განაჩენი

სისხლის სამართლის 29.08.2018
საქმის ნომერი
340100118002588100
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002588100

№1/171-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 აგვისტო 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - გი------ აღ---–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: გი------ აღ---–---–ი

მამის სახელი: შო---

დაბადებული: 1--------- წელს

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ში-–---

ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი ში-–---

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: გი------ აღ---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გი------ აღ---–---–მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, ვინაიდან თვლიდა, რომ იგი როგორც მამაკაცი, აღმატებული იყო ქალზე და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა ნებისმიერ მის მოთხოვნას, ზურგის არეში ჯოხი დაარტყა მეუღლეს - მა----- აღ---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

გი------ აღ---–---–ი 2018 წლის 3 ივლისს 15:50 საათზე დააკავეს და 2018 წლის 4 ივლისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გი------ აღ---–---–მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, ვინაიდან თვლიდა, რომ იგი როგორც მამაკაცი, აღმატებული იყო ქალზე და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა ნებისმიერ მის მოთხოვნას, ზურგის არეში ჯოხი დაარტყა მეუღლეს - მა----- აღ---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ მა----- აღ---–---–ის, ბი---- პა-----–---–ის, ჯუ-–----- შა-----ის, თავად ბრალდებულ გი------ აღ---–---–ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ აღ---–---–მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, ვინაიდან თვლიდა, რომ იგი როგორც მამაკაცი, აღმატებული იყო ქალზე და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა ნებისმიერ მის მოთხოვნას, ზურგის არეში ჯოხი დაარტყა მეუღლეს - მა----- აღ---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ აღ---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ აღ---–---–მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი------ აღ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

გი------ აღ---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

გი------ აღ---–---–ის მიერ, ძალადობრივი დანაშაული ჩადენილია გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გი------ აღ---–---–ი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულისათვის, მის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

გი------ აღ---–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ხის ჯოხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, ვინაიდან აღნიშნული ხის ჯოხი წარმოადგენს დანაშაულის იარაღს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი------ აღ---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს. გი------ აღ---–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 3 ივლისის 15:50 საათიდან 2018 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ხის ჯოხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი