განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002525297
N1/143-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
22.08.2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის
თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - რო---- მა------–--ლის
ადვოკატ- ლა-–- ჩა---–-–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: რო---- მა------–--ლი;
მამის სახელი: ვა-–----;
დაბადებული: 02.11.1----–--–--
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება:საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული:გურჯაანის რაიონი სოფელი ვა--------;
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ვა--------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
კვალიფიკაცია: რო---- მა------–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: რო---- მა------–--ლი, 2014 წლიდან თანაცხოვრების პერიოდში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვა-------ში სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ლე--–- მა------–--ლს, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ტანჯვა.
რო---- მა------–--ლი 2018 წლის 21 მაისს 23:50 საათზე დააკავეს, ხოლო 2018 წლის 22 მაისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
რო---- მა------–--ლი, 2014 წლიდან თანაცხოვრების პერიოდში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვა-------ში სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ლე--–- მა------–--ლს, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
დაზარალებულ ლე--–- მა------–--ლის ჩვენებით დადასტურდა, რომ რო---- მა------–--ლი არის მისი მეუღლე. ბრალდებული არის ალკოჰოლის მომხმარებელი და ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულს. 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე რო---- მა------–--ლს ძმასთან მი----–თან მოუვიდა ჩხუბი, რომელმაც შენიშვნა მისცა, რატომ შეურაცხყოფდა მეუღლეს. ამაზე განაწყენებული რო---- მა------–--ლი მივიდა რა სახლში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ ლე--–- მა------–--ლს, რამაც დაზარალებულის სულიერი ტანჯვა გამოიწვია. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი პატიობს ბრალდებულს ჩადენილ ქმედებას.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების - რო---- მა------–--ლის, მი----– მა------–--ლის, ნა---- მა------–--ლის, პა---- ფე-----–--ლის, გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ რო---- მა------–--ლი თავის მეუღლეს ლე--–- მა------–--ლს სისტემეტურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა სულიერი ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
შეურაცხყოფაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის მიმართ უცენზურო სიტყვების დაძახება, გინება.
დაზარალებული ლე--–- მა------–--ლი არის ბრალდებულის ოჯახის წევრი, მეუღლე და ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა სულიერი ტანჯვა.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რო---- მა------–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
რო---- მა------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
რო---- მა------–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რო---- მა------–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ნივთმტკიცება საქმეს არ ერთვის, ყადაღა გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რო---- მა------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვე.
2. რო---- მა------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 21 მაისის 23:50 საათიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
4. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე