გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210310018002611854
საქმე №3/80-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 სექტემბერი, 2018 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნათია რიკაძე
მოსარჩელე : ვა–- კე--–-–---–-
მოსარჩელის წარმომადგენელი: კა------- ხვ---------–---–-, შა-–-- ხვ---------–---–-
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანო): შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველო
მოპასუხის წარმომადგენელი: ლი- კა------–---–-
მესამე პირი: ცი---- დი-----–-–---–-
დავის საგანი: შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს 2018 წლის 29 აგვისტოს N006276 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
მოსარჩელის წარმომადგენლის კა------- ხვ---------–---–-ს განმარტებით, ეს არის მხოლოდ ოჯახური დავა და ადგილი არ აქვს ფსიქოლოგიურ ძალადობას ცი---- დი-----–-–---–-ს მიმართ. ყოველი კონფლიქტის შემდეგ ცი---- დი-----–-–---–- ატყობინებს პოლიციის თანამშრომლებს, რომ მის მიმართ ვა–- კე--–-–---–- ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კი მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ- გამომძიებლის ლი- კა------–---–-ს მიერ 2018 წლის 29 აგვისტოს გამოცემული №006276 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხის წარმომადგენელი ლი- კა------–---–- არ დაეთანხმა სარჩელს და დამატებით განმარტა, რომ ვა–- კე--–-–---–-ს მხრიდან ცი---- დი-----–-–---–--- ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება არ არის პირველი შემთხვევა, მოსარჩელის მიმართ უკვე მეორედ იქნა გამოყენებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება. №006276 შემაკავებელი ორდერი შედგა სათანადო გარემოებების შესწავლით, მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი და მოითხოვა მისი ძალაში დატოვება.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირი - ცი---- დი-----–-–---–- არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ ვა–- კე--–-–---–-ს მხრიდან მასზე და დედამისზე - ნა----–- დი-----–-–---–--- მუდმივად ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, 2018 წლის 29 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ სახლში მოვიდა მისი ძმა ვა–- კე--–-–---–-, მაცივრიდან გადმოყარა საჭმელი, აჭედა კარი. როცა კითხეს, ასე რატომ იქცეოდა, დაემუქრ, ისინიც გაჩუმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ფიზიკურად იძალადებდა. წლებია გრძელდება ასეთი უთანხმოება, ბევრჯერ ხელითაც შეხებია. მესამე პირს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ- გამომძიებლის ლი- კა------–---–-ს მიერ გამოცემული იქნა №006276 შემაკავებელი ორდერი ვა–- კე--–-–---–-ს მიმართ, მსხვერპლი ცი---- დი-----–-–---–-. შემაკავებელი ორდერით მოძალადე-ვა–- კე--–-–---–- აეკრძალა ცი---- დი-----–-–---–-ს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, მოხდა მოძალადის იმ სახლიდან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 29 აგვისტოს №006276 შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 11).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის ლი- კა------–---–-ს მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, ვა–- კე--–-–---–-ს მიმართ, მსხვერპლი ცი---- დი-----–-–---–-. შემაკავებელი ორდერით ვა–- კე--–-–---–- აეკრძალა ცი---- დი-----–-–---–-ს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, მოძალადის იმ სახლიდან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.
6.2. ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული კონფლიქტს უწყვეტი ხასიათი აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ურთიერთობა ვერ დარეგულირდა, მიუხედავად პოლიციის მხრიდან არაერთი ჩარევის. შესაბამისად, ვა–- კე--–-–---–- და ცი---- დი-----–-–---–- შორის არსებული კონფლიქტის გამო, ძალადობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის ლი- კა------–---–-ს მიერ 2018 წლის 29 აგვისტოს გამოცემული იქნა N006276 შემაკავებელი ორდერი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვა–- კე--–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 29 აგვისტოს გამოცემული №006276 შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე მისამართზე: სიღნაღი, ცოტნე დადიანის N15) მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი