განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5---18 (№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივლისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და------ ვა----------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ფე-–--- ფე-–---ის ძე კო------- - დაბადებული 1--- წლის 0-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ილ-----------ის გამზ. N4----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, ნი---- ქუჩა N 2--------
ადვოკატი - ირ---–- შე----–-ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ფე-–--- კო-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, არერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 07 მაისს ქუთაისში, ნი---- ქუჩა N1--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ფე-–---ი კო-------მ ნ---- წი--------ს ხელი დაარტყა სახის არეში, კერძოდ, მარჯვენა ლოყაზე რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმე ნ---- წი-------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ი--–--------ის გამოკითხვის ოქმი, 2015 წლის 22 აპრილის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და სხვ.) ერთობლიობა ფე-–--- კო------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ ფე-–--- კო-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, არერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ფე-–--- კო------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფე-–--- კო-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფე-–--- კო------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის 02 (ორი) წლის ვადით განსაზღვრა, რომლის საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით ჩათვლა საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფე-–--- კო------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს ფე-–--- კო------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ფე-–--- კო-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 7 მაისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ფე-–--- კო-------ს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი