გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.09.2018
საქმის ნომერი
421210018002562702
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 421210018002562702

N2/155-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.09.2018 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე.

სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი.

მოსარჩელე - მა----- ლე---–--ლი და თე----- ლე---–--ლი;

წარმომადგენელი - არ---– ლე---–--ლი;

მოპასუხე - ლი- ლე---–--ლი;

წარმომადგენელი - ნა-- ჯე------–--ლი;

მესამე პირი - სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი - ნინო საზანიშვილი;

დავის საგანი: არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვან შვილიშვილებთან - 2008 წლის 08 მაისს დაბადებულ მა-----ი ლე---–--ლთან და თე--------- ლე---–--ლთან ურთიერთობის წესის დადგენა, კერძოდ: ნება დაერთოს მოსარჩელეებს მა----- ლე---–--ლს და თე----- ლე---–--ლს , მარიამ ლე---–--ლი წაიყვანონ ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს 08:30 საათიდან პარასკევი დღის 08:30 საათამდე და თე--------- ლე---–--ლი ყოველი ხუთშაბათი დრის 08:30 საათიდან იმავე დღის საღამოს 21:00 საათამდე თავიანთი შვილის არ---– ლე---–--ლის სახლში ქ. ყვარელში, მოპასუხესთან ლი- ლე---–--ლთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თავის შესაგებელში და სასამართლო განხილვის დროს სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ განმარტა, რომ მოსარჩელეებმა როცა სურვილი აქვთ შეუძლიათ ნახონ შვილიშვილები, მაგრამ წაიყვანონ იმ დღეებში როცა მამას მიჰყავს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ. რუსთავში, მოპასუხე ცხოვრობს ქ. ყვარელში. მოსარჩელეები მზად არიან ინახულონ და თავიანთი შვილის არ---– ლე---–--ლის საცხოვრებელ სახლში ქ. ყვარელში, წაიყვანონ შვილიშვილები.

 

დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ. რუსთავსი ნაქირავებ ბინაში, არიან პენსიონერები, მაგრამ ეცდებიან ქ. ყვარელში ინახულონ შვილიშვილები და იზრუნონ მათზე.

სოციალური მუშაკის ნინო საზანიშვილის მოსაზრებით მას მიზანშეწონილად მიაჩნია პაპამ და ბებიამ შვილიშვილები ნახონ იმ დღეებში, როცა მამას მიჰყავს და არა სხვა დროს, რათა არ მოხდეს ბავშვების ზედმეტად გადაღლა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. არასრულწლოვანი მა----- და თე--------- ლე---–--ლების მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ლი- ლე---–--ლთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება ( იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მა----- ლე---–--ლი დაიბადა 08.05.2008 წელს, თე--------- ლე---–--ლი დაიბადა 19.05. 2017 წელს. მათი მშობლები არიან: მამა-არ---– ლე---–--ლი, დედა-ლი- ლე---–--ლი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მა----- და თე--------- ლე---–--ლების დაბადების მოწმობები.(იხ, საქმის მასალები).

 

3.2.2. მოსარჩელე ები მა----- ლე---–--ლი და თე----- ლე---–--ლი არიან არ---– ლე---–--ლის მშობლები და შესაბამისად, მა----- და თე--------- ლე---–--ლების პაპა და ბებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- არ---– ლე---–--ლის დაბადების მოწმობა (იხ. საქმის მასალები.).

 

3.2.3. მოსარჩელეები მზად არიან შვილიშვილების აღზრდაში მიიღონ მონაწილეობა და აცნობიერებენ რა, რომ მა----- ლე---–--ლის არის სკოლის მოსწავლე და სწავლოს ქ. ყვარელში, მზად არიან ქ. ყვარელში თავიანთი შვილის არ---– ლე---–--ლის საცხოვრებელ სახლში წაიყვანონ შვილიშვილები. მა-----ი სურთ, რომ წაიყვანონ ყოველი ხუთშაბათი დღის 08:30 საათიდან პარასკევი დღის 08:30 საათამდე და თე---------ი ყოველი ხუთშაბათი დღის 08:30 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე, დედასთან მოპასუხე ლი- ლე---–--ლთან დაბრუნების პირობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების დასკვნა (იხ. საქმის მასალები)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილი, 1203-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198 მუხლის პირველი ნაწილით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვნების მშობლები ცხოვრობენ ცელ-ცელკე. მშობელთა თანხმობით ბავშვები ცხოვრობენ დედათან- ლი- ლე---–--ლთან ოჯახში;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

წარმოდგენილი საქმის მასალებით და საქმის ზეპირი განხილვის დროს არ დადასტურდა, რომ მა----- და თე--------- ლე---–--ლების ურთიერთობა მოსარჩელეებთან ხელს შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენს მათზე, ამიტომ მოსარჩელეებისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის და შვილიშვილებთან ურთიერთობაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს .

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მხარეთა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორედ აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია, რომ ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ ბებია-პაპასთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის, მოპასუხის პოზიციის, სოციალური მუშაკის არგუმენტაციის, ბავშვის ასაკის, მისი ინტერესებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მა----- და თე----- ლე---–--ლებს არასრულწლოვან შვილიშვილებთანთან - 2008 წლის 08 მაისს დაბადებულ მა----- ლე---–--ლთან და 2017 წლის 19 მაისს დაბადებულ თე--------- ლე---–--ლთან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს შემდეგი წესი: განესაზღვროს მა----- ლე---–--ლს და თე----- ლე---–--ლს შვილიშვილთან 2008 წლის 08 მაისს დაბადებულ მა-----ი ლე---–--ლთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი თვის პირველი და მეოთხე კვირის პარასკევი დღის 08:30 საათიდან შაბათი დღის 10:00 საათამდე მათი შვილის არ---– ლე---–--ლის საცხოვრებელ სახლში - ქ. ყვარელში წაყვანით და მოპასუხე ლი- ლე---–--ლის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

 

განესაზღვროს მა----- ლე---–--ლს და თე----- ლე---–--ლს შვილიშვილთან 2017 წლის 19 მაისს დაბადებულ თე---------ი ლე---–--ლთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი თვის პირველი და მეოთხე კვირის პარასკევ დღეს, დღის 08:30 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე მათი შვილის არ---– ლე---–--ლის საცხოვრებელ სახლში - ქ. ყვარელში წაყვანით და მოპასუხე ლი- ლე---–--ლის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ “ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

ამდენად ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 208-ე, 257-2591-ე, 364-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მა----- ლე---–--ლის (პ/ნ 3----------) და თე----- ლე---–--ლის (პ/ნ 3----------) სარჩელი მოპასუხე ლი- ლე---–--ლის (პ/ნ 4----------) მიმართ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ.

 

1.1. განესაზღვროს მა----- ლე---–--ლს (პ/ნ 3----------) და თე----- ლე---–--ლს (პ/ნ 3----------) შვილიშვილთან 2008 წლის 08 მაისს დაბადებულ მა-----ი ლე---–--ლთან (პ/ნ 3----------) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი თვის პირველი და მეოთხე კვირის პარასკევი დღის 08:30 საათიდან შაბათი დღის 10:00 საათამდე მათი შვილის არ---– ლე---–--ლის (პ/ნ 3----------) საცხოვრებელ სახლში - ქ. ყვარელში წაყვანით და მოპასუხე ლი- ლე---–--ლის (პ/ნ 4----------) საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

 

1.2. განესაზღვროს მა----- ლე---–--ლს (პ/ნ 3----------) და თე----- ლე---–--ლს (პ/ნ 3----------) შვილიშვილთან 2017 წლის 19 მაისს დაბადებულ თე---------ი ლე---–--ლთან (პ/ნ 0----------) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი თვის პირველი და მეოთხე კვირის პარასკევ დღეს, დღის 08:30 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე მათი შვილის არ---– ლე---–--ლის (პ/ნ 3----------) საცხოვრებელ სახლში - ქ. ყვარელში წაყვანით და მოპასუხე ლი- ლე---–--ლის (პ/ნ 4----------) საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

 

2. არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილში მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე