გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.08.2018
საქმის ნომერი
210310018002604713
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
27.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310018002604713

საქმე №3/78-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 აგვისტო 2018 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი: ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: მ-------------–---–ი;

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო): ს----------–----–--------------------------------------------–-–-------------------------------------------–------------–---

წარმომადგენელი: დ-----------------–---–ი;

 

დაინტერესებული პირი: (მსხვერპლი): ს--------------–---–ი;

 

დავის საგანი: №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------------–-–-------------------------------------------–------------–---- მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N1-----

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ 22 აგვისტოს სახლის სამზარეულო ოთახში ყოველგვარი მიზეზის გარეშე კონფლიქტი წამოიწყო მისმა დედამ ს--------------–---–მა და თხოვდა მას ფულის სანაცვლოდ სახლის დატოვებას, რაზედაც მას რეაგირება არ მოუხდენია და არც არანაირი შეურაწყოფა არ მიუყენებია დედისთვის. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისმა დედამ მას შეურაწყოფა მიაყენა და ამავე დროს უმიზეზოდ დარეკა პოლიციაში და ადგილზე გამოცხადებულ პოლიციელების წინაშე ცილი დასწამა მას და განაცხადა ვითომდა შეურაწყოფის მიყენების ფაქტზე და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა, რაც დაკმაყოფილდა პოლიციის მიერ და შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

ამის შემდგომ მოსარჩელე დაუკავშირდა თავის ადვოკატს და მისმა ადვოკატმა ახლიდან დარეკა პოლიციის განყოფილებაში და შეატყობინა, რომ ს--------------–---–მა ამავე დღეს შეურაწყოფა მიაყენა თავის შვილს მ-------------–---–ს და ითხოვა ს--------------–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა, რაც დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------------–-–-------------------------------------------–------------–---- მიერ, წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, თანდართული მასალებით.

 

სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და განმარტა, რომ ვინაიდან 2018 წლის 22 აგვისტოს ს--------------–---–მა განცხადებით მიმართა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული განყოფილებას სადაც მიუთითა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე, ქალაქი ს----------------------------------- მისმა შვილმა - მ-------------–---–მა მას ს--------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიხატა მ-------------–---–ის მხრიდან მის ლანძღვაში. ამავე დღეს გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი ს--------------–---–ის მიმართაც მ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე. ოჯახში არის დაძაბული და კონფლიქტური გარემო და მხარეები ხშირად შედიან კონფლიქტში, რის გამოც მიზანშეწონილია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელი დარჩეს

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი და ძალაში უნდა დარჩეს 2018 წლის 22 გამოცემული შემაკავებელი ორდერი N1----.

 

3. დაინტერესებული პირის პოზიცია;

 

სხდომაზე გამოცხადებული დაინტერესებული პირი ს--------------–---–ი არ დაეთანხმა მოსარჩელე მ-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ შეურაცხყოფას და ლანძღვას ნამდვილად ქონდა ადგილი და შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ს--------------–---–ი არის მოსარჩელე მ-------------–---–ის დედა და ისინი ერთ საცხოვრებელ სახლში, ერთ ოჯახად ცხოვრობენ ქ--–------------–-------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

 

4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------------–-–-------------------------------------------–------------–---- გამომძიებლის მიერ ს--------------–---–ის განცხადების საფუძველზე 2018 წლის 22 აგვისტოს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, მ-------------–---–ის მიმართ.

 

შემაკავებელ ორდერში მიეთითა: მსხვერპლი: ს--------------–---–ი; მოძალადე: მ-------------–---–ი, ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები: აეკრძალოს მოძალადე მ-------------–---–ს მსხვერპლი ს--------------–---–ისათვის შეურაწყოფის მიყენება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.08.2018 წლის შემაკავებელი ორდერი №0-----.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია".

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. ,, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია" (საქართველოსთვის ძალაშია 2017 წლის 1 სექტემბრიდან) ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არა თანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.

 

მითითებული კონვენციის 53.1. მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი შემაკავებელი ან დამცავი ორდერები გაიცემოდეს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთა მიმართებით.

 

7.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.

 

ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე ნორმის 38 ნაწილის მიხედვით, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ კანონის 12.4 მუხლის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამ კანონის მე-4 მუხლით განიმარტა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინების მნიშვნელობა, სახელდობრ: ფსიქოლოგიური ძალადობა - არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას(,, ბ “ ქვეპუნქტი), ხოლო ოჯახის წევრს ამ კანონის მიზნებისთვის წარმოადგენს - დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (,, ზ “ ქვეპუნქტი.)

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.1. მუხლის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ “ საქართველოს კანონით. ამ ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან, დაინტერესებული პირის (მსხვერპლის) მიმართ ადგილი არ ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს, შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მ-------------–---–ის სარჩელი და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------------–-–-------------------------------------------–------------–---- მიერ 2018 წლის 22 გამოცემული შემაკავებელი ორდერი N1----.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.11. მუხლით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე (ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით).

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლით, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ამრიგად, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მოსარჩელე მ-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.უცვლელად დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------------–-–-------------------------------------------–------------–---- მიერ 2018 წლის 22 გამოცემული შემაკავებელი ორდერი N1----.

 

3.მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ.№15) მეშვეობით 3(სამი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

5.გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე