გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/6874-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.08.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთ კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი თათია ქოქაშვილი
მოსარჩელე ა-–---------- დ------–---–-,წარმომადგენელი დ--- დ------–---–-,მოპასუხე შპს გ--- კ-–----,მოპასუხის წარმომადგენლი
საზოგადოების პარტნიორი ვ------- ბ---------,წარმომადგენელი თ---------- ა-------–---–-,საზოგადოების პარტნიორი ჟ--- გ--–-–---–-,წარმომადგენელი ა--------- ა------,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს გ--- კ-–----ს დაეკისროს მოსარჩელე ა-–---------- დ------–---–-ს სასარგებლოდ სესხის თანხის დავალიანების 339 160 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენს - 140 444 ლარს, ხოლო პროცენტი - 198 716 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს გ--- კ-–----ის დირექტორის მიერ შემოტანილი შესაგებელით მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
2.2. მოპასუხე შპს გ--- კ-–----ის 50% წილის მფლობელი პარტნიორი ვ------- ბ--------- არ ცნობს სარჩელს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.3.მოპასუხე შპს გ--- კ-–----ის 50% წილის მფლობელი პარტნიორი ჟ--- გ--–-–---–- სარჩელს ცნობს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს გ--- კ-–----ი დაფუძნდა 28.02.2008 წელს. საზოგადოების 100%-იანი წილის მესაკუთრეს/პარტნიორს წარმოადგენდა ა-–---------- დ------–---–-.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
შპს გ--- კ-–----ის წესდება ს. ფ. 37-46.
შპს გ--- კ-–----ის გადაწყვეტილება #1 ს.ფ. 47.
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ს.ფ. 65-66.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.2. 28.02.2018 წლის წესდებით შპს გ--- კ-–----ის დაფუძნებისას მისი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 200 ლარით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
შპს გ--- კ-–----ის წესდება ს. ფ. 37-46.
შპს გ--- კ-–----ის გადაწყვეტილება #1 ს.ფ. 47.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.3. 07.07.2008 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და შპს გ--- კ-–----ას შორის გაფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს გ--- კ-–----ს 99 600 აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის სანაცვლოდ გადაეცა პირობადადებულ საკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–---, თ--------- მ------–-ს ქ. #1--ში მდებარე შენობის მე-4 სართულზე განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 663.545 კვ.მ. ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი ს/კ. 0-.1-.0-.2-.0--.0-.5--. ხელშეკრულების შესაბამისად შპს გ--- კ-–----ს ნასყიდობის ღირებულება 99600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში უნდა გადაეხადა 08.08.2008 წლამდე ანუ ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
07.07.2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 69-71.
05.06.2008 წლის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი ს.ფ. 72.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.4. სესხის წერილობითი ხელშეკრულება მოსარჩელე ა-–---------- დ------–---–ს და ვ------- ბ---------ს შორის დაიდო 04.08.2008 წელს, 100 000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ, რომლითაც გამსესხებელი იყო ვ------- ბ---------მ ხოლო მსესხებელი ფიზიკური პირი ა-–---------- ბ--------- სესხი იყო სარგებლის გარეშე.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
ხელშეკრულების ასლი საწარმოს მოგებისა და პარტნიორთა შორის წილის განაწილების პირობების შესახებ ს. ფ. 48-50.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.5. მოსარჩელე ა-–---------- დ------–---–მა 05.08.2008 წელს, მაშინ როდესაც იგი წარმოადგენდა საწარმოს დირექტორს, ასევე 100%-იანი წილის მფლობელ ერთდერთ პარტნიორს და წინა დღეს ნასესხები ქონდა როგორც ფიზიკურ პირს სარგებლის გარეშე 99 600 აშშ. დოლარი შპს გ--- კ-–----ის ანგარიშზე შეიტანა ერთობლიობაში 140 444.80 ლარი, ორი საბანკო ჩარიცხვის გზით. გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია, რომ თანხა წარმოადგენს ანგარიშვალდებული პირის შემონატანს, რაც მან იმავე დღეს გადარიცხა 140 346.36 ლარის ოდენობით შპს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია შემოსულება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
სალარო შემოსავლის ორდერები ს. ფ. 21-22.
საბანკო ანგარიშის ამონაწერის ასლი ს.ფ. 23.
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ს.ფ. 65-66.
ხელშეკრულების ასლი საწარმოს მოგებისა და პარტნიორთა შორის წილის განაწილების პირობების შესახებ ს. ფ. 48-50.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.6. 01.06.2010 წელს, საწარმოს წილებისა და პარტნიორთა შორის წილების განაწილების პირობების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირები ა-–---------- დ------–---–- და ვ------- ბ--------- შეთანხმდნენ, რომ ა-–---------- დ------–---–-ს არსებული სესხის 100 000 აშშ დოლარის 50%-ის 50 000 აშშ დოლარის ჩამოწერის სანაცვლოდ ვ------- ბ--------ის სასარგებლოდ თმობს 50% წილს შპს გ--- კ-–----ში და რომ ხელშეკრულების დადებამდე ა-–---------- დ------–---–- არის შპს გ--- კ-–----ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი. ამავე ხელშეკრულებით ა-–---------- დ------–---–-ს საკუთრებაში დარჩენილი საწარმოს 50% წილის მართვის უფლებას ა-–---------- დ------–---–- გადასცემს (მინადობს) ვ------- ბ---------ს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
01.06.2010 წლის ხელშეკრულების ასლი ს.ფ. 48-50.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.7. ა-–---------- ბ--------ის მიერ საზოგადოების წილის 50%-ის გასხვისების შემდეგ დირექტორად დაინიშნა ა-----–--- გ---------, ხოლო 22.03.20-3 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით საზოგადების დირექტორი ა-----–--- გ--------- გათავისუფლებულ იქნა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან, ხოლო საზოგადოების დირექტორად დაინიშნა მოსარჩელე ა-–---------- დ------–---–-ს დედა - ჟ--- გ--–-–---–-.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
22.03.20-3 წლის პარტნიორთა საერთო კრების ოქმის ასლი ს.ფ. 51.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.8. შპს გ--- კ-–----ის 2012-2014 წლის ფინანსური წლების მოგების დეკლარაციებში განაყოფი მე-3-ე, ნაწილი 23 გრაფაში კრედიტორისთვის (სესხისთვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტების შესახებ მონაცემები დეკლარირებულ და ჩასწორებულ იქნა რამდენიმეჯერ და ამჟამად დეკლარირებული მონაცემი ნული.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
2012-2014 წლის დეკლარაციების ასლები ს.ფ. 52-63 153-162.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.9. 2014 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, იმ დროს როდესაც საზოგადოების დირექტორს წარმოადგენდა მოსარჩელის დედა ჟ--- გ--–-–---–-, საზოგადოების პარტნიორის ა-–---------- დ------–---–-ს ანგარიშზე 2014 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ოთხჯერ გადაირიცხა 880 ლარი, საერთო ჯამში 3520 ლარი, რომელთა დანიშნულებაშიც მითითებულია სესხის პროცენტი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან ს.ფ. 12-14.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა-–---------- დ------–---–ს და შპს გ--- კ-–----ს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სასამართლო საქმეს იხილავს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომელსაც თავისი ინიციატივით ვერ შეცვლის და ვერ გააფართოვებს. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად უთითებს მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელეზე მოდის, ვინაიდან მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელე მხარესთან სასესხო ურთიერთობას და სესხის ხელშეკრულების დადებას.
მოსარჩელემ მოპასუხესთან სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად წარმოადგინა მის როგორც ფიზიკური პირის მიერ მოპასუხის ანგარიშზე თნხის შეტანა და მიუთითა, რომ მხარეებს შორის დადო ზეპორო სესხის ხელშეკრულება წლიური 24% სარგებლის გადახდის სანაცვლოდ, ასევე წარმოადგინა მოპასუხის მიერ 2014 წელს ოთხჯერ 880 ლარის ოდენობით განხორცილებული ჩარიცხვები.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე სესხის ხელშეკრულების დადების დროდ უთითებს 04.08.2008 წელს, რა დროსაც იგი წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის როგორც 100% წილის მფლობელს ასევე დირექტორს, ანუ მოსარჩელის განმარტებით იგი როგორც ფიზიკური პირი თავის თავს როგორც იურიდიული პირის დირექტორს ზეპირად შეუთანხმდა სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე: სესხის ოდენობაზე, გადახის ვადაზე, სარგებლის ოდენობასა და მისი გადახდის ვადაზე, რის შემდგომაც წინა დღეს სარგებლის გარეშე ნასესხები ფული ასესხა კომპანიას წლიური 24% სარგებლით, რაც ჩარიცხა საზოგადოების ანგარიშზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფულადი სახსრების მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვა არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად მიჩნეულ იქნეს სესხის სახით მის მიღებად, ვინაიდან თვით მოსარჩელის მიერ ჩარიცხული ფულის დანიშნულებაში მითითებულია "ანგარიშვალდებული პირის შენატანი" და არა სესხის ჩრიცხვა, აქვე აღსანიშნავია, რომ მოპასუხე წარმოადგენს არა ფიზიკურ პირს არამედ იურიდიულ პირს რა დროსაც მასთან არ შეიძლება დაიდოს ზეპირი სესხის ხელშეკრულება, ვინაიდან მასზე ვრცელდება საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები, რომელიც ავალდებულებს იურიდიულ პირს გარიგებების წერილობითი ფორმით დადებას საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშსწორების მიზნებისათვის. აღნიშნულის გარდა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სესხის ხელშეკრულება რომ დადებულიყო იგი აუცილებლად პასივის სახით უნდა დაფიქსირებულიყო მოპასუხის საბუღალტრო დოკუმენტაციაში, ხოლო ანგარიშზე შესული ფული აქტივის სახით რაც დღეის მდგომარეობით არ ფიქსირდება, რადგან უკვე წარდგენილი დეკლარაციების დაზუსტება განხორციელდა, მაშინ როდესაც მოპასუხის დირექტორს მოსარჩელის დედა წარმოადგენდა 2014 წელს დირექტორობიდან გათავისუფლებამდე, რომელიც მოსარჩელის მიერ წილის ჩუქების საფუძველზე ამჟამად საზოგადოების 50% წილის მფლობელ პარტნიორად გვევლინება. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სესხი სარგებლიანობის შემთხვევაში 2008 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში რა დროსაც მოსარჩელეც იყო საზოგადოების დირექტორი ერთხელაც კი არ მომხდარა მის მიერ სესხის პროცენტის გადახდა და მხოლოდ 2014 წლის იანვარი - აპრილში ოთხჯერ განხორციელდა 880 ლარის მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხვა, მაშინ როდესაც ერთი თვის სარგებელი სესხზე მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე შეადგენდა დაახლოებით 2809 ლარს და არა 880 ლარს რის გამოც იგი სესხის არსებობის აღიარებად არ უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გადახდები განხორცილდა მოსარჩელის დედის დირექტორობის პერიოდში მისი დირექტორობიდან გათავისუფლებამდე (30.04.2014 წელი) რამდენიმე თვის წინ, როდესაც პარტნიორებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა და იმჟამინდელი დირექტორისათვის სავარაუდო შეიძლება ყოფილიყო დირექტორობიდან მისი გათავისუფლება. ამასთან საგულისხმოა ის რომ სესხის ხელშეკრულება დადებულ რომ ყოფილიყო მოპასუხე საწარმოსათან, მოსარჩელის მიერ მითითებული პერიოდში და მითითებული პირობებით ნაკლებ სავარაუდო იქნებოდა 2010 წელს საზოგადოებაში 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მეორე პარტნიორის 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით შესვლა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტები და გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით, რომელსაც ემყარებოდა მისი სასარჩელო მოთხოვნა.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამევე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლოს მხრიდან შეფასებას საჭიროებს, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ - რამდენად სწორად არის დადგენილი და შეესაბამება თუ არა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლები) აბსტრაქტულ აღწერილობას.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი ვალდებულებას კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის სესხის ხელშეკრულებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია შემდეგი კუმულაციური წინაპირობების არსებობა - გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო მსესხებლის მხრიდან ვალდებულების აღება, რომ იგი დააბრუნებს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთს.
სესხის ხელშეკრულების ფორმას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობით. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონი შესაძლებლად მიიჩნევს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმის დაცვას, და მისი არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. თუმცა კოდექსის 624-ე მუხლი ყურადღებას ამახვილებს იმ რისკზე, რომელიც თან ახლავს სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმის არჩევას და ამ რისკთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებაზე. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობა ვერ დადასტურდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა მოწმეთა ჩვენებები დასაშვებია, თუ ისინი წარდგენილია სხვა მტკიცებულებებთან ერთად, აღნიშნულის გარდა გასათვალისწინებელია, რომ საბუღალტორ აღრიცხვისა და ანგარიშგების წესებით მეწარმე სუბექტმა ნებისმიერი გარიგება წერილობითი ფორმით თუ არ დადო მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს საგადასახდო მიზნებისათვის ვერ გამოიყენებს.
ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებიდან გამომდინარეობს, რომ ზოგადად, სასესხო ურთიერთობის (სესხის ხელშეკრულების) არსებობის დადასტურების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი - მოპასუხეს (მსესხებელს), ხოლო ზეპირი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში სასესხო ურთიერთობის არსებობას მოსარჩელე სხვა მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დაადასტურებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. არ შეიძლება პირს დაევალოს შესრულება იმ ვალდებულების, რომელიც მისი მხრიდან არ ყოფილა ნაკისრი და მხარეთა შეთანმხება არ მოიცავდა მას.
განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტის თანახმად, დადგინდა, რომ შპს გ--- კ-–----სა და მოსარჩელე ა-–---------- დ------–---–ს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, ხოლო რაც შეეხება იმის სამართლებრივად შეფასებას თუ რას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხული ფული და სხვა სამართლებრივი საფუძვლით ხომ არ შეუძლია მოსარჩელეს მისი დაბრუნება ამ სარჩელის განხილვის ფარგლებს სცილდება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლებით სამოქალაქო სამართალწამოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით რა დროსაც მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს, უთითებს ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებეულებებს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მულის შესაბამისად მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს არ დაეკისრება გადასახდელად და სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი