გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/16860-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.08.2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი თათია ქოქაშვილი
მოსარჩელე ა-–---------- გ---------,წარმომადგენელი თ----- გ---------,მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წ-----------–---–- 1--,წარმომადგენელი თავმჯდომრე დ----- ბ-----,მოპასუხე მ------- ც--–-------,დავის საგანი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წ-----------–---–-ს 1---ის 11.02.201- წლის #1 კრების ოქმი, რომლითაც მ------- ც--–-------ს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა ბმა-ს კუთვნილი 17/1 შენობაში მდებარე 39.68 კვ.მ ფართი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები არ ცნობენ სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვენ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამმართველოს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 07.04.1999 წლის გადაწყვეტილებით, მ------- ც--–-------ს მიეცა წ-----------–---–-ს ქ. #1--/1-ში მდებარე ინდივიდუალური მეწარმე მ------- ც--–-------ს ეზოში მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის ავტოსამრეცხაოს მოწყობის უფლება წარდგენილი სქემატური ნახაზის შესაბამისად.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 44.
სქემატურუი ნახაზის ასლი ს.ფ. 45.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. 16.01.201- წელს მ------- ც--–-------მ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე თბილისი, წ-----------–---–-ს 1--/1.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 21-22.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.01.201- წლის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან მ------- ც--–------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა #17 შენობის საკადასტრო გეგმაზე არსებობა და მიეთითა, რომ ცალკე სარეგისტრაციო წარმოებით მომხდარიყო საკადასტრო გეგმაზე შენობის #17 დაფიქსირება.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.01.201- წლის გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 21-22.
3.1.4. 11.02.201- წელს ბმა წ-----------–---–-ს 1---ის კრებაზე დ----- ბ----ის თავმჯდომარეობით მიღებული გადაწყვეტილებით მ------- ც--–-------ს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა ბმა-ს კუთვნილი 17/1 შენობაში მდებარე 39.68 კვ.მ. ფართი, გასაჩივრებული კრების ოქმით კრებას მისი ყველა წევრი ესწრება, ხოლო გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ყველამ ერთხმად. კრების ოქმის დანართით კრებაში მონაწილე ამხანაგობის წევრთა ხელმოწერები ა-–---------- გ--------ის გვარის გასწვრივ ხელმოწერა არ ფიქსირდება. მოპასუხე მ------- ც--–------ის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით მოსარჩელე კრებაზე არ მოწვეულა და კრებაში მონაწილეობას არ ღებულობდა მისი მისამართის და საკონტაქტო მონაცემების არცოდნის გამო.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ბმა-ს კრების ოქმის ასლი ს. ფ. 35-38.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. მოპასუხე ფიზიკურმა პირმა საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში სადაოდ გამხდარ 39.68 კვ.მ-ზე დაირეგისტრირა 09.03.201- წელს ს/კ. 0-.1-.0-.0--.0--.1-.5--. უფლაების დამდგენ დოკუმნეტებად მითითებულია გადაწყვეტილება #5.30.8, დამოწმების თარიღი 07.04.1999 ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ასევე ბინათმესაკუთრეთ ამხანაგობა წ-----------–---–-ს 1---ის კრების ოქმი #17------- დამოწმების თარიღი 13.02.201- წელი. საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისათვის ასევე წარდგენილ იქნა აზომვითი ნახაზი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, 1990-1999 წლების მონაცემების ამსახველი საინვენტარიზაციო გეგმა, 25.03.2008 წლის მომზადებული ცნობა დახასიათება სადაც შენობა-ნაგებობენში ლიტერ "გ1"-ს სართული 1, საერთო ფართი 40 კვ.მ. მოსარგებლე/მესაკუთრედ მითითებულია მ------- ც--–------- ჩუღურეთის გამგეობის გადაწყვეტილების და სქემატური ნახაზის საფუძველზე, ხოლო ინდივიდუალურ საკუთრების საგანში ლიტერ "გ1" (სამრეცხაო) მესაკუთრედ მითითებულია მ------- ც--–-------.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 17-18.
აზომვითი ნაზაზები, საინვენტარიზაციო გეგმები, ცნობა დახასიათება ს.ფ. 39-43. 88-90.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. მოპასუხე მ------- ც--–-------ს ქ. თ---–--–-, წ-----------–---–-ს #1--/1-ში საკუთრებაში გააჩნია ნაგებობა #4 და #5 ფართით 59 კვ.მ, ნაგებობა #9 27 კვ.მ. შესაბამისად იგი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წ-----------–---–-ს #1---ის წავრს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 29-34.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.7. მოსარჩელე ა-–---------- გ--------- არ ფლობს და არასოდეს არ ფლობდა მოპასუხის სახელზე სადაოდ გამხდარ სამრეცხაოს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მოსარჩელე მხარის აღიარება სხდომაზე.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ა-–---------- გ---------ს ქ. თ---–--–-, წ-----------–---–-ს #1---ში საკუთრებაში გააჩნია არასაცხოვრებელი ფართი 72.87 კვ.მ შესაბამისად იგი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წ-----------–---–-ს #1---ის წავრს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა განმარტებულია, როგორც მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე მოსარჩელე წარმოადგენს მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წვერს მანამ სანამ იარებებს საჯარო რეესტრში ჩანაწერი მისი საკუთრების უფლების შესახებ მიუხედავად იმისა რეალურად არსებობს თუ არა და განსაზღვრულია თუ არა სად მდებარეობს მისი საკუთრების უფლება .
3.2.2. მოპასუხე მ------- ც--–------- 1999 წლიდან ფლობდა და ფლობს სადაოდ გამხდარ სამრეცხაოს ფართით 39.68კვ.მ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, რომ ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამმართველოს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 07.04.1999 წლის გადაწყვეტილებით, მ------- ც--–-------ს მიეცა წ-----------–---–-ს ქ. #1--/1-ში მდებარე ინდივიდუალური მეწარმე მ------- ც--–-------ს ეზოში მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის ავტოსამრეცხაოს მოწყობის უფლება წარდგენილი სქემატური ნახაზის შესაბამისად. საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ ბმა წინამძღვრიშილის 1---ს 11.02.201- წლის კრებაზე ამხანაგობის მიერ დადასტურებულ იქნა ამხანაგობის წევრის მ------- ც--–------ის მიერ 2007 წლამდე სადავო ფართის ფლობის ფაქტობრივი მდგომარეობა, რის თაობაზეც ბმა-ს წევრთა 2/3-მა მიიღო გადაწყვეტილება და რაშიც მოსარჩელე არ მონაწილეობდა მიუხედავად იმისა, რომ კრების ოქმით მოხდა ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა რალურად კრების ოქმით დადასტურდა მოპასუხის მიერ სადაო ფართის ფლობის ფაქტი, რასაც ვერც მოსარჩელე ვერ ხდის სადოად და რაც დასტურდება ჩუღურეთის გამგეობის გადაწყვეტილების, სქემატური და აზომვითი ნახაზებით და ცნობა-დახასიათებით.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტები და გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით, რომელსაც ემყარებოდა მისი სასარჩელო მოთხოვნა.
საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო სხვა სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არასებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი (რეგულირების სფერო) და მე-2 მუხლების (კანონის მიზანი) შესაბამისად ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობის და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს და კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციის და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა განმარტებულია, როგორც მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 4.1. მუხლის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ამავე კანონის 4.2 მუხლით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
ამავე კანონის 5.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები და ა.შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ამხანაგობის კრების ოქმის - კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს, იმ გარემობას, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წ-----------–---–-ს 1---ს არ ჰქონდა უფლებამოსილება გადაწყვეტილება მიეღო ხმათა 2/3-ით, რასაც სასამართლო ვერ გაიზირებს, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხე მ------- ც--–------ის მიერ 2007 წლამდე ბმა-ს მიერ დადსტურებული უძრავი ქონების სათავსოს ფაქტობრივად ფლობის ფაქტი (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბმა წ-----------–---–-ს 1---ს კრების ოქმი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ დაყენებული აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ კრებაზე მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი.
აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი იმ შედეგს, რასაც მიზნად ისახავს.
იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში იურიდიული ინტერესი მიღწევადი და განხორციელებადი უნდა იყოს, თანაც, ისე, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევას დამოუკიდებელი მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა არ უნდა სჭირდებოდეს. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის №ას-1261-1190-2012 გადაწყვეტილება). მოსარჩელემ სარჩელში არც ფორმალური თვალსაზრისით არ აღნიშნა დავის იურიდიული ინტერესი და არც რეალურად არ მიუთითა სარჩელის დაკმაყოფილებით რა უფლება იქნება დაცული და რა გარდაუვალი დადებითი შედეგი მოჰყვება მას იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, რომ იგი არასდროს არ ფლობდა და არ ფლობს სადოა სათავსოს (სამრეცხაოს).
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის მაშინაც, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ცვლილებას განიცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს დაყენებული აქვს მხოლოდ აღიარებით სასარჩელო მოთხოვნა მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რის გამოც დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით მოსარჩელის რა უფლება იქნება დაცული და რა გარდაუვალი დადებითი შედეგი მოჰყვება მას იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ის სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს აღნიშნულის გარდა იურიდიული ინტერესის არარსებობის შემთვევაში სასამართლო არ ამოწმებს გასაჩივრებული კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს არ დაეკისრება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამდენად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.201- წლის #2/16860-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელეს უარი ეთვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.201- წლის #2/16860-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი