გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/4929-18 22 აგვისტო, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა
განმცხადებელი - ი----------–-ა
წარმომადგენელი - ი--------–---------ი
განმცხადებლის მოთხოვნა - ზ---- და ი----ე ლ-–--ების მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა
განმცხადებლები - ზ---- ლ-–--ა და ი----ე ლ-–--ა
წარმომადგენლები - მზია სიჭინავა, მაია ფასიესვილი
განმცხადებლების მოთხოვნა - ი----------–-ას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა
მსხვერპლი - ი----------–-ა (პირადი ნომერი 6---------2, დაბადებული 1----–-–----------ს, მცხოვრები ქ. თბილისში, ა-----–-------–-----------ი N----ში)
მოძალადე - ზ---- ლ-–--ა (პირადი ნომერი 6----------, დაბადებული 1972 წლის 4 ივნისს, მცხოვრები ქ. თბილისში, ა-----–-------–-----------ი N----ში)
მოძალადე - ი----ე ლ-–--ა (პირადი ნომერი 6----------, დაბადებული 1967 წლის 12 აგვისტოს, მცხოვრები ქ, თბილისში, ა-----–-------–-----------ი N----ში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 3 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ი----------–-ამ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც ზ---- ლ-–--ას და ი----ე ლ-–--ას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ი----------–-ა ზ---- ლ-–--ასა და ი----ე ლ-–--ას მხრიდან არაერთხელ გამხდარა ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, ისინი მომავალში გეგმავენ ირმა გებელიას განადგურებას, რის გამოც უნდა ეკრძალოთ ი----------–-ასთან და იმ ადგილებთნ მიახლოება, სადავო იგი იმყოფება.
2018 წლის 17 აგვისტოს ამავე კოლეგიაში ზ---- ლ-–--ამ და ი----ე ლ-–--ამ წარმოადგინეს განცხადება, რომლითაც ირმა გაბელაიას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა მოითხოვეს. განცხადების მიხედვით, ირმა გაბელაია ზ---- ლ-–--ასა და ი----ე ლ-–--აზე სისტემატიურად ახორციელებს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობას და მას უნდა აეკრძლოს ზ---- და ი----ე ლ-–--ებისათვის საცხოვრებელი სახლით სარგებლობის ხელშეშლა.
2018 წლის 22 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე ირმა გებლიასა და ი----ე და ზ---- ლ-–--ების განცხადებები დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე (ადმინისტრაციული საქმეები N3/4929-18 და N3/5284-18) გაერთიანდა და მიენიჭა ნომერი N3/4929-18.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიიჩნევს, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ ირმა გაბელაიას განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, ი----ე ლ-–--ას და ზ---- ლ-–--ას კი უარი ეთქვათ განცხადების დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამავე კანონის მე- 31 მუხლის მიხევდით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
ამავე კანონის მე-4 მუხლი თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის ძალადობის არსს შემდეგი სახით განმარტავს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
ამავე მუხლით მსხვერპლისა და მოძალადის დეფინიცია შემდეგი სახით არის განსაზღვრული:
- მსხვერპლი - ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა;
- მოძალადე - ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 14 2 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-91-ე მუხლის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი უზრუნველყოფს. სასამართლო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთისათვის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დამცავ ორდერს გამოსცემს, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, თანახმად ამავე კანონის მე-9 და მე-10 მუხლებისა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა განმარტებებითა და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ზ---- ლ-–--ას და ი----ე ლ-–--ას მიერ ი----------–-ას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი, რის გამოც არსებობს ი----------–-ას დაცვის მიზნით ზ---- და ი----ე ლ-–--ების მიმართ დამცავის ორდერის დამტკიცების საფუძველი მოძალადეებისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვის პირობით, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ზ---- ლ-–--ას და ი----ე ლ-–--ას განცხადება კი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2113-ე, 2115-ე, მუხლებით, ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი----------–-ას (პირადი ნომერი 6---------2, დაბადებული 1----–-–----------ს, მცხოვრები ქ. თბილისში, ა-----–-------–-----------ი N----ში) დაცვის მიზნით ზ---- ლ-–--ასა (პირადი ნომერი 6----------, დაბადებული 1972 წლის 4 ივნისს, მცხოვრები ქ. თბილისში, ა-----–-------–-----------ი N----ში) და ი----ე ლ-–--ას (პირადი ნომერი 6----------, დაბადებული 1967 წლის 12 აგვისტოს, მცხოვრები ქ, თბილისში, ა-----–-------–-----------ი N----ში) მიმართ გაიცეს დამცავი ორდერი შემდეგი პირობით:
ზ---- ლ-–--ასა და ი----ე ლ-–--ას აეკრძალოთ ი----------–-ასთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;
2. დამცავი ორდერი გამოიცეს 6 (ექვსი) თვის ვადით;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას;
4. გადაწყვეტილება გაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;
5. ი----ე და ზ---- ლ-–--ების განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან სამი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კმ N6) საჩივრის წარმოდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია