განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2018
საქმის ნომერი
330100118002494755
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ასმათ მდინარაძისა და ნინო ჩინჩალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა---------–---–ი,დაცვის მხარე:

 

დ-------------ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0-----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თბილისი, ვ-–-–-------------------------------------- და მცხოვრები: თბილისი, ჩ--------------

 

ადვოკატი - ზ----------------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 6 მაისს საღამოს საათებში თბილისში, ვ-–-–-------–----------------------------------–--------------------ში დ-------------მა შვილს, მ-----–---------–---–ს სახეში ხელის ერთხელ დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დ-------------ის აღნიშნულმა ქმედებამ მ-----–---------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა. დაკითხულ იქნა მოწმე ზ---------------ე.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას და დაცვის მხარეს აღარ სურდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვა რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დასტურდება:

 

მოწმე ზ---------------ის ჩვენების თანახმად - 2018 წლის 6 მაისს ვ---------------–----------------–----------------------–---ში დაიწყო გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მ-----–---------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ გამოძიებას საფუძვლად დაედო 112-იდან შემოსული შეტყობინება, მ-----–---------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნა მ-----–---------–---–ი და ფაქტის უშუალო შემსწრე ლ--–-----------ი, რომლებმაც განმარტეს რომ 6 მაისს მათთან სახლში მისული იყო დ-------------ი, რომელიც არის მ-----–---------–---–ის მამა და დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ თანამშრომლის ნ-------------–---–ის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია დ-------------ის ადგილსამყოფელის შესახებ და დააკავეს ბრალდებულის სახით. ასევე მის მიერ გამოკითხული იქნა დ-------------ი, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ასევე მ-----–---------–---–ს დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, იმის დასადგენად აღენიშნება თუ არა დაზიანებები და რითი იყო მიყენებული ეს დაზიანებები. აღნიშნულ საქმეზე გამოკითხულ იქნენ ფაქტის უშუალო შემსწრეები მ------------ი და ვ---------–----ია. საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ რომელიც წარედგინა დ-------------ს, იგი გაეცნო მას. 112-ის სამსახურიდან მის მიერ გამოთხოვილი იქნა საუბარის ჩანაწერი მ-----–---------–---–სა და ოპერატორს შორის და ხმის იდენტობის დასადგენად დანიშნულ იქნა ფონოსკოპიური ექსეპერტიზა.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:

მოწმე მ-----–---------–---–ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს დედასთან ლ--–-----------თან ერთად. დედა და მამა გაშორებულები არიან დაახლოებით 5 წელია, რადგან მამა მასაც და დედასაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ყოფილა შემთხვევა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიუყენებია მათთვის, რაც გახდა დედ-მამის გაშორების მიზეზი. 2018 წლის 6 მაისს მასთან და დედასთან სტუმრად მივიდნენ მისი და მ------------ი და მისი მცირეწლოვანი შვილები. იმავე დღეს მათთან დ-------------ი მივიდა, მათთან შევიდა ასევე მეზობელი ვ---------–----ია, რომელიც მის დედას - ლ--–-----------ს ელაპარაკებოდა, რომ შერიგებოდა ბრალდებულს. დედამ უარი განაცხადა აღნიშნულზე, რაზეც დ-------------ი გაღიზიანდა და დაიწყო გინება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ვ---------–----ია ცდილობდა იგი გაეყვანა სახლიდან, რა დროსაც მან დედას - ლ--–-----------ს უთხრა, რომ იმედია დ-------------ი არ დაბრუნდებოდა და არ მოუწევდათ პოლიციის გამოძახება, რის გაგონებაზეც ბრალდებული ძალიან გაღიზიანდა, გამოიწია მისკენ და მარჯვენა ხელი გაარტყა სახის არეში ერთხელ, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბრალდებული კვლავ აგრძელებდა გინებას, თუმცა ვ---------–----იამ შეძლო მისი გაყვანა. ამის შემდეგ მან დარეკა 112-ში და შეატყობინა მომხდარი ფაქტის შესახებ.

აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირმა ლ--–-----------მა.

მოწმის სახით გამოკითხულმა მ------------მა განმარტა, რომ როდესაც მისაღებ ოთახში გავიდა დაინახა, რომ ვ---------–----იას ძალით გაჰყავდა მამა, ხოლო მისი და - მ-----–---------–---–ი ტიროდა. მისმა დამ განუმარტა, რომ დ-------------მა დაარტყა ხელი. მ-----–---------–---–ს ეტყობოდა ასევე რომ სახე ჰქონდა დაწითლებული.

მოწმის სახით გამოკითხული ვ---------–----იას განმარტებით, 2018 წლის 6 მაისს ეზოში შეკრებილი იყვნენ მეზობლები და აღნიშნავდნენ დღესასწაულს. მათთან მივიდა დ-------------ი, რომელსაც ახლდა მცირეწლოვანი შვილიშვილი და დაიწყო მათთან ერთად ქეიფი. საღამოს როდესაც დ-------------მა სახლში აიყვანა შვილიშვილები და ისიც თან გაჰყვა. ლ--–-----------ს ელაპარაკებოდა, რომ შერიგებოდა დ-------------ს, რაზედაც მანაც და მ-----–---------–---–მაც განაცხადეს უარი. აღნიშნული გახდა დ-------------ის გაღიზიანების მიზეზი და მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფებს, დაიწყო გინება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დ-------------ს უთხრა, რომ დაეტოვებინათ სახლი. როდესაც გავიდა გარეთ უკან მოყვებოდა დ-------------ი, მაგრამ სანამ გამოვიდოდა, კიდევ გაიგო სახლიდან ხმამაღალი საუბრის ხმა, რის გამოც მაშინვე შევიდა უკან და დ------ წამოიყვანა. უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია.

მოწმე ნ-------------–---–ის გამარტებით, მუშაობს შსს თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–----------------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 6 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ მ-----–---------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე მხილებული დ-------------ი იმყოფებოდა თბილისში, ჩ---------------ში. აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა ხელმძღვანელობას შესაბამისი პატაკით.

2018 წლის 7 ივლისს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 07.05.2018 წ. მოქ. მ-----–---------–---–ის პირადი შემოწმებისას/ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღინიშნებოდა.

 

შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ დ-------------ის მიერ მ-----–---------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენას. დაზარალებულ მ-----–---------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მამამ დ-------------მა, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაარტყა ხელი სახეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დაადასტურა, მის ჩვენებაში ლ--–-----------მაც. მომხდარ კონფლიქტს და სიტყვიერი შეურაცყოფის ფაქტს შეესწრნენ მ------------ი და ვ---------–----ია. თავად ბრალდებულმა დ-------------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოხატა სინანული მომხდარის გამო. ბრალდებულ დ-------------ის ბრალეულ ქმედებას ადასტურებს ასევე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობა: შეტყობინება, ალკოტესტით შემოწმების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ-------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ დ-------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდებულ დ-------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით. კანონმდებლის მიერ მოხდა ოჯახური ძალადობის სისხლისსამართლებრივ რეგულაციის ერთ მუხლში სისტემატიზაცია, რომელსაც აქვს თავისი დადებითი ნიშნები, ის, რომ ოჯახში მოძალადე იგრძნობს, რომ იგი მოძალადეა, მოძალადის ქმედებას დაერქვა ადეკვატური სახელი, მოხდა დანაშაულის პრევენცია, დააშინებს იმ პირებს, ვინც პოტენციური მოძალადეები არიან, რომ სწორედ ისინი დაისჯებიან არა მხოლოდ ძალადობისათვის, არამედ მათივე ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ჩადენისათვის. სწორედ ოჯახში მყოფი მოძალადის დასჯა და მის მიმართ სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ოჯახური ძალადობის, როგორც სოციალური პრობლემის აღმოფხვრის გზა და ოჯახში მყოფი მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში თავად ბრალდებულ დ--------------ის და მოწმეების ჩვენებებით, აგრეთვე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 6 მაისს საღამოს საათებში თბილისში, ვ-–-–-------–----------------------------------–--------------------ში დ-------------მა შვილს, მ-----–---------–---–ს სახეში ხელის ერთხელ დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დ-------------ის აღნიშნულმა ქმედებამ მ-----–---------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

შესაბამისად საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია დ-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დადგენილია, რომ დ-------------მა დანაშაულებრივი ქმედება - ძალადობა განახორციელა შვილის მიმართ, შესაბამისად, ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით არის სწორი.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ დ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც დ-------------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

სასამართლომ ასევე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ დ-------------ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი განიცდის მომხდარ ფაქტს, ინანიებს. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ასევე ბრალდებულის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე სასამართლოში წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ის შეურიგდა მამას, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და სურს დ-------------მა ისარგებლოს ყველა შეღავათით.

 

მიუხედავად ამ გარემოებისა სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, დ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, შეურიგდა დაზარალებულს და რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია. ასევე სასამართლო ამახვილებს ყურადღებას, რომ დ-------------ის მიმართ უკვე ამ ეტაპზე საპატიმრო სასჯელის გამოყენება, მაშინ როდესაც მას თავისუფლება აღკვეთილი აქვს რამოდენიმე თვე და იმყოფება საპატიმრო ადგილას, არ იქნება ეფექტური მისთვის, ასევე მისი ოჯახისათვის. შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დ-------------ის მიმართ განსაზღვროს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდება 1(ერთი) წელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ დ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, დ-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 6 მაისიდან - 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ დ-------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ დ-------------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დ-------------ს ასევე დაეკისროს მოვალეობა გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

112-ის სამსახურიდან გადმოგზავნილი ჩანაწერი 1(ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

მ-----–---------–---–ის ხმის ნიმუში 1(ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე