. ფი---------------------’’-ს ელექტრო გადამცემი ხაზი ბოძის ირგვლივ, თუმცა ხანძრის გამომწვევი, კონკრეტული მიზეზი დაუდგენელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-19.12.2016 წლის №1---სტ - №---/ს ექსპერტიზის დასკვნა და ფოტო ილუსტრაცია;
-თხილნარის დათვალიერების ოქმი;
-აქტი ხანძრის შესახებ;
-გამოკითხვის ოქმები;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (ს----------–--------------------).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენების მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, რაც არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და პასუხისმგებელი პირისათვის კანონისმიერი ვალდებულებაა. ასეთი ურთიერთობის მარეგულირებელია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის’’ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ზიანის ფაქტი უნდა დადასტურდეს მტკიცებულებით. ამ კუთხით ყურადსაღებია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცებულებათა შესახებ დებულება მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში.
მითითებული ნორმის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია მტკიცებულებების წრე, კერძოდ, ის, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული მტკიცებულებად სამოქალაქო საქმის განხილვისას, კანონის ძალით ასეთად მიიჩნევა მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტები, მოწმეთა ჩვენები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ამავე ნორმის მე-3 ნაწილით კი, კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება იქნას სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული (საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე შეეცადა დაედასტურებინა ხანძრის გაჩენის პროცესში მოპასუხის ბრალეულობა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი, სპეციალური მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. სასამართლოს მოსაზრებით ასეთი მტკიცებულება შესაძლოა იყოს სპეციალური ცოდნის მქონე პირის - ექსპერტის დასკვნა, რამდენადაც საკითხი ეხება სპეციფიკურ სფეროს, რის თაობაზეც ცოდნა სასამართლოს არ გააჩნია.
უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში მოიპოვება 19.12.2016 წლის №1---სტ - №---/ს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც ხანძრის გაჩენის მიზეზი ვერ დადგინდა. მოსარჩელემ ასევე ვერ დაუმტკიცა სასამართლოს სხვა, საწინააღმდეგო შინაარსის დოკუმენტის საქმეზე წარმოდგენის შეუძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული, რომ მას ზიანი მიადგა მოპასუხის ,,მართლსაწინააღმდეგო’’ ქმედების შედეგად, რაც გამორიცხავს მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დავის საგნის ღირებულება შეადგენს 9488,6 ლარს, შესაბამისად, ღირებულების სამი პროცენტია 284,65 ლარი, თუმცა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 381 ლარი. გამომდინარე აქედან, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს 284,65 ლარი, ხოლო დარჩენილი, ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.და-----–-----–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 284,65 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის 0--------- წლის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 15,35 ლარი, რაც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ”თი----------”, სახაზინო კოდი: 300813150, ბანკის კოდი: TRESGE22;
4.მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის 1--------- წლის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხას - 81 ლარი, რაც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ”თი----------”, სახაზინო კოდი: 300813150, ბანკის კოდი: TRESGE22;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა