განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
090100118002614693
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/21–2018) 090100118002614693

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2018 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - გ----------–-------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ გ----------–------- მიმართ

მამის სახელი: ნ---------

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–-----–--------

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება:ტ----------

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--

პირადი ნომერი: 2-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ლ----------------–-----------–--

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი- ლ----------------–------------–--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.გ----------–------- 2018 წლის 15 ივნისს, ლენტეხის რაიონის სოფელ ყვედრეშში, ჩაიდინა ძალადობა ძმის, კ---------–------- მიმართ. კერძოდ: ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გაბრაზებულმა გ----------–-------, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ორჯერ დაარტყა ძმას პანღური, რის შედეგადაც კ---------–------ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 29 აგვისტოს წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.61–67).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. გ----------–------- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 15 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა გ----------–------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ძმას კ---------–------- კერძოდ საჯდომზე რამდენჯერმე ამოარტყა ფეხი (ს.ფ.57–58).

 

6.დაზარალებულ კ---------–------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 15 ივნისს ძმასთან, მის ცოლშვილთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. მეზობელი სოფლიდან მისულ სტუმრებთან მან და მისმა ძმამ, გ----------–------- მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. სტუმრების გაცილების შემდეგ მოუხდათ ურთიერთ შელაპარაკება, ეზოშო არავინ იყო, მშობლები და მცირეწლოვანი ძმისშვილები იმყოფებოდნენ სახლში. მისმა ძმამ ორჯერ ამოარტყა პანღური, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, სხვა სახის დაზიანება არ მიუღია. განერიდა ასეთი ქმედების განმეორების თავიდან ასაცილებლად და ძმაზე გაბრაზებულმა დარეკა 112–ზე (დაზარალებულის დაკითხვის ოქმები, ს.ფ.3–4; 20–22; 31–32).

 

7.მოწმის სახით დაკითხული ჟ----------–------ (ბრალდებულის და დაზარალებულის დედა), წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 15 ივნისს, შვილებან, მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილიშვილებთნ ერთად იმყოფებოდა სახლში. მეზობელი სოფლიდან მისულ სტუმრებთან, მისმა შვილებმა, კ---------------------–--------- მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. სტუმრების გაცილების შემდეგ ის და შვილიშვილები სახლში იყვნენ, ეზოში რა ხდებოდა არ დაუნახავთ, ძმებს შორის რა მოხდა არ იცის, ადგილზე მისული პოლიციისაგან შეიტყო, რომ ძმებს შორის მოხდა ჩხუბი და კახამ დარეკა 112–ზე (მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 12–15);

 

8.მოწმის სახით დაკითხული ე----------------–------- (ბრალდებულის მეუღლე) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 15 ივნისს იმყოფებოდა ლენტეხში. საღამოს ხუთი საათისათვის დაბრუნდა სახლში, რა დროსაც დაუხვდა პოლიცია. მათგან შეიტყო ძმებს შორის მომხდარი უსიამოვნების შესახებ. ამის თაობაზე არც მისმა დედამთილ–მამამთილმა იცოდა რაიმე. მეუღლეს და მეუღლის ძმას შორის სხვა დროს უსიამოვნება არ მომხდარა(ს.ფ.16–19).

 

9.2018 წლის 25 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ გ----------–-------, 2018 წლის 15 ივნისს, პანღურის ორჯერ ამორტყმით, იძალადა ძმაზე, კ---------–-------- (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.35–37);

 

10. გ----------–------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 15 ივნისის ბრალდებულ გ----------–------- გამოკითხვის ოქმით; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის რაიონული განყოფილებიდან; გ----------–------- ნასამართლობის ცნობით; გ----------–------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; შეტყობინების რეგისტრაციით; მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი“; მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის რაიონული განყოფილებისადმი; მიმართვით ლენტეხის რაიონული სამმართველოსადმი; დადგენილებით კ---------–------- დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

 

12.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ----------–------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14.სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------–------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

15. გ----------–------ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

16. გ----------–------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული)არის დაოჯახებული, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ----------–------ ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, იარაღთანდ აკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ----------–------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ოჯახური მდგომარეობა, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გ----------–------- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული გ----------–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ----------–------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ გ----------–------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი