განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/112-18 7 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №------------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ---------–--–--–---–ი;
ბრალდებული - ა-----–--- ო-----ს ძე მ------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 2 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქალაქი მცხეთა, დ----- ა----–-----–-- ქუჩა №73, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქალაქ მცხეთის N-1 საჯარო სკოლის პირველ სართულზე არსებულ საკლასო ოთახში, სასკოლო გაკვეთილის მიმდინარეობის პერიოდში, შევარდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ა-----–--- მ------–---–ი და თავის ყოფილ მეუღლეს, ს-----–--- ჩ-----–---ს, სკოლის მოსწავლეების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ს-----–--- ჩ-----–---მა დატოვა საკლასო ოთახი, რომელსაც უკან გაჰყვა ა-----–--- მ------–---–ი შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შეძახილებით. რის გამოც ს-----–--- ჩ-----–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდებულმა ა-----–--- მ------–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პატიება. ბრალდებულმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება გახადა უდავოდ.
დაზარალებულ ს-----–--- ჩ-----–---ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქ. მცხეთის N----------- სკოლაში პედაგოგად, 2018 წლის 18 აპრილს იმყოფებოდა გაკვეთილზე, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი ყოფილი მეუღლე ა-----–--- მ------–---–ი შევარდა კლასში და უთხრა მას, რომ ,,შენ სიცოცხლის ღირსი არ ხარ და უნდა მოგკლაო“, დაზარალებულს გაუჩნდა მოკვლის რეალური შიში და გაიქცა საკლასო ოთახიდან, რა დროსაც გაყვა ა-----–--- მ------–---–ი და აგრძელებდა შეურაცხყოფას და მუქარას. დაზარალებულმა ს-----–--- ჩ-----–---მა დახმარებისთვის დაუძახა მანდატურებს, რომლებმაც გაიყვანეს შენობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (დაზარალებულ ს-----–--- ჩ-----–---ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მ---------------–-–---–-ს, ვ----------------–-ს, ვ-–----------–-----სა და გ------------–-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები, ოქმი ალკოტესტზე შემოწმების და სხვა მტკიცებულებები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-----–--- მ------–---–მა 2018 წლის 18 აპრილს ყოფილი მეუღლის მიმართ განახორციელა მუქარა, დაზარალებულის ჩვენებით მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
შესაბამისად, ა-----–--- მ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ა-----–--- მ------–---–ის შემამსუბუქებელია ის გარემოებები, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
სასამართლო ბრალდებულ ა-----–--- მ------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ მას უნდა დაენიშნოს აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური სასჯელის ზომა ექვსი თვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----–--- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. ა-----–--- მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 აპრილიდან.
3. ა-----–--- მ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი