გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3445-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ი-–-- ქ------ე
წარმომადგენელი - ი---- ბ-----–--ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - მ--–---- ც---–---ე
მესამე პირი - შპს ,, მ----–---“
წარმომადგენელი - ნ---- ს-----–--ნი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 მაისის №SP1--------------- ბრძანება ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - შპს ,,მ----–---ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 15 მარტს, შპს ,,მ----–---მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა №SP1-------------- განცხადებით და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება. განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - შპს ,,მ----–---ის“ მოთხოვნა რესპონდენტის - ი-–-- ქ------ის მიმართ შეადგენდა 2398 ლარს.
შპს ,,მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, მოთხოვნის უფლების დათმობის (გასხვისების) შესახებ ხელშეკრულება სს ,,ი--------–--“ და სს ,,ლ-------- ს--------------“ შორის.
მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 111-112, 126-131);
- განაცხადი ონლაინ სესხზე (ს.ფ 132);
- საგადახდო დავალება (ს.ფ 133);
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 136-145);
- მოთხოვნის უფლების დათმობის (გასხვისების) შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 162-165).
3.1.2. 2018 წლის 30 მარტს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP1--------------- შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ - ი-–-- ქ------ეს ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპონდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
მითითებული დოკუმენტი ი-–-- ქ------ეს გაეგზავნა მისამართზე ქ--------, ნ-------–---–-- მე-2 ჩიხი, N4, სადაც 2018 წლის 27 აპრილს ჩაიბარა ოჯახის წევრმა - დედამ - გ---–----- ძ---–--ემ (0----------);
მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:
- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ (ს.ფ. 117-118);
- საფოსტო გზავნილი (ს.ფ 123);
3.1.3. რესპონდენტს შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისს მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №SP1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმადაც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა: სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, რესპონდენტს ი-–-- ქ------ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2398 ლარის ოდენობით, აპლიკანტის - შპს ,,მ----–---ის“ მიმართ;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 მაისის №SP1--------------- ბრძანება (ს.ფ. 119);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 მაისის №SP1--------------- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
6.2. ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 913 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.
ამავე კანონის 914 მუხლის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების სავალდებულო რეკვიზიტებს. კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ 2018 წლის 15 მარტს, შპს ,,მ----–---მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა №SP1-------------- განცხადებით და 20.04.2016 წლის საგადახდო დავალების, სესხის ხელშეკრულებისა და მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება. განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - შპს ,,მ----–---ის“ მოთხოვნა რესპონდენტის - ი-–-- ქ------ის მიმართ შეადგენდა 2398 ლარს. ხსენებული განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა 2018 წლის 30 მარტს გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ ი-–-- ქ------ეს განესაზღვრა 10 კალენდარული დღე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის. მითითებული დოკუმენტი ი-–-- ქ------ეს გაეგზავნა მისამართზე: ქ--------, ნ-------–---–-- მე-2 ჩიხი, N4, სადაც 2018 წლის 27 აპრილს ჩაბარდა ოჯახის წევრს - დედას - გ---–----- ძ---–--ეს (0----------).
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხროციელებლობიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 17 მაისს გამოსცა №SP1--------------- ბრძანება, რომლითაც რესპონდენტ ი-–-- ქ------ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2398 ლარის ოდენობით;
მოსარჩელის განმარტებით, ბრძანება არის უკანონო და ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება. შეტყობინება ჩაიბარა დედამ - გ---–----- ძ---–--ემ, რომელიც არის პენსიონერი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, უჭირს გადაადგილება, გაკეთებული აქვს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის ოპერაცია და თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე მას არ უთქვამს შვილისთვის არაფერი. შესაბამისად, აღნიშნული შეტყობინების თაობაზე არ იყო ინფორმირებული. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით იგი ფაქტობრივად ცხოვრობს და ჩაწერი-–-- - ქ. ქ--------, თბილისის ქ. მე-------- N6-ში, სადაც არანაირი შეტყობინება არ მისვლია.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა ი-–-- ქ------ეს მისამართზე: ქ--------, ნ-------–---–-- მე-2 ჩიხი, N4, სადაც 2018 წლის 27 აპრილს ჩაიბარა ოჯახის წევრმა - დედამ - გ---–----- ძ---–--ემ (0----------).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას დაუყოვნებლივ გადასცეს ადრესატს უწყება.
საქმეში წარმოდგენი-–-- მტკიცებულება, კერძოდ, საფოსტო გზავნილი, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება ჩაიბარა ი-–-- ქ------ის დედამ - გ---–----- ძ---–--ემ. აღნიშნული ჩაბარება დადასტურებულია გ---–----- ძ---–--ის ხელმოწერით და ასევე შეიცავს ადრესატის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს – მის პირად ნომერს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოქმედებით სააღსრულებო ბიუროს მიერ დაცული იქნა კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესი.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ მას დედისგან არ ეცნობა შეტყობინების შესახებ და ამასთან, იგი ფაქტობრივად ცხოვრობს და ჩაწერი-–-- სხვა მისამართზე - ქ. ქ--------, თბილისის ქ. მე-------- N6-ში, სადაც არანაირი შეტყობინება არ მისვლია, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოსარჩელე მხარის არგუმენტები სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ არის დასაბუთებული და გასაზიარებელი. ცნობი-–--, რომ გ---–----- ძ---–--ე არის ი-–-- ქ------ის დედა. ხოლო, ის გარემოება, რომ ადრესატს მისმა ოჯახის წევრმა არ გადასცა ინფორმაცია ან დოკუმენტი, ვერ გახდება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობს საფუძველი, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გზავნილის ოჯახის წევრისათვის ჩაბარების შესაძლებლობას, ოჯახის წევრის მიერ ადრესატისათვის გზავნილის გადაუცემლობის რისკის მატარებელი კი თავად ადრესატია. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობს და ჩაწერი-–-- სხვა მისამართზე სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს, ვინაიდან ის მისამართი (ქ--------, ნ-------–---–-- მე-2 ჩიხი, N4) სადაც გზავნილი ჩაიბარა ადრესატის დედამ, მოსარჩელემ თავადვე მიუთითა სესხის ხელშეკრულებაში (იხ. საგადახდო დავალება ს.ფ 133).
სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია აღმასრულებელს დაეკისროს ისეთი მოქმედების შესრულების ვალდებულება, რაც აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მის მოვალეობებს. იმ პირობებში, როდესაც გ---–----- ძ---–--ე იბარებს მოსარჩელისათვის გაგზავნილ კორესპონდენციას როგორც ოჯახის წევრი, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარება კანონიერად იქნა მიჩნეული აღმასრულებლის მიერ მოსარჩელისათვის ჩაბარებად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---–----- ძ---–--ე უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ ოჯახის წევრად და მისთვის შეტყობინებების ჩაბარება ი-–-- ქ------ისათვის ჩაბარებად. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაბარებია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, ამ კუთხით არ დასტურდება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში რეგლამენტირებულია მტკიცების ტვირთი და იგი დაკავშირებულია მხარის მიერ იმ გარემოებებზე მითითებასთან, რომელსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინათ ის გარემოება, რომ მას არ ჩაბარებია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP1--------------- შეტყობინება.
შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რესპონდენტ ი-–-- ქ------ეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული გზავნილის ჩაბარებით, ცნობილი გახდა, რომ დავალიანების არაღიარების (პროტესტის) შემთხვევაში რესპონდენტს შეეძლო – მოთხოვნის სრული უარყოფა, მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითება მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ, მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითება იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობდა რესპონდენტი. ასევე ეცნობა სამართლებრივი შედეგები, - აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე თუ რესპონდენტი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რესპონდენტს შეტყობინების ჩაბარებიდან, შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, სააღსრულებო ბიუროსათვის არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება დავალიანების თაობაზე. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათი-–--, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსი-–-- გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოხსენებული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, მოპასუხის მიერ ასევე დაცულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დებულებანი, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 მაისის №SP1--------------- ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-–-- ქ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე