განაჩენი

სისხლის სამართლის 31.08.2018
საქმის ნომერი
090100118002610452
დავის ტიპი
126 1
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/19–2018)090100118002610452

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 აგვისტო, 2018 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - კ---------–--------

ადვოკატის - ნ--------------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის N0----------- საქმე

 

ბრალდებულ კ---------–-------- მიმართ

მამის სახელი: ზ-------

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–----–-------

პირადი ნომერი: 4-----------

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება: ა---------–---------–----

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–--

რეგისტრაციის მისამართი: ქ-------------------–---------------–---------------–----–-------

 

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ-------------------–---------------–---------------–----–-------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.კ---------–--------, 2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 17:40 საათზე, ც-------------–----–----------------–--–------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩაიდინა ძალადობა ბ-----------–-------- მიმართ. კერძოდ, ლითონის მილი დაარტყა მუცელზე და მიაყენა ნაკაწრი ჭრილობა. კ---------–-------- ქმედების შედეგად ბ-----------–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2018 წლის 21 აგვისტოს წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 103–108).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.კ---------–--------, სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.დაზარალებულ ბ-----------–-------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ტ------–-----–---------- მიიღო მცირეოდენი ალკოჰოლური სასმელი. სახლში მისულმა ფანჯრიდან დაინახა, რომ კ---------–------- ვენახს წამლობდა. როცა შეხედა დაუწყო გინება დედის მისამართით. უყვიროდა გარეთ გასულიყო. როცა გავიდა, კობა ბინის წინ ეზოში შეხვდა, ლითონის ტრუბის ნაჭერი ჩამოჰკრა მუცლის მიდამოში, რა დროსაც იგრძნო ტკივილი, წავიდა სახლში, ნახა რომ სისხლი სდიოდა და დარეკა 112–ში მოვიდა სასწრაფო და ადგილზე გაუწიეს პირველადი დახმარება. რამდენიმე წუთში პოლიციაც მივიდა და სთხოვეს დაკითხვაზე წასვლა(ს.ფ.22–24);

 

6. საქმეზე მოწმეთა სახით დაკითხული ც---–-----–----ს, ბ--------------–----, წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ მიმდინარე წლის 6 ივნისს, კ---------–--------, ურთიერთშელაპარაკების დროს, რკინის მილის ნაჭერი მოუქნია და ჩამოჰკრა მუცლის არეში ბ-----------–-------(ს.ფ.33–35;36–38);

 

7.2018 წლის 28 ივნისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ კ---------–-------- დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 17: 40 საათზე, ც-------------–----–----------------–--–------–- (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, ს.ფ.56–58);

 

8.სსიპ ლ----------------–--------–-------ასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივნისის №--------- დასკვნით, (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N36) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ბ-----------–------ს, სასწრაფო–სამედიცინო დახმარება გაეწია 2018 წლის 6 ივნისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: სხვა და დაზუსტებული დაზიანება, როგორც შემთხვევითი, ასევე წინასწარგანსაზღვრით. მუცლის ზედაპირული ტრავმა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას აღენიშნებოდა ნაკაწრი ჭრილობა მუცლის წინა ზედაპირზე.

 

ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ბ-----------–------ს, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით.

 

დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალკ–ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ.30–32).

 

9.დაზარალებულ ბ-----------–-------- განცხადებით დგინდება, რომ ის შერიგებულია ბრალდებულთან და მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

10. კ---------–-------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 6 ივნისის ბრალდებულ კ---------–-------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 7 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 8 ივნისის ბ-----------–-------- მაისურის დათვალიერების ოქმით, დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბ-----------–-------- მიმართ, დადგენილებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კ---------–-------- მიმართ და ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ–ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის მილით, ბ-----------–-------- მაისურით, ცნობით ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოს ცაგერის რაიონული განყოფილებიდან, კ---------–-------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, კ---------–-------- სამედიცინო დოკუმენტაციით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათთ, შეტყობინების რეგისტრაციით, მიმართვით ცაგერის რაიონული საავადმყოფოსადმი, მიმართვებით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი, მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოს ცაგერის რაიონული განყოფილებისადმი, კ---------–-------- განცხადებით, დადგენილებით ბ-----------–-------- დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით, მიმართვებით ცაგერის რაიონული სამმართველოსადმი, დადგენილებით კ---------–-------- ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით, შუამდგომლობით კ---------–-------- მიმართ ექსპერტიზის ჩასატარებლად სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, განჩინებით კ---------–-------- ექსპერტიზის ჩასატარებლად სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაზე უარის თქმის შესახებ, გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით, ბრალდებულ კ---------–---------- და ადვოკატ ნ--------------–-------- გასაუბრების ოქმებით, ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

 

11.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა კ---------–------- ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

12.სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---------–-------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

13. კ---------–------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

14.კ---------–-------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კ---------–------- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - ჯარიმის მინიმუმი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ---------–-------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, კ---------–------- უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: გულწრფელი აღიარება, კანონთან მიმართებაში კონფლიქტში არასდროს მოქცეულა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კ---------–-------- მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული კ---------–------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ კ---------–-------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ კ---------–-------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, საქართველოს შსს ცაგერის რაიონულ სამმართველოში შენახული, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის მილი განადგურდეს, ხოლო ბ-----------–-------- მაისური დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი