განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2018
საქმის ნომერი
330100118002576215
თარიღი
03.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ი-----–------–----–-----

ბრალდებულების – ნ---- კ-----–---ის და ი--–-–---ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

ნ---- ნ--–------ის ასული კ-----–---ის, დაბადებულის - 1--- წლის 2---------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №6----------, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს--------------–------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, პ-----------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ი----–----ს ასული ც-–---ის, დაბადებულის - 1--- წლის 1-------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, უმაღლესი განათლებს მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------–------------------------------------------8-ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს - ნ---- კ-----–---ს და ი--–-–---ეს ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს სამეწარემეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნ---- კ-----–---მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ---- კ-----–---ი 2013 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში, სხვადსხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ---- კ-----–---ი ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

ნ---- კ-----–---ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 134 000 აშშ დოლარი და 99 640 ლარი, რაზედაც 2013 წლის 05 მაისიდან 2018 წლის 21-------–ის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 32 766 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ნ---- კ-----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 6 241.2 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ასევე, ი--–-–---ემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის ივნისის თვიდან 2013 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ი--–-–---ე ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ი--–-–---ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 67 000 აშშ დოლარი, რაზედაც 2011 წლის 20 ივნისიდან 2013 წლის 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 11 560 აშშ დოლარი (საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი კურსის გათვალისწინებით შეადგენს 19 121 ლარს). აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ი--–-–---ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 3 813 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ბრალდებულებმა ნ---- კ-----–---მა და ი--–-–---ემ აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულების აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ელ.საინფორმაციო საშუალებების დათვალიერების ოქმები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომარათვის წერილები და სპეციალური გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის თემატური რევიზიის აქტი, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა: ნ---- კ-----–---მა და ი--–-–---ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 192 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ნ---- კ-----–---ის და ი--–-–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ნ---- კ-----–---ს და ი--–-–---ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს - ნ---- კ-----–---ს და ი--–-–---ეს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ---- კ-----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათსი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ნ---- კ-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

3. ი--–-–---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათსი) ლარი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. ი--–-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი