განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
200100118002588145
დავის ტიპი
126 2 გ , 126 2 ბ , 126 2 ა
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002588145

N1/230-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

13 სექტემბერი 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ--------------–---–ი

ბრალდებული: ზ------ ჯ-–--–---–ი

მამის სახელი: ა-----–-

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ვ------------ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ვ------------ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 26 ივლისს, თელავის რაიონის სოფელ ვ------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზ------ ჯ-–--–---–მა ძალადობის გამოყენებით, 16 წლის არასრულწლოვან შვილიშვილს - ქ------- ქ------–-–---–სა და მეუღლეს ლ------- ჯ-–--–---–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ქ------- ქ------–-–---–ს დაარტყა ხელი თავისა და მარჯვენა ფერის მუხლის არეში, ხოლო ლ------- ჯ-–--–---–ს ხელი დაარტყა თავის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ქ------- ქ------–-–---–მა და ლ------- ჯ-–--–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების ლ------- ჯ-–--–---–ისა და ქ------- ქ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმის ა------–--–---–ის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------ ჯ-–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ ზ------ ჯ-–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

5. ზ------ ჯ-–--–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ზ------ ჯ-–--–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. ზ------ ჯ-–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

9. ზ------ ჯ-–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ, გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

10. ზ------ ჯ-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

11. ნივთიერი მტკიცებულება - დისტანციური მართვის პულტი, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური