განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
090100118002614800
დავის ტიპი
126 1
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/22–2018) 090100118002614800

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2018 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - ბ--------–---------–-----

მ---------–---------–-----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის N0----------- საქმე

 

ბრალდებულ ბ--------–---------–----- მიმართ

მამის სახელი: გ----------

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–-----–--------

პირადი ნომერი: 2-----------

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება: ს-–----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-------------–----------------–----------------–--------–--

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ-------------------–----------------–----------------–--------–--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ბრალდებულ მ---------–---------–----- მიმართ

მამის სახელი:----------

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–-----–--------

პირადი ნომერი: 2-----------

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება: ს-–----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-------------–----------------–----------------–--------–--

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ-------------------–----------------–----------------–--------–--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.ბ--------–---------–------ 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ც--------------------------–---------–ში, მ------------ საცხოვრებელ სახლში ცემა ს---–-----------–---- კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. ბ--------–---------–----- ქმედების შედეგად ს---–-----------–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.მ---------–---------–-----, 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ც--------------------------–---------–ში, მ------------ საცხოვრებელ სახლში ჩაიდინა ძალადობა ს---–-----------–--ის მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელი დაარტყა სახის არეში. მ---------–---------–----- ქმედების შედეგად ს---–-----------–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2018 წლის 29 აგვისტოს წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 103–109).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.ბ--------–---------–----- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

6.მ---------–---------–----- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

7.დაზარალებულ ს---–-----------–--ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ც-------------------------–---------––ი ლოგინად ჩავარდნილ პენსიონერ დედასთან და უმუშევარ დასთან, ნ-------------–-------ნ ერთად. არც პირადად არის დასაქმებული. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დედის პენსია და საარსებო შემწეობაა. 2018 წლის 10 მაისის, დაახლოებით ღამის პირველ საათზე გააღვიძა დაძახების ხმამ, აღმოჩნდა მისი თანასოფლელის მ------------ ბიძაშვილი მ--------–---------–----, რომელსაც ახლდა მისთვის უცნობი პიროვნება. მ------- იყო ავტომანქანით და უთხრა, რომ უნდა დალაპარაკებოდა მისი ბიძაშვილის მ------------ თაობაზე, თავისი ნებით ჩაუჯდა ავტომანქანაში. წავიდნენ მ------------ სახლში, სადაც დახვდათ მ------------ ბიძა ბ--------–---------–----, თავად მ----------- და მისი და–ძმა: კ-----------------------------. ასევე დაუძახიათ ბიძამისის – ჯ--–-----------–----- და მისი რძლის ე----------–----------, რომლებიც იქ დახვდნენ. ავიდნენ სახლის მეორე სართულზე. ოთახში რომ შევიდნენ არ დამჯდარა. ბ------- ჰკითხა რა საერთო ჰქონდა მ---სთან. არ დაუმალავს, რომ მასთან ჰქონდა ახლო ინტიმური ურთიერთობა. ბ------- უთხრა, რომ მ--- ხუთი თვის ფეხმძიმედ იყო და ცოლად უნდა შეერთო. მან უპასუხა, რომ ბავშვი მისი არ იქნებოდა და თუ ექსპერტიზა დაადგენდა მის მამობას, მ---ს ცოლად შეირავდა. მ--- ამ დროს ოთახში იყო, მაგრამ არაფერი უთქვამს, მხოლოდ ტიროდა. ბ------ მის ნათქვამზე გაბრაზდა და მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა მარცხენა ლოყაში, რა დროსაც წაბარბაცდა, მაგრამ არ წაქცეულა. უთხრა რომ დამამცირებელი საქციელი არ უნდა ჩაედინა და მ---სთან ურთიერთობა არ უნდა ადაემყარებინა, რის შემდეგ, დაახლოებით ორ წუთში, ისევ დაარტყა მარჯვენა მუშტი მარცხენა ლოყაზე. ბ------ს ორივე დარტყმით იგრძნო ძლიერი ტკივილი, მაგრამ გადაეფარა ბიცოლა– ე----------–---- სიტუაცია გარკვეულად განიმუხტა. დაახლოებით ხუთ წუთში მასთან მოულოდნელად მივარდა მ--------–---------–----, რომელიც არის მ---ს ნათესავი და გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ლოყაში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. უთხრა, ბ------ს როგორ ეკამათებიო. ამის შემდეგ გააგრძელა საუბარი, რომ ცოლად უნდა მიეყვანა მ---. ამ საუბარში მივიდნენ ცაგერის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც გამოუძახებია ბიძას – ჯ--–-----------–----- რომლებმაც წაიყვანეს პოლიციაში. მ---სთან ურთიერთობს ორი წელია. იცის, რომ არის 36 წლის. ერთმანეთს ხვდებოდნენ ყველასგან მალულად, მისივე თანხმობით. (ს.ფ.6–8;);

 

8. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ჯ--–-----------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს, ბ--------–---------–------ მ------------ ცოლად შერთვაზე ბავშვის მამობის დადგენაზე ექსპერტიზის დასკვნამდე უარის გამო, ორჯერ დაარტყა ხელი ს---–-----------–--ეს, რის შესახებაც აცნობა პოლიციას, რომ ს---–---- სცემდნენ და სთხოვა მისვლა შემთხვევის ადგილზე. მ-------ს მიერ ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს(ს.ფ.24–26);

 

9. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ე----------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს, ბ--------–---------–------ მ------------ ცოლად შერთვაზე ბავშვის მამობის დადგენაზე დნმ–ს გაკეთგებამდე უარის გამო, ორჯერ დაარტყა ხელი ს---–-----------–--ეს. ს---–----- ბ------ ლ---------–------- შეკამათების გამო, მ--------–---------–---- ცდილობდა დაერტყა ს---–-----------–----------- იმის მიუხედავად, რომ გადაეფარა მას, მ-------- მოახერხა სახეში ხელის ერთჯერ გარტყმა(ს.ფ.27–29);

 

10.2018 წლის 26 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ბ--------–---------–----- დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 01: 00 საათზე, ც-------------–----–----------------–-----ტელში, მ------------ საცხოვრებელ სახლში ფეხმძიმე მ------------ დნმ–ის ანალიზამდე ცოლად შერთვაზე უარის გამო სახის არეში ხელის ორჯერ გარტყმით ცემა ს---–-----------–--ე (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, ს.ფ.66–68);

 

11.2018 წლის 26 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ მ---------–---------–----- დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 01: 00 საათზე, ც-------------–----–----------------–-----ტელში, მ------------ საცხოვრებელ სახლში და ფეხმძიმე მ------------ დნმ–ის ანალიზამდე ცოლად შერთვაზე უარის გამო სახის არეში ხელის ერთჯერ გარტყმით იძალადა ს---–-----------–--ეზე (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, ს.ფ.66–68);

 

12.სსიპ ლ----------------–--------–---ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 მაისის №0-------- დასკვნით, 10.05.2018 წ. 05>11.05. ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე ს---–------------–---ს, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით.

 

დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ.11–13).

 

13.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მიმსახურების სააგენტოს ცაგერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 11 მაისის N04–07–03/304 მიმართვით საქართველოს შსს ცაგერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ–გამომძიებლისადმი და მასზე თანდართული ცნობით ირკვევა, რომ მ--- რ------------–---------, რომელთანაც დაზარალებულ ს---–-----------–--ის მხრივ ინტიმური ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა ბრალდებული ბ--------–---------–----, არის ბავშვობიდან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რაც გამოიხატება გონებრივ ჩამორჩენილობაში(ს.ფ. 43–44);

 

14. ბ--------–---------–----- და მ--------–---------–----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 14 ივნისის მოწმე კ------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 10 მაისის მოწმე ნ-----------–------ამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 13 ივნისის მოწმე მ--- გუ----- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 13 ივნისის მოწმე თ-------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 10 მაისისა და 26 ივლისის ბრალდებულ ბ--------–---------–----- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 10 მაისისა და 26 ივლისის ბრალდებულ მ---------–---------–----- გამოკითხვის ოქმებით, დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ს---–-----------–--ის მიმართ,ბ--------–---------–----- ნასამართლობის ცნობით, მ---------–---------–----- ნასამართლობის ცნობით, ბ--------–---------–----- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, მ--------–---------–----ს ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“ მ--------–---------–----ს მიმართ, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“ ბ--------–---------–----- მიმართ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინების რეგისტრაციით, მიმართვით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, მიმართვით ცაგერის რიაონული სასამართლოსადმი, მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი“, მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ს---–-----------–--ის მიმართ და შემოწმების აქტის ამონაწერით, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან მ------------ მიმართ და შემოწმების აქტის ამონაწერით, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან კ------------- მიმართ და შემოწმების აქტის ამონაწერით, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან თ-------------- მიმართ და შემოწმების აქტის ამონაწერით, დადგენილებით ს---–-----------–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით, დადგენილებით ბ------ ლ--------–----ს ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით, დადგენილებით მ------ ლ--------–----ს ბრალდების შესახებ, გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით, ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ

 

15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ბ--------–---------–----- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდებულმა მ---------–---------–----- ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

16.სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--------–---------–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მ------ ლ---------–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

17. ბ------ ლ---------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

18.ბ--------–---------–----- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, არის დაოჯახებული.

 

19. მ------ ლ---------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

20.მ--------–---------–----ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, არის დაოჯახებული.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

21. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ------ ლ---------–---- და მ------ ლ---------–---- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - ჯარიმის მინიმუმი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულთათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ ბ--------–---------–-----ა და მ--------–---------–----ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულთა მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულთა რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მათი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები:ჩადენილი ქმედების გულწრფელი აღიარება და მონანიება, შეუბღალავი წარსული, ქმედების წანამძღვარი: დაზარალებულის მხრივ გარკვეული მაპროვოცირებელი გარემოების შექმნა – ბავშვის მამობის დასადგენად დნმ–ის ანალიზის მოთხოვნით, ემოციური ფონი, რაც ბავშვობიდან დაავადებული მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე(გონებრივი ჩამორჩენილობა) ნათესავის ქორწინების გარეშე ფეხმძიმობით და ოჯახის ზნეობრივი პრინციპების დაცვით იყო გამოწვეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ბ--------–---------–-----ა და მ--------–---------–----ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის და საკმარისი ბრალდებულთა სრული რესოციალიზაციისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ბ--------–---------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ ბ--------–---------–----- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ბ------ ლ---------–----- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

4.ბრალდებული მ------ ლიპარტელიანჰი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ მ--------–---------–----ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.გაუქმდეს ბრალდებულ მ--------–---------–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

8.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი