განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - თ------------------------
ბრალდებულ - გ------------------
ადვოკატ-დ------------------ მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: გ--–---------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------–-- -მიმართ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ----------------- ბრალად ედება თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2--------, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, ა------------------------- 25ა-ში მდებარე ნ--------–--–---–-- მფლობელობაში არსებული ბინა #39-დან, გ---------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ პლაზმურ ტელევიზორს (,,LED HD TV’’), პულტთან ერთად. აღნიშნული ქმედებით ნ---------------–- მიადგა 200 (ორასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
გ----------------- ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი ბრალდებულს არ გაუხდია სადაოდ და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ბრალდებულის აღიარებასა და მის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე: (მოწმეების: ნ------------------------------------------------------------------------------------ გამოკითხვის ოქმები, თავად ბრალდებულ გ----------------- გამოკითხვის ოქმი, ლომბარდიდან ამოღების ოქმები და სალომბარდე ხერლშეკრულებები, ამოღებულ ნივთმტკიცებები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა-დათვალიერების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები) დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გ----------------- მიერ თაღლითობის ჩადენას ფაქტს. სასამართლო თვლის, რომ პრეიუდიციულად დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მართლაც ქმნიან საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რაც გ----------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველია.
სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს რა ბრალდებულის პიროვნებას და იმ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ დგინდება, - მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა სავსებით შესაძლებელია გ----------------- მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით; მისი ოდენობა კი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და გ----------------- ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს 4 000 (ოთხი ათასი) ლარით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს: ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
გაუქმდეს გ----------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;
განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ გ----------------- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. სუნის კვალი და ერთი ცალი ქილა განადგურდეს,2. დისკები-საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით, 3.ლომბარდიდან ამოღებული ტელევიზორი პულტთან ერთად - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე