განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2----18
(გამოძიების N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა ნოზაძე;
სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც------ ც---–---ე,დაცვის მახრე:
ბრალდებული - გ------ა მ-----–ის ძე ი-------–---–- (პ/ნ 4----------), დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული ყ------–---------------–---–--------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, გ-–-----------------------------------------------ში
ადვოკატი: ბ--------–------,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე: ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 13 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ---–--–-----–---------------------------------------------------------ში გ------ა ი-------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე-–--- ვ-–----ეს, კერძოდ: დაარტყა ხელი სახის არეში, წაუჭირა ყელში ხელები ძლიერად, რის შედეგად ე-–--- ვ-–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე შ--–-- ხ------–---–მა განმარტა, რომ უშუალოდ შეესწრო გ------ა ი-------–---–სა ე-–--- ვ-–----ეს შორის მომხდარ კამათს, რომელიც წარმოიშვა ბავშვის ტირილის გამო. გაჩუმების მიზნით, გ------ამ ბავშვი მიიყვანა კარადასთან და მისცა ე-–---ს სუნამოს ბოთლი. ამის გამო ე-–--- ძალიან გაბრაზდა, პარფიუმერია გ------ას შეაყარა სახეში და ხელი გაარტყა. გ------ას ე-–---სთვის ხელი არ დაურტყამს და კამათი რომ არ გაგრძელებულიყო თავად წავიდა სახლიდან.
ბრალდებულმა გ------ა ი-------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 13 მაისს სამსახურიდან სახლში დაბრუნდა დაღლილი, ბავშვი ტიროდა და ითხოვდა მეუღლის ცარიელი სუნამოს ბოთლს, რომელსაც დედამისი არ აძლევდა. ე-–---ს სთხოვა შვილი გაეჩუმებინა, მიეცა სუნამოს ბოთლი და მეორე დღეს ახალს მოუტანდა, რაზეც მისი მეუღლე გაბრაზდა, დაარტყა ხელი სახეში და დაკაწრა ფრჩხილებით. ბავშვი უარესად გაღიზიანდა და შელაპარაკება ფიზიკურ ძალადობაში, რომ არ გადაზრდილიყო თავად გაერიდა მეუღლეს.
ე-–--- ვ-–----ემ უარი განაცხადა ჩვენება მიეცა სასამართლო სხდომაზე.
საასამართლო სხდომაზე საქმზე წარდგენილი სხვა მტკიცებულებები მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 14 მაისს მოქ. ე-–--- ვ-–----ეს პირადი შემოწმებისას მექნიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 14.05.2018 წელს მოქალაქე გ------ა ი-------–---–-ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით მარცხენა ქვედაყბის მიდამოში და კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე. ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
მოწმე დ------------------–---- გამოკითხვის ოქმით თანახმად, ცხოვრობს ქ.გ-–-------------------------------------------------ში, ამავე ს-----------------------------–-------------ში მცხოვრებ ოჯახას არ იცნობს, ასევე არ გაუგია ჩხუბისა და ყვირილის ხმა არც 2018 წლის 13 მაისს და არც სხვა დროს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმა, არამედ - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გამოკვლეული და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა შეფასებით, უტყუარად არ დგინდება გ------ა ი-------–---–-ს მხრიდან მეუღლის - ე-–--- ვ-–----ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე შ--–-- ხ------–---–მა, რომელიც არის ფაქტის უშუალო შემსწრე განმარტა, რომ გ------ა ი-------–---–-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ე-–--- ვ-–----ის მიმართ ძალადობას და პირიქით ე-–--- ურტყამდა ბრალდებულს. მოწმის ჩვენება სრულად თავსებადია არა მარტო გ------ა ი-------–---–-- ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ არ მიუყენებია მეუღლესათვის ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან, რომელთა შეფასებით უტყუარად დგინდება, რომ ე-–--- ვ-–----ეს მისი მეუღლისაგან განსხვავებით არ გააჩნია არანაირი დაზიანების კვალი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არ მოიპოვება აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------ა ი-------–---–-ს დანაშაულს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ის უნდა იქნეს გამართლებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ------ა ი-------–---–- გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
გაუქმდეს გ------ა ი-------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
/ლელა ნოზაძე/