გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.09.2018
საქმის ნომერი
330210118002303345
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე - დ----------------–---–ი

წარმომადგენელი - უ--------ა, თ-----------------

მოპასუხე - პ--------------–---–-

წარმომადგენელი - გ-------–------------ე

მოპასუხე - მ------–----–-–---–-

წარმომადგენელი - გ-----------–-------

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. პ--------------–---–ს მოსარჩელე დ----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 164040 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. პ--------------–---–- ცნობილ იქნეს მ------–----–-–---–-ს ქორწინების პერიოდში შეძენილი შემდეგი ქონების ½ წილის მესაკუთრედ:

ა) ქ. თბილისი, ფ--–--–---–-ს ქუჩა N36, საკადასტრო კოდი 0---------------, ფართი: 718 კვ.მ., სადაც მ------–----–-–---–-ს კუთვნილი წილია 2/12;

ბ) შპს „ს-------------–--–-–---ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, იურიდიული მისამართი: თბილისი, ზ. ფ--–--–---–-ს ქ. N36, სადაც მ------–----–-–---–- არის 100% წილის მესაკუთრე;

გ) შპს „გ---–--------------ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, იურიდიული მისამართი: თბილისი, ზ. ფ--–--–---–-ს ქ. N36, სადაც მ------–----–-–---–- არის 50% წილის მესაკუთრე.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

გ-----------------ს და მოპასუხე პ--------------–---–ს შორის 2006 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ-----------------მა მოპასუხეს ასესხა 62000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, წლიური სარგებლით 17%-ის გათვალისწინებით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, 2008 წლის 10 დეკემბერს მოხდა არსებული სასესხო ვალდებულებების აკუმულირება ერთი ხელშეკრულებით და სესხის ხელშეკრულება N-2-ის ხელმოწერის მომენტისთვის გ-----------------ს პ--------------–---–-სთვის გადაცემული ჰქონდა 100 000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო 1 წლის ვადაში, ამჯერად წლიური 20% სარგებლის, ხოლო ვადაგადაცილებისთვის გადასახდელი თანხის 0,1% საურავის დარიცხვით.

 

ვინაიდან პ--------------–---–ს არც 10.12.2008 წლის ხელშეკრულება შეუსრულებია ვადაში, მხარეებმა 2009 წლის 11 დეკემბერს დადეს N3 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის სახით მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული თანხა განისაზღვრა 120 000 აშშ დოლარით (აღნიშნული იყო N2 სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამს), წლიური 20% სარგებლის, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებისთვის გადასახდელი თანხის 0,1% საურავის დარიცხვით. თანხა მსესხებელს 1 წლის ვადაში უნდა დაებრუნებინა. მოპასუხეს არც 11.12.2009 წლის N3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებია, თუმცა გ-----------------მა კვლავ გადაუვადა სესხის დაფარვის ვადა 1 წლით და 2010 წლის 14 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის დაიდო N4 სესხის ხელშეკრულება, სადაც მასესხებ თანხად განისაზღვრა 144000 აშშ დოლარი (რაც შეადგენს N3 ხელშეკრულების ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამს). სესხის სარგებლად განისაზღვრა 16%, ხოლო საურავი, გადასახდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პ--------------–---–ს ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

2013 წლის 12 დეკემბერს დ----------------–---–სა და გ-----------------ს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ-----------------მა სრულად დაუთმო მოსარჩელე დ----------------–---–ს, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე პ--------------–---–-ს მიმართ არსებული მისი მოთხოვნა. დათმობის ხელშეკრულების შემდგომ პ--------------–---–სა და დ----------------–---–ს ჰქონდათ შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, ელექტრონული მიმოწერა, სადაც ერთ-ერთ მიმოწერაში დაადასტურა ვალის არსებობა, კერძოდ: 2015 წლის 26 ნოემბერს დ----------------–---–ს დაუდასტურა, რომ მისი ვალდებულების ძირითადი თანხა შეადგენს 63 000 აშშ დოლარს, საიდანაც 3000 აშშ დოლარი დაბრუნებული ჰქონდა 2014 წელს.

 

დ----------------–---–მა მოპასუხეს გაუგზავნა სესხის ხელშეკრულება N5-ის პროექტი, სადაც მოსარჩელე დასახელებულია უფლების მიმღებად, გ-----------------ი - უფლების დამთმობად, ხოლო პ--------------–---–- - მოვალედ. ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, საბოლოო დავალიანება, უკვე გადახდილი თანხების გამოკლებით, შეადგენდა 164000 აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება შედგენილი იყო მოპასუხესთან შეთანხმებით, მას ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და შემდგომშიც იგი ცდილობს თავი აარიდოს ვალდებულების შესრულებას.

 

მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: პ--------------–---–- 2002 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------–----–-–---–თან და 2006 წელს, როდესაც მოპასუხემ გ-----------------ისგან თანხა ისესხა, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ------–----–-–---–თან. მოპასუხეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების უდიდესი ნაწილი არის მ------–----–-–---–-ს ერთპიროვნულ ან იმ კომპანიის საკუთრებაში, რომელთა დიდ წილებს ფლობს იგი. მ------–----–-–---–-ს, ასევე კომპანიების საკუთრებაში რეგისტრირებული ქონება შეძენილი იქნა მისი და პ--------------–---–-ს ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონების ½ წილზე პ--------------–---–-ს მესაკუთრედ ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით შეუძლებელი გახდება თანხის მოპასუხისთვის დაკისრების შემთხვევაში მისი აღსრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წარდგენილი შესაგებლებით, ასევე ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებით მოპასუხეებმა არ ცნეს მოთხოვნები. მ------–----–-–---–მა მიუთითა, რომ იგი და პ--------------–---–- 4 წელზე მეტია განქორწინებულები არიან და რამოდენიმე წელია აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მათი კონტაქტი დაკავშირებულია მხოლოდ საერთო შვილებზე ზრუნვით., ამასთან, ქონებრივი საკითხები გადაწყვეტილი აქვთ ურთიერთმოლაპარაკების გზით და ქონება, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული, შეძენილია მის მიერ, მეუღლეთა ფაქტობრივად დაშორების შემდეგ.

 

პ--------------–---–მა გამორიცხა დ----------------–--–ის და გ-----------------ის მიმართ სასესხო ურთიერთობის არსებობა, მიუთითა, რომ თანხის გარკვეული ნაწილი მან და გ-----------------მა ჩადეს საერთო აგრო ბიზნესში, რომელმაც არ გაამართა და მოხდა ბიზნესიდან გ-----------------ის გასვლა. თანხის გადახდის სანაცვლოდ გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, ხოლო თანხა მას რეალურად უნდა გადაეხადა, თუ ბიზნესს კვლავ აწარმოებდა და მიიღებდა შემოსავალს. გარდა ამისა, მართალია, მხარეებს შორის 2008, 2009 და 2010 წელს მართლაც გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, მაგრამ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

რაც შეეხება დ----------------–---–ის მოთხოვნას, მისთვის უცნობი იყო მოთხოვნის დათმობის შესახებ. ელექტრონულ მიმოწერასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ელექტრონული მისამართი, საიდანაც განხორციელებულ მიმოწერაზე მოსარჩელემ განახორციელა ფაქტების კონსტატაცია, მას არ ეკუთვნოდა და მოსარჩელეს ჰქონდა მცდელობა, ხანდაზმული მოთხოვნა გაეცოცხლებინა. შესაბამისად, მის მიერ არც გ-----------------ის და არც დ----------------–---–ის მიმართ ვალის აღიარება არ მომხდარა, ასევე არც რაიმე თანხის გადახდას ჰქონია ადგილი.

 

მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით პ--------------–---–მა მიუთითა, რომ ვინაიდან ბიზნესმა არ გაამართლა, თანხა, რომელიც გ-----------------თან ერთად ერთობლივ ბიზნესში ჩადეს, არ მოხმარებია მეუღლეთა შინამეურნეობას და არ მოხმარებია ოჯახის ინტერესებს. გარდა ამისა, ქონება, რომელიც მ------–----–-–---–-ს სახელზე არის რეგისტრირებული, შეძენილია მ-----ს მიერ და საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ უძრავი ქონების მიმართ პ--------------–---–ს პრეტენზია არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2006 წლის პირველ ნოემბერს გ-----------------სა და პ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პ--------------–---–მა ისესხა 62000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, წლიური 17% სარგებლის, ხოლო ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის გადახდის პირობით. სესხი გაიცა 2007 წლის 1 მაისამდე. სესხის ხელშეკრულება პ--------------–---–-ს მიერ ხელმოწერილ იქნა 2006 წლის 11 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 01.11.2006 წლის ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2008 წლის 10 დეკემბერს გ-----------------სა და პ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N02, რომლის თანახმად მოპასუხემ გ-----------------ისგან ისესხა 100 000 აშშ დოლარი, რაც პ--------------–---–ს უნდა დაებრუნებინა 2009 წლის 10 დეკემბრამდე, წლიური 20% სარგებლის, ხოლო სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის გადახდის პირობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 10.12.2008 წლის სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.3. 2009 წლის 11 დეკემბერს გ-----------------სა და პ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N03, რომლის თანახმად მოპასუხემ გ-----------------ისგან ისესხა 120 000 აშშ დოლარი, რაც პ--------------–---–ს უნდა დაებრუნებინა 2010 წლის 12 დეკემბრამდე, წლიური 20% სარგებლის, ხოლო სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის გადახდის პირობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 11.12.2009 წლის სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.4. 2010 წლის 14 დეკემბერს გ-----------------სა და პ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N04, რომლის თანახმად მოპასუხემ გ-----------------ისგან ისესხა 144 000 აშშ დოლარი, რაც პ--------------–---–ს უნდა დაებრუნებინა ერთი წლის ვადაში, წლიური 16% სარგებლის, ხოლო სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის გადახდის პირობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

- 14.12.2009 წლის სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.5. 2008, 2009 და 2010 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მოიცავდა ყოველი წინა ხელშეკრულების ძირითადი თანხებისა და სარგებლის ჯამს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.6. 2013 წლის 12 დეკემბერს გ-----------------სა და დ----------------–---–ს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, სადაც გ-----------------ი უსასყიდლოდ, სრული მოცულობით უთმობს დ----------------–---–ს პ--------------–---–-ს მიმართ მოთხოვნის უფლებას, რაც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის შეადგენს 167040 აშშ დოლარს, ასევე მისგან გამომდინარე საურავის, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების უფლებას.

 

მოთხოვნის დამთმობის მოთხოვნა გამომდინარებს მოვალის - პ--------------–---–-ს მიერ მოთხოვნის დამთმობთან დადებული 2006 წლის 1-ლი ნოემბრის, 2008 წლის 10 დეკემბრის N02, 2009 წლის 11 დეკემბრის N03 და 2010 წლის 14 დეკემბრის N04 ხელშეკრულებებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.12.2013 წლის ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ.

 

3.1.7. პ--------------–---–- და მ------–----–-–---–- 2002 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2017 წლის 9 იანვრიდან განქორწინებულები არიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- განქორწინების მოწმობა.

 

3.1.8. საქმის აღძვრის დროისთვის მ------–----–-–---–-ს სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ფ--–--–---–-ს ქ. N36, სადაც მოპასუხის წილია 2/12 ნაწილი. ასევე მ------–----–-–---–-ს კუთვნილ წილს წარმოადგენს შპს „გ---–--------------ის“ საწესდებო კაპიტალის 50% წილი და შპს „ს-------------–--–-–---ის“ საწესდებო კაპიტალის 100% წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.1.9. თანხის დაკისრების მოთხოვნით დ----------------–---–მა სარჩელი სასამართლოში 2018 წლის 13 თებერვალს აღძრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართი (----------------), რომლის მეშვეობითაც მოსარჩელის განმარტებით, პ--------------–---–მა ვალი აღიარა, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობაში მიჩნეულ უნდა იქნეს საკონტაქტო მისამართად.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომელშიც ასახულია ტელეფონის ნომრიდან 5-------- მოსარჩელის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო შეტყობინებები (SMS შეტყობინებები), სადაც ერთ-ერთ შეტყობინებაში დაფიქსირებულია აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მისამართი პ--------------–---–-ს მისამართად არის დაფიქსირებული. თუმცა სარჩელშიც და შესაგებელშიც მოპასუხე პ--------------–---–-ს ტელეფონის ნომრად მითითებულია 5-------- და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული სატელეფონო შეტყობინების მოსარჩელისთვის გაგზავნა მოპასუხე პ--------------–---–-ს მიერ განხორციელდა. რაც შეეხება შპს „ტ------------------ს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, რომლის ხელმძღვანელი/დირექტორი და წილის მფლობელი პარტნიორიც პ--------------–---–-ა, ელექტრონული ფოსტის მისამართად სადავო მისამართის მითითებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს განხორციელდა კონკრეტული კომპანიის დასარეგისტრირებლად და არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობაში საკონტაქტო მისამართად.

 

აღნიშნული გარემოების დადასტურების მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეს აკისრია, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს „ტ------------------ის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია;

- ფაქტების კონსტატაციის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელემ, მასსა და გ-----------------ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაანაცვლა მოვალის ძველი კრედიტორი და თავად ვალდებულებას სხვა რაიმე ცვლილება არ მოჰყოლია. ეს გარემოება შეეხება მოთხოვნის წარმოშობის და მის განხორციელების ფარგლებსაც. უდავოა, რომ მოთხოვნის ახალ მფლობელსა და მოვალეს შორის ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობაც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილითა უნდა გადაწყდეს.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართი (----------------), რომლის მეშვეობითაც მოსარჩელის განმარტებით, პ--------------–---–მა ვალი აღიარა, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობაში მიჩნეულ უნდა იქნეს საკონტაქტო მისამართად. შესაბამისად, აღნიშნულ მიმოწერაში დაფიქსირებული შინაარსი ვერ გახდება სასამართლოს კვლევის საგანი.

 

სადავო არ არის, რომ სესხის ბოლო ხელშეკრულება გ-----------------სა და პ--------------–---–ს შორის 2010 წლის 14 დეკემბერს დაიდო, რომლითაც გათვალისწინებული ვალდებულება პ--------------–---–ს ერთი წლის ვადაში უნდა შეესრულებინა, შესაბამისად, 2011 წლის 14 დეკემბრამდე. ამდენად, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2011 წლის დეკემბერი. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გადის 2014 წლის დეკემბერში. სარჩელი კი დ----------------–---–ის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, 2018 წელს.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით მიუთითოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველიც. კერძოდ: სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მითითებული გარემოების მოსარჩელის მიერ დადასტურების შემთხვევაშიც ელექტრონული მიმოწერის შინაარსი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დ----------------–---–ის მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღაირებს მოთხოვნის არსებობას. ხოლო 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

 

როგორც მარტივი, ისე - კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა (იხ. სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი).

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ერთ-ერთ ელექტრონულ მიმოწერაში, რომელიც თარიღდება 2015 წლის 26 ნოემბრით, პ--------------–---–მა დ----------------–---–ს, 20.11.2015 წლის იმეილზე პასუხად დაუდასტურა, რომ მისი ვალდებულების ძირი თანხა შეადგენდა 63000 აშშ დოლარს, საიდანაც 3000 აშშ დოლარი დაუბრუნა 2014 წელს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სესხის ბოლო ხელშეკრულება შედგა 2010 წლის 14 დეკემბერს და მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2011 წელი, აღნიშნული შინაარსის მეილის ვალის დადასტურების მტკიცებულებად მიჩნევის შემთხვევაშიც დ----------------–---–ის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან 2015 წლის 25 ნოემბრის თარიღით არსებული წერილი ხანდაზმულობის ვადაში არ არის შესრულებული.

 

არც ამავე წერილში გაკეთებული შინაარსი თანხის ნაწილის 2014 წელს გადახდის შესახებ იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, რა დროსაც ამავე კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე ვადა თავიდან დაიწყო. ვინაიდან სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წელს, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გასულია. აღნიშნულის შემდგომ კი სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესრულებაზე.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში შეძენილი ქონების ½ წილზე მოპასუხე პ--------------–---–-ს მესაკუთრედ ცნობის იურიდიული ინტერესი გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან. სარჩელის თანახმად, მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა მოპასუხე პ--------------–---–-ს მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უნდა მომხდარიყო პ--------------–---–-ს ქონების რეალიზაცია.

 

ვინაიდან მოსარჩელე დ----------------–---–ს უარი ეთქვა მოპასუხე პ--------------–---–-სთვის თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო აღარ დგას მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მოვალის მესაკუთრედ ცნობის საკითხი და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადაიხადა 3000 ლარი. ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება ანაზღაურებას,8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ----------------–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნული მუხლის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა გაუქმდეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

 

· პ--------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: გ-------------------ი, ს------–--–-–---ი, "ხ------------------------------, ფართი: 1500 კვ.მ - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

· პ--------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: გ-------------------ი, ს------–--–-–---ი, ს.კ.: 5-----------, ფართი: 4600 კვ.მ, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

· მ------–----–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა შპს "ს-------------–--–-–---ი"-ში (ს.ნ. 4--------) (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვ---------------–--- რაიონი, ზ.ფ--–--–---–-ს ქ. N36) მისი კუთვნილი 100%-იანი წილის 1/2 ნაწილის - გასხვისება და დაგირავება;

 

· მ------–----–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა შპს "გ---–--------------ი"-ში (ს.ნ. 4--------), (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვ---------------–--- რაიონი, ზ.ფ--–--–---–-ს ქ. N36) , მისი კუთვნილი 50%-იანი წილის 1/2 ნაწილის - გასხვისება და დაგირავება;

 

· მ------–----–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ფ--–--–---–-ს ქ. N36, ს.კ.: 0---------------, ფართი: 718 კვ.მ, მისი კუთვნილი 2/12 წილის 1/2 ნაწილის - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე