განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100118002585024
საქმე N1-727/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
07 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ნესტან მარჯანიშვილი
სახელმწიფო ბრალმდებელი - ზ-----------–--–--ე
ადვოკატი - ს---–-------------ე
თარჯიმანი - ქ--------–---------------უ
ბრალდებული: ია–------------–უ
მამის სახელი: აბ-----–-------
პი----------------------------
დაბადების თარიღი: 15.07.1-----–--–ი
მოქალაქეობა: თ--------------------–---ს მოქალაქე
განათლება: ს-–----–----------–----------ე
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი
რეგისტრირებული მისამართზე: თ--------------------–--------–-------–---ი
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ია–------------–უმ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 16 ივლისს, ღამის საათებში, ია–------------–უმ, ქ. ბა-----–------------------------------------1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას თავის მეუღლეს თ--------------–უს, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხელი დაარტყა სახისა და კისრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ია–------------–უმ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
ია–------------–უს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ია–------------–უს დაკავების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების - გ----------ს, დ-------------------ის, თ--------------ს და თ--------------–უს ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ია–------------–უ დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გამოვლენილა) ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, არ არის ნასამართლევი და და თვლის, რომ ია–------------–უს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად და დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ია–------------–უ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ია–------------–უს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით ია–------------–უს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 4 000 (ოთხი) ათასი ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ზ---------------------------------- - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს ია–------------–უს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი