გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020350018002607386 (3/159-18)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე
28 აგვისტო, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
შუამდგომლობის ავტორი - ს----------–----–-------------------------------------–---------------------------------------–----–-------------------–-----------------–--------------------–---------------------–ო
წარმომადგენელი - ნა------------–-–---–ი
დროებითი განთავსების ცენტრში მოსათავსებელი პირი - პა-------------–------------------–-----------–--- მუ-----------------ი (KH----------------N დაბადების თარიღ - 15.0-.1----–--–--
თარჯიმანი - თა-----------ია
სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქა-------–----–-------------------------------------–---------------------------------------–----–-------------------–-----------------–--------------------–--------------------–---------------–------------–-ბის მთავარი სპეციალისტის - ნა------------–-–---–ის შუამდგომლობა პა-------------–------------------–-----------–--- მუ-----------------ის საქართველოს ში------------------------------------–------------------------------------------------–----რში მოთავსების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20---–-–----------------, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქ--------–----–-------------------------------------–---------------------------------------–----–-------------------–-----------------–-----------------–-ბრივი უზრუნველყოფის სამმართველომ, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 26----------- 15:05 საათზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე განხორციელდა პა--------ს ისლ-----------------–-----------–-ქე მუ-----------------ის დაკავება, რომელიც გადაყვანილ იქნა შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების სენაკის იზოლატორში.
მიგრაციის დეპარტამენტმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და 2----–-–----- აგვისტოს ჩატარდა გასაუბრება პა--------ს ისლ-----------------–-----------–-ქე მუ-----------------ისთან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. გასაუბრების დაწყებისას პირს განემარტა გასაუბრების მიზანი, კანონით დადგენილი უფლებები. გასაუბრება მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე თარჯიმანის მონაწილეობით. გასაუბრებაზე მან განმარტა, რომ დაიბადა 1----–ლის 15 ივნისს პა-------------–----რ რესპუბლიკაში ქ---------–-, სადაც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. სამშობლოში მიიღო საშუალო განათლება. პაკისტანში დაკავებული იყო მობილური ტელეფონების ყიდვა-გაყიდვით. 2014 წლის ივლისის თვეში მობილური ტელეფონების ბაზრის შესწავლის მიზნით გაემგზავრა რუ----------------–--ში. 2014 წლის 12 ივლისს რუ-----ს ფე------–----ან ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-რუ-----ს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა საქართველოს ოკუპ--------–---------------ზე აფ-------ში. აღნიშნულ ფაქტზე იგი დააკავეს 20---–-–---------------- საქართველოს სსკ-ის 3221-ე პირველი ნაწილით, 20---–-–---------------- საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან. სასჯელის სახედ განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 5000 ლარი, რომელიც არ გადაუხდია. მისი განმარტებით საქართველოში არ ჰყავს ახლობლები და ნათესავები, არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, არ გააჩნია ფინანსური სახსრები, არა აქვს სამმუშაო. მისი სამგზავრო დოკუმენტის ვადა ამოწურულია. მას სურს პა-------------–----რ რესპუბლიკაში დაბრუნება.
საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და ფქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ მუ-----------------ი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20---–-–---------------- განაჩენით (საქმე N--------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 32----------–----------–----–--–-----------–--–-------–-------–----–-----------------. სასჯელის სახედ და ზომად გ-----------------------------------------------------–---------–------------–---------–------------–------------------------–----------–--–-------------–----–------------------------–------------–---------------------------------------------------------------------–-----
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოელის დაკავება და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს: ა) თუ ვერ ხერხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის იდენტიფიცირება და ბ) თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პა--------ს ისლ-----------------–-----------–-ქე მუ-----------------ი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა, დღეის მდგომარეობით მის სამგზავრო დოკუმენტს (პასპორტი) ვადა აქვს ამოწურული, შესაბამისად აღნიშნული მონაცემების გადამოწმებით ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში. ვინაიდან, მას საქართველოში არ ჰყავს ახლობლები და ნათესავები, არ გააჩნია შემოსავლის წყარო, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არა აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი) ზრდის ალბათობას იმისას, რომ იგი არ ითანამშრომლებს მიგრაციის დეპარტამენტთან, მიიმალება და თავს აარიდებს მისი საქართველოდან გაძევების პროცედურებს, რაც ხელს შეუშლის საქართველოდან გაძევების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მასთან კომუნიკაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-3, მე-4, მე-5, პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე, შუამდგომლობის ავტორი შუამდგომლობს პა-------------–------------------–-----------–--- მუ-----------------ი (KH----------------N დაბადებული: 15.0-.1----–--–-- მოთავსდეს შს--------–-----------------------------------------------–------ში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 3 თვემდე ვადით.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა შსს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა ნა------------–-–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მუ-----------------ი დაეთანხმა შუამდგომლობას.
სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს შუამდგომლობა პირის ში------------------------------------–------------------------------------------------–----რში მოთავსების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142-ე მუხლის თანახმად, საქარველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე.
სასამართლო საქმის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142-ე მუხლის და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლისა და 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე პა-------------–------------------–-----------–--- მუ-----------------ი უნდა მოთავსდეს ში------------------------------------–------------------------------------------------–----რში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.
ბრძანების შესრულება უნდა დაევალოს საქართველოს ში------------------------------------–------------------------------------------------–----რს. მასვე განემარტოს, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლების მე-5 პუნქტის თანახმად, დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლის შემდეგ ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142-ე მუხლით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1.საქა-------–----–-------------------------------------–---------------------------------------–----–-------------------–-----------------–--------------------–--------------------–---------------–------------–-ბის მთავარი სპეციალისტის - ნა------------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.პა-------------–------------------–-----------–--- მუ-----------------ი (KH----------------N დაბადების თარიღი: 15.0-.1----–--–-- მოთავსდეს ში------------------------------------–------------------------------------------------–----რში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით;
3.პა-------------–------------------–-----------–--- მუ-----------------ს ში------------------------------------–------------------------------------------------–----რში მოთავსების ვადა აეთვალოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 20---–-–---------------- 1-------------ან;
4.ბრძანების შესრულება დაევალოს საქართველოს ში------------------------------------–------------------------------------------------–----რს;
5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის ბრძანების გადაცემიდან 05 (ხუთი) დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა