განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
200100118002392543
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 126 1
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002392543

№ 1/106-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

13 სექტემბერი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ი--------------ე

ბრალდებული: თ----- ტ-------–---–ი

მამის სახელი: ხ-------

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ლ----------ი

მცხოვრები: ქ.თელავი, ქ--------–----------------------------------------–------–--------------–ის“ მიმდებარე ტერიტორია

დაკავების თარიღი: 18.03.2018 წელი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის მარტის თვის დასაწყისის ეპიზოდი:

 

1. 2018 წლის მარტის თვის დასაწყისში, ქ.თელავში, ქ--------–-------------------------–-------------------------–-----–---–---–------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თ----- ტ-------–---–მა ძალადობის გამოყენებით, ხელებით თავისა და ტანის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწილებაში მყოფ პირს - მ-------------ეს, რის შედეგად მ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 18 მარტის ეპიზოდი:

 

2. 2018 წლის 18 მარტს, ქ.თელავში, ქ--------–-------------------------–-------------------------–-----–---–---–------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თ----- ტ-------–---–მა ძალადობის გამოყენებით, ხელებით თავისა და ზურგის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწილებაში მყოფ პირს - მ-------------ეს, რის შედეგად მ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი:

 

3. 2017 წლის 19 აგვისტოდან, 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით, ქ.თელავში, ქ--------–-------------------------–-------------------------–-----–---–---–------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თ----- ტ-------–---–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწილებაში მყოფ პირს - მ-------------ეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მ-------------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას

 

მუქარის ეპიზოდი:

 

4. 2018 წლის 18 მარტს, ქ.თელავში, ქ--------–-------------------------–-------------------------–-----–---–---–------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თ----- ტ-------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწილებაში მყოფ პირს - მ-------------ეს, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 18 მარტის ეპიზოდი:

 

5. 2018 წლის 18 მარტს თ----- ტ-------–---–მა, ქ.თელავში, ქ--------–-------------------------–-------------------------–-----–---–---–------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ძალადობის გამოყენებით, ხელებით, თავისა და ზურგის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან მცხოვრებ პირს - მ-------------ეს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. შედეგად, მ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

6. დანარჩენ ეპიზოდებში ბრალდებული თ----- ტ-------–---–ი უნდა გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

7. ბრალდებულმა თ----- ტ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან შეიფარა მ-------------ე, სანამ მ--- საცხოვრებელს ნახავდა. მ-------------ე არის შვილმკვდარი დედა, რომელმაც თავის მოკვლა სცადა, ამიტომ შეეცოდა და შეიფარა ის. მ-------------ე მასთან ცხოვრების პერიოდში ხალხს ეუბნებოდა, რომ თ.ტ-------–---–ის მეუღლე იყო და ამით აშინებდა იმ ადამიანებს ვინც მას ემუქრებოდა. მ--- ბოლო დროს იყო ნერვიული, დაჭერით ემუქრებოდა ვიღაცეებს და რამდენჯერმე დაურეკა იმ პოლიციელს ვისაც ენდობოდა.

8. მისივე განმარტებით მას და მ-------------ეს არ ქონდათ საერთო მეურნეობა. მ--- არ მუშაობდა. სახლში საჭმელი თვითონ მიჰქონდა. მ---მ ალბათ პური მიიტანა რამდენჯერმე. მ---ზე იცის მხოლოდ ის, რომ თავისი ოჯახი არ იღებდა და ვიღაც პიროვნებები ემუქრებოდნენ და მ--- ამ პიროვნებებს ეუბნებოდა, რომ მისი მეუღლე იყო. ხოლო თვითონ მ--- თავის ახლობლებს „წყლის მიმწოდებლად“ გააცნო, არ თვლიდა თავის მეუღლედ.

9. მისივე განმარტებით, ერთხელ როდესაც მას დაურეკა ერთმა ქალბატონმა, მ-------------ე გახდა აგრესიული და დანა მოუქნია მას, მან არიდების დროს შეიძლება დააზიანა მ---. მ--- სახლიდან წავიდა და უთხრა, რომ მეგობართან მიდიოდა. არც უფიქრია, რომ პოლიციას მიმართავდა.

10. საბოლოო და დასკვნით სიტყვებში თ.ტ-------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 18 მარტს მან ერთხელ ხელი კრა მ-------------ეს.

11. დაზარალებულ მ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 აგვისტოდან იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ----- ტ-------–---–თან. 2017 წლის 19 აგვიტოდან 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით, თ-----ი ტ-------–---–ი მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. თავიდან სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და შემდეგ ხელითაც შეეხო. თ----- ტ-------–---–ი აგინებდა მას, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. იგი სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ტანჯვას განიცდიდა, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფის დროს ტკივილს. თ----- ტ-------–---–ი ემუქრებოდა კიდეც, რომ სისხლიან ტუჩებს აილოკავდა. მას ეშინოდა, ვინაიდან, მოკვლით ემუქრებოდა, რომ ტუალეტში ჩააგდებდა. მანამდეც ემუქრებოდა, მაგრამ ითმენდა. როდესაც მოკვლით ემუქრებოდა, თ----- ტ-------–---–ს ხელში არაფერი ჭერია, მას ეშინოდა. 2018 წლის 18 მარტს მან რეალურად აღიქვამდა მუქარა, ვინაიდან, წარსულში როცა ცემდა, მაშინაც დაემუქრა და დარწმუნებული იყო ყველაფერზე წავიდოდა. თ----- ტ-------–---–მა იგი 2018 წლის 18 მარტს ცემა. ასევე ცემა 10 დღით ადრეც, ურტყამდა ხელს. ჩხუბის მიზეზი მისი უმუშევრობა იყო. თ.ტ-------–---–ი ეუბნებოდა, რომ ემუშავა, მაგრამ იგი ვერ ნახულობდა სამსახურს. 2018 წლის 18 მარტს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მუშტი დაარტყა თავში და ბეჭებში. იგი წაიქცა და ხელი იტკინა. დაცემის შემდეგ, თ----- ტ-------–---–მა მისი ცემა აღარ გააგრძელა, იგი ადგა და გაიქცა, ძალიან შეშინებული იყო. მან დაურეკა პოლიციელ კ---–-–---–ს. იმ დღეს პოლიცია მივიდა და თ----- ტ-------–---–ი დააკავეს. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. იგი არ დასწრებია დათვალიერებას, მაგრამ რაღაც საბუთებზე მოაწერა ხელი.

12. მან ითხოვა თ----- ტ-------–---–ის მკაცრად დასჯა.

13. მოწმის ნ-----–---- ტ-----–---–ის ჩვენებითა და ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შ-------–---------------–--------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მ-------------ე, რომელმაც მიუთითა თ----- ტ-------–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. ამ ჩვენების საფუძველზე, მან გამომძიებელ ნ------–-–---–თან ერთად ბრალდებულის სახით დააკავა თ----- ტ-------–---–ი. მან შეადგინა ბრალდებულის დაკავების ოქმი. (იხ. სხდომის ოქმი და ბრალდებულის დაკავების ოქმი - ს.ფ. 21-26)

14. მოწმის ლ---- მ------–-–---–ის ჩვენებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შ-------–---------------–--------------–ოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თელავში, ქ--------–-------------------------–-------------------------–-----–---–---–------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში. ეს ადგილი დაათვალიერა ექსპერტის ზ------- ლ--------–---–ის და მფლობელის მ-------------ის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილზე საწოლი იყო არეული. მან შეადგინა დათვალიერების ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. (იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ს.ფ. 7-20)

15. მოწმის ზ------ კ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ-------–---------------–--------------–ოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მას 2018 წლის 18 მარტს ღამის საათებში დაუკავშირდა მოქალაქე მ-------------ე, რომელმაც ტირილით უთხრა, რომ მეუღლემ თ----- ტ-------–---–მა ცემა და შველა თხოვა. იგი ამ დროს სხვა საქმეზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და უთხრა მ-------------ეს, რომ პოლიციაში მისულიყო. თვითონაც დარეკა სამორიგეოში ამის თაობაზე. მას აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

16. მისივე განმარტებით, იგი იცნობდა მ-------------ეს და მ---ს ჰქონდა მისი ტელეფონის ნომერი.

17. მოწმის თ----- ზ-----–-–---–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------–----------–----------------------------–--ის ექიმ ექსპერტის თანამდებობაზე. მან 2018 წლის 19 მარტს მოქალაქე მ-------------ეს ჩაუტარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - პირადი გასინჯვის მონაცემებისა და შპს „თ--–---------------–-------------------ოს“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის 01494 მიხედვით, მოქალაქე მ-------------ეს აღენიშნებოდა ზედაპირული ჭრილობა და ნაჭდევი მარჯვენა მტევნის არეში, ასევე სისხლჩაქცევები მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის არეში, ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

18. იგი ეთანხმება მის მიერ გაცემულ და საქმეში წარმოდგენილ დასკვნას. (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნა - ს.ფ. 39-41)

 

სამართლებრივი შეფასება:

 

19. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ადასტურებენ თ----- ტ-------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდების მხოლოდ 2018 წლის 18 მარტის ეპიზოდს და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი, ხოლო სხვა დანარჩენ ეპიზოდში თ----- ტ-------–---–ი უნდა გამართლდეს.

20. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ 2018 წლის 18 მარტს, თ----- ტ-------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-------------ეს. აღნიშნული გარემოებს დაადასტურა დაზარალებულმა მ.ნ--------ემ. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებს ბრალდებული თ----- ტ-------–---–ი, განმარტავს, რომ მან ხელი ერთხელ კრა მ-------------ეს.

21. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენების ნაწილს, რომელშიც ის მიუთითებს, რომ მხოლოდ ერთხელ კრა ხელი მ-------------ეს, ვინაიდან, იმ დაზიანებებს, რაც სხეულზე აღენიშნებოდა მ.ნ--------ეს, ერთჯერადი შეხებით ვერ მიიღებდა.

22. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ.ნ--------ეს აღენიშნებოდა ზედაპირული ჭრილობა და ნაჭდევი მარჯვენა მტევნის არეში, ასევე სისხლჩაქცევები მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის არეში, რაც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, და ხანდაზმულობა შესაბამისობაშია დანაშაულის ჩადენის თარიღთან. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ.ტ-------–---–მა მრავალჯერადი ფიზიკური ზემოქმედებით ჯანმრთელობის მოუშლელად, მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა მ.ნ--------ეს.

23. თ----- ტ-------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126I მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. (2018 წლის 18 მარტის ეპიზოდი) მან, ოჯახის წევრის - იმ პირის მიმართ, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

24. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ----- ტ-------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11I-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126I მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორი ეპიზოდის ბრალდებაში. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს. სახელდობრ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

25. თ----- ტ-------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11I-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126I მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორი ეპიზოდში (2018 წლის მარტის თვის დასაწყისისა და სისტემეტური შეურაცხყოფის ეპიზოდი) ბრალდება ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას და არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

26. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, კი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე პუნქტის თანახმად არის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

27. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, თ----- ტ-------–---–ი 2018 წლის მარტის თვის დასაწყისში ქ.თელავში, ქ--------–-----------------------------–-------------------------–-----–---–---–------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, რომელსაც საცხოვრებლად იყენებდა ბრალდებული, ძალადობის გამოყენებით, ხელებით, თავისა და ტანის არეში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, მ-------------ეს.

28. ბრალდების ამ ნაწილში არსებობს მხოლოდ ერთი მტკიცებულება, დაზარალებულ მ-------------ის ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულის ჩვენებასთან. სხვა მტკიცებულება, მაგალითად, მოწმის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაადასტურებდა თ----- ტ-------–---–ის მხრიდან მ-------------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს არ არსებობს.

29. თ----- ტ-------–---–ს ასევე ბრალად ერაცხება, რომ 2017 წლის 19 აგვისტოდან 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით, ქ.თელავში, ქ--------–-----------------------------–-------------------------–-----–---–---–------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, რომელსაც საცხოვრებლად იყენებდა ბრალდებული, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, მ-------------ეს. მ-------------ე ამგვარი ფსიქოლოგიური ძალადობით გამო განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

30. არც ბრალდების ამ ნაწილში არ არსებობს სხვა მტკიცებულება, მაგალითად, მოწმის ჩვენება, რაც დაადასტურებდა თ----- ტ-------–---–ის მხრიდან მ-------------ის მიმართ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს. კანონმდებელი ყურადღებას აქცევს, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს. სიტყვა სისტემატური ნიშნავს მუდმივს, განუწყვეტელს, რეგულარულს. ერთჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ იძლევა წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას. თუ თ----- ტ-------–---–ი სისტემატურად ფსიქიკურად ძალადობდა მ-------------ეზე, სასამართლო სხდომაზე, თუნდაც ნეიტრალური მოწმის დაკითხვის გზით, უნდა დადგენილიყო აღნიშნული ფაქტი. ბრალდების ამ ეპიზოდშიც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულია მხოლოდ ერთი მტკიცებულება, დაზარალებულ მ-------------ის ჩვენება, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულის ჩვენებასთან. ამ მხრივ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ თ----- ტ-------–---–ი, თუ 2017 წლის 19 აგვისტოდან 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით, სისტემატურად ანუ მუდმივად, რეგულარულად ფსიქიკურად ძალადობდა მ-------------ეზე, ეს გარემოება უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცავ ორგანოსათვის არაერთგზის მიმართვაში, შემაკავებელი ორდერის გამოცემაში ან სხვა წერილობითი დოკუმენტაციით, რაც სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს და სასამართლოშიც არ გამოკვლეულა.

31. თ----- ტ-------–---–ს ასევე ბრალად ერაცხება, რომ 2018 წლის 18 მარტს ის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ-------------ეს, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაკითხვის დროს დაზარალებული მ-------------ე განმარტავს, რომ მუქარა რეალურად აღიქვა. თუმცა გარდა დაზარალებულის დაკითხვისა, დამუქრების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოშ არ გამოკვლეულა. ამ კუთხითაც, ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, დაზარალებულის ჩვენებას, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს თ.ტ-------–---–ის გამამტყუნებელ განაჩენს. თვითონ ბრალდებული არ ადასტურებს მუქარის ფაქტს და განმარტავს, რომ 2018 წლის 18 მარტს მას დანა მოუქნია მ-------------ემ.

32. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გამოძიების დაწყების საფუძველს. იმ ინფორმაციას, რაც განაცხადა დაზარალებულმა მ.ნ--------ემ. (ს.ფ 1-2) გამოძიების დაწყების ბარათში და შეტყობინების რეგისტრაციის ჩანაწერით დგინდება, რომ დაზარალებულმა პოლიციას აცნობა მხოლოდ ცემის, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. რეალურად აღქმული მუქარის თაობაზე, მას შეტყობინება არ გაუკეთებია. ყურადღებამისაქცევია, რომ მ-------------ემ თ.ტ-------–---–ის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელებისთანავე დაურეკა პოლიციელს ზ------ კ---–-–---–ის, მასაც მხოლოდ ცემის ფაქტის თაობაზე შეატყობინა და დახმარება სთხოვა.

33. მოწმე ზ------ კ---–-–---–ის ჩვენება ამ ვითარებაში არის ირიბი ჩვენება, თუმცა ამართლებს ბრალდებულს და სასამართლო ირიბ ჩვენებას გამოიყენებს ბრალდებულის სასარგებლოდ.

34. სასამართლო ასევე შეაფასებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მ-------------ე მიუთითებს, რომ კონფლიქტი მასსა და თ.ტ-------–---–ს შორის უკავშირდება მის უმუშევრობას. თ----- ტ-------–---–ი ეუბნებოდა მას, რომ ემუშავა. მისი აზრით თ.ტ-------–---–ი მას მუშაობას იმიტომ აიძულებდა, რომ არ უნდოდა მისი შენახვა.

35. დაზარალებულის ასეთი ჩვენება გამოხატავს მისი მხრიდან ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ ეკონომიურ ძალადობას. მას მიაჩნია, რომ თ.ტ-------–---–ი ვალდებულია არჩინოს იგი. ასეთ ვითარებაში თ.ტ-------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ერთი ფაქტი, შესაძლოა ეკონომიური ძალადობის შედეგი იყოს.

36. თ.ტ-------–---–ს ბრალად ერაცხება, რომ მ-------------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეა, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ.ტ-------–---–ს ყავს ოჯახი.

37. სისხლის სამართლის საქმეში, (ს.ფ.47) მოიპოვება თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ თ.ტ-------–---–ი ქორწინებაში იმყოფება ი-----------–---–თან და ყავს ორი შვილი, თ----- ტ-------–---–ი და ვ---- ტ-------–---–ი. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რომ დღეის მდგომარეობით თ.ტ-------–---–ი განქორწინებულია ი-----------–---–თან.

38. ასეთ ვითარებაში მ-------------ე სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით ვერ იქნება თ.ტ-------–---–ის მეუღლე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11I მუხლის შენიშვნის თანახმად, იგი არის პირი, რომელთანაც თ.ტ-------–---–ი მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება მ-------------ის ეკონომიურად რჩენის ვალდებულების საკითხიც.

39. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

40. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

41. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

42. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ----- ტ-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11I-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

44. სასამართლოს ბრალდებულ თ----- ტ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

45. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

46. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ თ----- ტ-------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. სახელდობრ, სისხლის სამართლის საქმეში არსებული 2015 წლის 05 აგვისტოს განაჩენით, (ს.ფ.47-49) თ.ტ-------–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოყენებული იყო პირობითი მსჯავრი, რაც მოიხადა. პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო მისი რესოციალიზაცია, ამიტომ მას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი.

47. სასჯელის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ თ.ტ-------–---–ი გამართლდა ნაწილობრივ. გამართლებაც მან რეალურად უნდა იგრძნოს და სასამართლო გამოიყენებს თავისუფლების აღკვეთის მინიმუმზე ერთი თვით მძიმე სასჯელს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

48. თ----- ტ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის მარტის თვის დასაწყისის ეპიზოდში) გამართლდეს.

49. თ----- ტ-------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 18 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) თვით.

50. თ----- ტ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში) გამართლდეს.

51. თ----- ტ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

52. თ----- ტ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 18 მარტიდან.

53. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

54. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური